ბანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბანძა

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი ბანძა
კოორდინატები 42°20′56″ ჩ. გ. 42°17′03″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 42.28417° ა. გ. / 42.34889; 42.28417
პირველი ხსენება 1639-1640
ცენტრის სიმაღლე 90
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1099[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბანძა — საქართველო
ბანძა
ბანძა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბანძა

ბანძასოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).[2] მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მოხსენიებულია 1639-1640 წლებში ოდიშში რუსეთის ელჩობის აღწერილობაში. 1658 წელს ბანძის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია–სამეგრელოს მთავრებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს „ბანძა და ციხე კეთილნაშენი“. 1737 წელს შედგენილ იმერეთის რუკაზე აღნიშნულია „ბანძა–ფაღაოს სასახლე“. სოფელში ტრადიციულად აღინიშნებოდა ჭვენიერობა, რომელიც ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების დღესასწაულია. საბჭოთა პერიოდში ბანძაში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1099 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 473 213 260
2014[1] 1099 527 572

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანძაში დაიბადა ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II