ხურმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლური ხურმის (Diospyros Kaki) მთლიანი და გაჭრილი ნაყოფი.

ხურმა (ლათ. Diospyros) — მცენარეთა გვარი აბანოზისებრთა ოჯახისა. სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქებია. ცნობილია 200-მდე სახეობა; ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე — 3: იაპონური, კავკასიური და ვირგინიული ხურმა. მათგან ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი, ანუ კავკასიური ხურმა (Diospyros lotus); მაღალი ხეა. მისი ნაყოფი პირველად მოყვითალო-მოწითალო და მწკლარტეა. მწიფეს მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი გადაკრავს, სიმწკლარტე აღარ აქვს. ჩვენში უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებში იზრდება. იყენებენ საძირედ. ვირგინიული ხურმის (Diospyros virginiana) სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. იაპონური, ანუ აღმოსავლური ხურმის (Diospyros kaki) სამშობლოა ჩინეთი, გავრცელებულია იაპონიაშიც. საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს (ჩირი 60%-მდე), ვიტამინებს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხურმა&oldid=2367629“-დან