მარია პორტუგალიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია მანუელა
Reina Maria de Portugal.jpg
მშობლ. სახელი Maria Manuela
დაიბადა 15 ოქტომბერი, 1527
Flag of Portugal.svg კოიმბრა
გარდაიცვალა 12 ივლისი, 1545 (17 წლის)
Flag of Spain.svg ვალიადოლიდი
დაკრძალულია ესკორიალი
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მეუღლე(ები) პრინცი ფილიპე
შვილ(ებ)ი პრინცი დონ კარლოსი
მშობლები მამა: ჟუან III
დედა: ეკატერინე ავსტრიელი

მარია მანუელა პორტუგალიელი (დ. 15 ოქტომბერი 1527, კოიმბრა — გ. 12 ივლისი 1545, ვალიადოლიდი) — პორტუგალიის პრინცესა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის პირველი ცოლი.

მარიას მშობლები იყვნენ პორტუგალიის მეფე ჟუან III და ეკატერინე ავსტრიელი.

საქორწილო ცერემონია ფილიპეს და მარიას შორის 1543 წელს შედგა. რადგანაც ისინი ახლო ნათესავები იყვნენ — ფილიპე მარიას ბიძაშვილი იყო — მათ დასაქორწინებლად საჭირო იყო პაპის კურთხევა, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე იყო მიღებული. მას შეეძინა ტახტის მემკვიდრე დონ კარლოსი, რომელიც ფიზიკურად და სულიერად იყო დაავადებული, რაც მისი მშობლების ნათესაურ კავშირს უკავშირდებოდა. მარია შვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]