მარია ანა ბავარიელი (1551-1608)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანა ბავარიელი
მშობლიური სახელი Maria Anna von Bayern
დაბადების თარიღი 21 მარტი 1551
მიუნხენი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი 1608
გრაცი, ავსტრია
მეუღლე(ები) კარლ II შტირიელი
მშობლები მამა: ალბრეხტ V
დედა: ანა ავსტრიელი

მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 21 მარტი 1551, მიუნხენი — გ. 29 აპრილი 1608, გრაცი) — ერცჰერცოგ კარლ II შტირიელის ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგ ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ქალიშვილი. ის იყო ოჯახში მეოთხე შვილი. მის და-ძემბს შორის იყვნენ ვილჰელმ V, ერნესტ ბავარიელი, ფერდინანდ ბავარიელი და მარია მაქსიმილიანა.

მამის მხრიდან მისი ბებია და პაპა იყვნენ ვილჰელმ IV და მარია ჯაკობა ბადენელი, ხოლო დედის მხრიდან — ფერდინანდ I და ანა იაგელონი.

1571 წლის 26 აგვისტოს, ვენაში მარია ანა დაქორწინდა თავის ბიძა კარლ II-ზე. კარლის გარდაცვალების შემდეგ შვილების (განსაკუთრებით მომავალი იმპერატორ ფერდინანდ II-ის) აღზრდა მარია ანას ძმამ, ჰერცოგ ვილჰელმ V-მ თავის თავზე აიღო.

მარია ანა ბავარიელი გარდაიცვალა 1608 წლის 29 აპრილს, ქმრის გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა ბავარიელს და კარლ II-ს ჰყავდათ 15 შვილი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • HAMANN, Brigitte, Die Habsburger: Ein Biografisches Lexicon (Munich: Piper, 1988).
  • SÁNCHEZ, Magdalena, (2000) A Woman’s Influence: Archduchess Maria of Bavaria and the Spanish Habsburgs. In C. Kent, T.K. Wolber, C.M.K. Hewitt (Eds.) The lion and the eagle: interdisciplinary essays on German-Spanish relations over the centuries (pp. 91–107). New York: Berghahn Books.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]