20 სექტემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | სექტემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
| 2013 | ||||||
20 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 263-ე დღე (ნაკიან წლებში – 264-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 102 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1519 : ფერდინანდ მაგელანი 270 მეზღვაურთან ერთად სანკულარ დე ბარამედას ნავსაყუდელიდან გადის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში.
- 1596 : დიეგო დე მონტემაიორმა ახალ ესპანეთში მონტერეი დააფუძნა.
- 1633 : გალილეო გალილეი გაასამართლეს ინკვიზიციის წინაშე დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის მტკიცების გამო.
- 1854 : ალმას ბრძოლა - ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარები რუსებს ამარცხებენ ყირიმში.
- 1879 : ირლანდიის უძველესი კლიფტონვილის საფეხბურთო კლუბი დაარსდა.
- 1881 : ჩესტერ ართურის ინაუგურაცი მოხდა აშშ-ის 21-ე პრეზიდენტად.
- 1891 : ბენზინის საწვავით მოქმედი პირველი ავტომანქანა შექმნეს სპრინგფილდში, მასაჩუსეტსი.
- 1918 : ბაქოს კომისრები დახვრიტეს.
- 1920 : ეპანეთის ლეგიონი დაარსდა.
- 1942 : ლიტიჩივში, უკრაინა, გერმანელმა სს-ელებმა 3000 ებრაელი დახოცეს.
- 1946 : პირველი კანის კინოფესტივალი ჩატარდა.
- 1969 : ჯონ ლენონმა ბითლზი დატოვა.
- 1977 : ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა გაეროს წევრი გახდა.
- 1979 : ცენტრალური აფრიკის იმპერიაში სახელმწიფო გადატრიალებით იმპერატორი ბოკასა I ჩამოაგდეს.
- 1981 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალებით პრეზიდენტი დევიდ დაკო ჩამოაგდეს.
- 1990 : სამხრეთ ოსეთის ოლქმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2003 : ლატვიაში ევროკავშირში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1853 : ჩულალონგკორნი რამა V - ტაილანდის მეფე
- 1880 : ოიამა იკუო - იაპონიის საზოგადო მოღვაწე.
- 1925 : ანანდა მაჰიდოლი რამა VIII - ტაილანდის მეფე
- 1934 : სოფი ლორენი - იტალიელი მსახიობი
- 1939 : გიგინეიშვილი, მიხეილ - ქართველი მეან-გინეკოლოგი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1246 : მიხაილ ჩერნიგოველი - კიევის მმართველი
- 1384 : ლუი I - ნეაპოლის მეფე
- 1826 : მამია V გურიელი - გურიის უკანასკნელი მთავარი
- 1898 : ფონტანე, თეოდორ - გერმანელი მწერალი
- 1988 : ბაგრატიონ-მუხრანელი, ოთარ - ქართველი არქიტექტორი.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- წმინდა სოზონტი
- ევოდი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი
- წმინდა ევფსიქი
- ღირსი ლუკა
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |