ფრანკლინ პირსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანკლინ პირსი
Franklin Pierce
ფრანკლინ პირსიFranklin Pierce
აშშ-ის მე-14 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1853 – 4 მარტი, 1857
ვიცე-პრეზიდენტი   უილიამ კინგი (1853)
არავინ (1853-1857)
წინამორბედი მილარდ ფილმორი
მემკვიდრე ჯეიმზ ბიუკენენი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1837 – 28 თებერვალი, 1842

წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-ჰემპშირიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1833 – 1837

დაბადებული 23 ნოემბერი, 1804
ჰილსბოროუ, ნიუ-ჰემპშირი
გარდაცვლილი 8 ოქტომბერი, 1869
კონკორდი, ნიუ-ჰემპშირი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე ჯეინ პირსი
პროფესია იურისტი
ხელმოწერა Franklin Pierce Signature.png

ფრანკლინ პირსი (ინგლ. Franklin Pierce; დ. 23 ნოემბერი, 1804 ― გ. 8 ოქტომბერი, 1869) ― ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ის მე-14 პრეზიდენტი (1853-1857). დღემდე იგი ერთადერთი პრეზიდენტია ნიუ-ჰემფშირიდან. ის ასევე იყო პირველი მე-19 საუკუნეში დაბადებული პრეზიდენტი.

პირსი მშობლიურ შტატ ნიუ-ჰემფშირში ადვოკატად მუშაობდა. იგი მოღვაწეობდა ნიუ-ჰემფშირის საკანონმდებლო ორგანოში (1829-1833), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა (1833-1837) და სენატში (1837-1842). ამის შემდეგ ის მონაწილეობას იღებდა ამერიკა-მექსიკის ომში და გახდა ბრიგადის გენერალი. იგი 1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა დემოკრატთა ნომინაციით და დაამარცხა ვიგების კანდიდატი უინფილდ სკოტი. პირსი იმ დროისთვის იყო აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

პრეზიდენტის რანგში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში. ის იცავდა სამხრეთელ მონათმფლობელთა ინტერესებს, მისი პრეზიდენტობის დროს მიიღეს კანზას-ნებრასკის კანონი, გაუქმდა მისურის კომპრომისი, რამაც მონათმფლობელობის ექსპანსიის საკითხი დასავლეთით ისევ წინ წამოწია. ამ გადაწყვეტილებით მისი პოპულარობა ჩრდილოეთის შტატებში ძალიან დაეცა. საგარეო პოლიტიკაში იგი მონროს დოქტრინის მიმდევარი იყო. ის მტრულად იყო განწყობილი ესპანეთის და ცენტრალური ამერიკის მიმართ.

1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებმა პირსის კანდიდატურა აღარ წამოაყენეს და მის ნაცვლად ჯეიმზ ბიუკენენს დაუჭირეს მხარი. დემოკრატთა ნომინაციის დაკარგვის შემდეგ პირსს ალკოჰოლიზმის პრობლემები ჰქონდა. მისი რეპუტაცია განადგურდა მას შემდეგ, რაც მან სამოქალაქო ომში მხარდაჭერა გამოუცხადა კონფედერაციას. ის 1869 წელს ციროზით გარდაიცვალა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: