ჯეიმზ გარფილდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ გარფილდი
James A. Garfield
ჯეიმზ გარფილდიJames A. Garfield
აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881
ვიცე-პრეზიდენტი   ჩესტერ ართური
წინამორბედი რეზერფორდ ჰეისი
მემკვიდრე ჩესტერ ართური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1863 – 3 მარტი, 1881

დაბადებული 19 ნოემბერი, 1831
მორელენდ ჰილზი, ოჰაიო
გარდაცვლილი 19 სექტემბერი, 1881
ლონგ ბრანჩი, ნიუ-ჯერსი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია
მეუღლე ლაკრეტია გარფილდი
საქმიანობა ადვოკატი, მღვდელი, მასწავლებელი
ხელმოწერა James Abram Garfield Signature.svg

ჯეიმზ აბრამ გარფილდი (ინგლ. James Abram Garfield; დ. 19 ნოემბერი, 1831 — გ. 19 სექტემბერი, 1881) — ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი 1881 წელს, რესპუბლიკელი.

პრეზიდენტობამდე გარფილდი აშშ-ის ჯარში გენერალ-მაიორი და შემდეგ წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1880 წელს პრეზიდენტად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიიდან. იგი წარმომადგენელთა პალატის ერთადერთი მოქმედი წევრი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ ოთხი თვე იყო გასული, როდესაც იგი, 1881 წლის 2 ივლისს, ფედერალური პოსტის ვერ მიღებით უკმაყოფილო შარლ გიტომ მძიმედ დაჭრა. პრეზიდენტმა 19 სექტემბრამდე იცოცხლა და პოსტის დაკავებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. უილიამ ჰენრი ჰარისონის შემდეგ მან აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე ცოტა დრო გაატარა. გარფილდი აბრაამ ლინკოლნის შემდეგ აშშ-ის მეორე მოკლული პრეზიდენტი იყო.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: