ჯონ დეივისი
ჯონ დეივისი (ინგლ. John Davis; დ. დაახლ. 1550 — გ. 29 დეკემბერი, 1605) — ინგლისელი ზღვაოსანი.
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ჯონ დეივისი დასავლეთ არქტიკისა და სამხრეთი ატლანტიკის ცნობილი მკვლევარია.
1585-1587 წწ. ე.ი. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ არქტიკულ გასასვლელებს ეძებდა. პირველი ზღვაოსნობის დროს გადაკვეთა (დეივისის) სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილები და გახსნა (ეირიკ რაუდის შემდეგ) მეორეჯერ კამბერლენდის ყურე. თუმცა ჯონ დეივისმა ყურე როგორც სრუტე მიიჩნია. მეორე ვოიაჟის დროს ოთხ გემზე (რომელთაგან ორი შინ დააბრუნეს) გაიარა ბაფინის მიწის სანაპიროები, ვერ შეამჩნია ჰუდსონის ყურეში შესასვლელი, აღმოაჩინა ჰამილტონის ყურის შესართავი.
მესამე ზღვაოსნობის განხორციელების დროს გაემგზავრა სამი გემით. გზად გახსნა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროს დაახლ. 1700 კმ ხაზი და არა ნაკლებ 1600 კმ აღმოსავლეთით ბაფინის მიწიდან კამბერლენდისა და ჰოლის კუნძულებამდე და ასევე მანძილი კამბერლენდისა და ფრობიშერის ყურეებს შორის. გზად აღნიშნა ჰუდსონის ყურეში შესასვლელი და გამოიკვლია ატლანტის სანაპიროს დიდი ნაწილი (მ.შ. ლაბრადორის ნახევარკუნძული).
1588 წელს გემის ხელმძღვანელობის დროს, სამხრეთ ატლანტიკაში მონაწილეობდა ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის ხალხის დარბევაში. 1592 წლის აგვისტოში შემთხვევით წააწყდა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებს. დაიღუპა სინგაპურთან ახლოს იაპონელ მეკობრეებთან შეჯახების დროს.
საბოლოო ჯამში ჯონ დეივისის მიერ 1585-1587 წწ. აღმოჩენილ იქნა დეივისის სრუტე, ბაფინის მიწის აღმოსავლეთ ნაპირი და ფოლკლენდის კუნძულები (1592).
ზღაოსნობის ისტორიაში დეივისმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც არაერთი ბუნებრივი ადგილის აღმომჩენმა. მის მიერ არის გამოგონილი კვადრანტი, რომელიც ნავიგაციაში დაახლოებით 40 წელი გამოიყენებოდა. შეადგინა იმ დროისათვის მეტად ზუსტი რუკები, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. დეივისის სახელს ატარებს სრუტე გრენლანდიასა და ბაფინის მიწას შორის.
ჯონ დეივისი იყო ცნიბილი როგორც ნავიგატორი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- The Seamans Secrets text of Davis' publication with illustrations.
- Biography: Clements R. Markham. A Life of John Davis : The Navigator, 1550-1605, Discoverer of Davis Straits New York: Dodd, Mead, 1889.
- Ray Freeman and Eric Preston. John Davis 1543-1605, The Master Navigator from the Dart, Dartmouth History Research Group Paper 33, ISBN 1-899011-24-2.
- Markham, A.H (1880) The Voyages and Works of John Davis the Navigator. Hakluyt Society. Descriptions of the three voyages Davis undertook to discover the Northwest Passage. (Reissued by Cambridge University Press, 2010. ISBN 9781108011501)