ზაქარი ტეილორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარი ტეილორი
Zachary Taylor
ზაქარი ტეილორიZachary Taylor
აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1849 – 9 ივლისი, 1850
ვიცე-პრეზიდენტი   მილარდ ფილმორი
წინამორბედი ჯეიმზ ნოქს პოლკი
მემკვიდრე მილარდ ფილმორი

დაბადებული 24 ნოემბერი, 1784
ბარბორსვილი , ვირჯინია
გარდაცვლილი 9 ივლისი, 1850
ვაშინგტონი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია ვიგი
მეუღლე მარგარეტ ტეილორი
პროფესია ჯარისკაცი (გენერალი)
ხელმოწერა Zachary Taylor Signature.png

ზაქარი ტეილორი (ინგლ. Zachary Taylor; დ. 24 ნოემბერი, 1784 — გ. 9 ივლისი, 1850) — ამერიკელი სამხედრო ლიდერი და აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი 1849-1850 წლებში.

ტეილორს ჰქონდა 40 წლიანი სამხედრო კარიერა აშშ-ის არმიაში. მან თავი გამოიჩინა ინგლისთან 1812 წლის ომში და ინდიელთა წინააღმდეგ ომებში. იგი მეთაურობდა აშშ-ის არმიას ამერიკა-მექსიკის ომში. ტეილორი იყო სამხრეთელი მონათმფლობელი, თუმცა იგი ეწინააღმდეგებოდა მონათმფლობელობის ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას. ამერიკა-მექსიკის ომში წარმატებებით ტეილორმა ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკით დაინტერესებული არ იყო, იგი 1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიამ წარადგინა.

არჩევნებში გამარჯვებით ტეილორი გახდა მეორე პრეზიდენტი ვაშინგტონის შემდეგ, ვისაც მანამდე არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი. იგი ვუდრო უილსონამდე პრეზიდენტად არჩეული ბოლო სამხრეთელი იყო. ტეილორი მწვავე გასტროენტერიტით პრეზიდენტობის მეორე წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტი მილარდ ფილმორი გახდა პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: