გროვერ კლივლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გროვერ კლივლენდი
Grover Cleveland
გროვერ კლივლენდი Grover Cleveland
აშშ-ის 24-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1893 – 4 მარტი, 1897
ვიცე-პრეზიდენტი  ედლაი სტივენსონი
წინამორბედიბენჯამინ ჰარისონი
მემკვიდრეუილიამ მაკ-კინლი

აშშ-ის 22-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1885 – 4 მარტი, 1889
ვიცე-პრეზიდენტი  ტომას ჰენდრიკსი (1885),
არავინ (1885–1889)
წინამორბედიჩესტერ ართური
მემკვიდრებენჯამინ ჰარისონი

ნიუ-იორკის 31-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1883 – 6 იანვარი, 1885

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1882 – 20 ნოემბერი, 1882

დაბადებული18 მარტი, 1837
ქოლდველი, ნიუ-ჯერსი
გარდაცვლილი24 ივნისი, 1908
პრინსტონი, ნიუ-ჯერსი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეფრანსის ფოლსომ კლივლენდი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

სტივენ გროვერ კლივლენდი (ინგლ. Stephen Grover Cleveland; დ. 18 მარტი, 1837 — გ. 24 ივნისი, 1908) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 22-ე (1885-1889) და 24-ე (1893-1897) პრეზიდენტი. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ არა ზედიზედ. იგი ერთადერთი დემოკრატი იყო, ვინც რესპუბლიკელი პოლიტიკოსების ერაში, რომელიც 1860 წლიდან 1912 წლამდე გრძელდებოდა, პრეზიდენტად აირჩიეს. მან პირველად 1884 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. 1888 წლის არჩევნებში კლივლენდმა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობით პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი გახდა. ოთხი წლის შემდეგ 1892 წლის არჩევნებში ის ისევ დაუპირისპირდა ჰარისონს და ამჯერად დაამარცხა.

კლივლენდის მხარდამჭერები აქებდნენ მას თავისი პატიოსნების, დამოუკიდებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ერთგულების გამო[1]. იგი ეწინააღმდეგებოდა იმპერიალიზმს, გადასახადებს, სუბსიდიას და ინფლაციურ პოლიტიკას. როგორც რეფორმატორი იგი ასევე კორუფციას, პოლიტიკურ პატრონაჟს და ბოსიზმს ებრძოდა.

კლივლენდის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ მის პარტიაშიც კი კამათი გამოიწვია. 1894 წელს მასშტაბური გაფიცვის დროს, მან მეწარმეთა მხარე დაიჭირა. იგი ასევე მხარს ოქროს სტანდარტს უჭერდა და თავისუფალი ვერცხლის წინააღმდეგი იყო. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებებმა იგი დემოკრატიული პარტიის აგრარულ ფრთასთან დააპირისპირა[2]. გარდა ამისა, კრიტიკოსები ჩიოდნენ, რომ მას მცირე წარმოდგენა ჰქონდა იმ ეკონომიკური კატასტროფების შესახებ (დეპრესია და გაფიცვები), რაც მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს იყო. მიუხედავად პრობლემებისა პრეზიდენტობის მეორე ვადაში მისი რეპუტაცია, როგორც პატიოსანი და კეთილი ხასიათის პიროვნებისა მაინც შენარჩუნდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jeffers, 8–12; Nevins, 4–5
  2. Tugwell, 220–249