უორენ გამალიელ ჰარდინგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| უორენ გამალიელ ჰარდინგი Warren Gamaliel Harding |
||
| აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 4 მარტი, 1921 – 2 აგვისტო, 1923 | ||
| ვიცე-პრეზიდენტი | კალვინ კულიჯი | |
| წინამორბედი | ვუდრო უილსონი | |
| მემკვიდრე | კალვინ კულიჯი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 4 იანვარი, 1915 – 4 მარტი, 1921 | ||
|
ოჰაიოს 28-ე ვიცე-გუბერნატორი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 11 იანვარი, 1904 – 8 იანვარი, 1906 | ||
|
|
||
| დაბადებული | 2 ნოემბერი, 1865 ბლუმინგროუვი, ოჰაიოს შტატი |
|
| გარდაცვლილი | 2 აგვისტო, 1923 სან-ფრანცისკო |
|
| ეროვნება | ამერიკელი | |
| პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია | |
| მეუღლე | ფლორენს ჰარდინგი | |
| საქმიანობა | ბიზნესმენი | |
| რელიგია | ბაპტისტი | |
| ხელმოწერა | ||
უორენ გამალიელ ჰარდინგი (ინგლ. Warren Gamaliel Harding; დ. 2 ნოემბერი, 1865 — გ. 2 აგვისტო, 1923) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. 1921-1923 წლებში აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. გავლენიანი გაზეთის გამომცემელი. 1900-1904 წლებში ოჰაიოს შტატის სენატის წევრი, 1904-1906 წლებში ოჰაიოს შტატის ლეიტენანტ-გუბერნატორი. 1914 წელს წამოაყენა თავი აშშ-ის სენატორობის კანდიდატად და ნოემბრის არჩევნებში დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე დემოკრატიული პარტიიდან. ერთა ლიგაში აშშ-ის შესვლის წინააღმდეგი იყო. არ დაუშვა საბჭოთა წარმომადგენლები ვაშინგტონის კონფერენციაზე (1921-1922). 1923 წელს გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი კალვინ კულიჯმა დაიკავა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 602, თბ., 1987 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: