ჩესტერ ართური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩესტერ ალან ართური
Chester Alan Arthur
ჩესტერ ალან ართურიChester Alan Arthur
აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 სექტემბერი, 1881 – 4 მარტი, 1885
ვიცე-პრეზიდენტი   არავინ
წინამორბედი ჯეიმზ გარფილდი
მემკვიდრე გროვერ კლივლენდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881
პრეზიდენტი ჯეიმზ გარფილდი
წინამორბედი უილიამ უილერი
მემკვიდრე ტომას ჰენდრიკსი

დაბადებული 5 ოქტომბერი, 1829
ფერფილდი, ვერმონტი
გარდაცვლილი 18 ნოემბერი, 1886
ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია
მეუღლე ელენ ლუის ჰერდნონ ართური
პროფესია იურისტი
ხელმოწერა Chester Arther Signature.png

ჩესტერ ალან ართური (ინგლ. Chester Alan Arthur; დ. 5 ოქტომბერი, 1829 — გ. 18 ნოემბერი, 1886) — აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი (1881-1885), აშშ-ის მე-20 ვიცე-პრეზიდენტი (1881), რესპუბლიკელი.

ართურმა 1848 წელს უნიონ კოლეჯი დაამთავრა, შემდგომში ასწავლიდა სკოლაში გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში და ქალაქ ნიუ–იორკში სამართლის პრაქტიკას გადიოდა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ნიუ–იორკის შტატის გენერალ–კვარტერმეისტერი იყო. პრეზიდენტობამდე ართური ნიუ-იორკის პორტის საბაჟოს დირექტორი იყო (1871-1878), ხოლო ჯეიმზ გარფილდის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

მან პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც 1881 წლის 2 ივლისს მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი 19 სექტემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტის რანგში ართური ეცადა ტარიფების დაწევას. მიუხედავად ამისა კონგრესმა დაახლოებით იმდენჯერვე გაზარდა ტარიფი, რამდენიც შეამცირა, მაგრამ ართურმა მაინც მოაწერა ხელი ტარიფის აქტს 1883 წელს. აღშფოთებული დასავლელებმა და სამხრეთელებმა დემოკრატიულ პარტიას მიმართეს, ამის შემდეგ ტარიფები ორი პოლიტიკური პარტიის უმთავრეს დავის საგანად იქცა. ართურის ადმინისტრაციამ ემიგრაციის შესახებ პირველი ფედერალური კანონი გამოსცა. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა სამოქალაქო სამსახურის რეფორმა იყო. ამის გამო მას „სამოქალაქო სამსახურის მამას“ უწოდებდნენ. მან 1884 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: