კოდეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოდეინის მოლეკულის გრაფიკული ფორმულა
კოდეინის მოლეკულის სტრუქტურა

კოდეინი (მეთილმორფინი) — ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ოპიუმი. ქიმიური შემადგენლობით უახლოვდება მორფინს, თუმცა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო სუსტად აქვს გამოხატული. ამცირებს ხველების ცენტრის აგზნებადობას. ხველების დროს ენიშნებათ კოდეინის ან კოდეინის ფოსფატის ტაბლეტები ან ფხვნილები შაქართან, ნატრიუმის ჰიდროკარბონატთან, ტერპინჰიდრატთან, თერმოფსისთან ან ძირტკბილასთან ერთად. საძილე პრეპარატებთან და ბრომთან ერთად კოდეინს იყენებენ დამამშვიდებელ საშუალებად. ჩვილ ბავშვებს კოდეინი არ ენიშნებათ. კოდეინის ხშირმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კოდეინიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]