ამინომჟავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამინომჟავების ზოგადი სტრუქტურა არაიონიზებული ფორმით

ამინომჟავები — ჰეტეროფუნქციური ნაერთები, რომელთა მოლეკულები ერთდროულად შეიცავს კარბოქსილის ჯგუფსა (-COOH) და ამინოჯგუფს (-NH2).

500-მდე ამინომჟავაა ცნობილი, მაგრამ მათგან მხოლოდ 20 გამოიყენება ადამიანის ორგანიზმის მიერ ცილების ბიოსინთეზში. ერთ-ერთი მათგანი (პროლინი) იმინომჟავაა. 20-დან 11 ამინომჟავის წარმოება შეუძლია ადამიანის ორგანიზმს ხოლო დარჩენილი 9-ადამიანმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს, მათ ესენციური ამინომჟავები ეწოდება.

20 პროტეინგენური ამინომჟავაა:

  1. ალანინი
  2. ვალინი
  3. ლეიცინი
  4. იზოლეიცინი
  5. მეთიონინი
  6. პროლინი
  7. ფენილალანინი
  8. გლიცინი
  9. სერინი
  10. თრეონინი
  11. ცისტეინი
  12. ტიროზინი
  13. ასპარაგინი
  14. გლუტამინი
  15. ასპარაგინმჟავა
  16. გლუტამინმჟავა
  17. ლიზინი
  18. არგინინი
  19. ჰისტიდინი
  20. ტრიფტოფანი
  21. სელენოცისტეინი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Amino acids". Peptides from A to Z: A Concise Encyclopedia. John Wiley & Sons. 2008. ISBN 9783527621170.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]