რობერტო სოლდადო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტო სოლდადო
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Soldado valencia.jpg
პირადი მონაცემები
დაბ. თარიღი 25 მაისი, 1985
დაბ. ადგილი    ესპანეთი
სიმაღლე 179სმ. სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი ვალენსია


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

რობერტო სოლდადო (დ. 25 მაისი, 1985, ვალენსია, ესპანეთი) – ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ვალენსიაში თავდამსხმელად.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

რობერტო სოლდადო რილიო დაიბადა ვალენსია , 15 წლის ასაკში იგი შეუერთდა რეალის ადგილობრივ მცირე კლუბ CF Don Bosco-ს. წარმატებული სეზონის შემდეგ მან რეალ მადრიდის ძირითად კლუბშიც ამოყო თავი , მან თავისი პირველი ჯგუფური დებიუტი 23 ოქტომბერს, 2005წ , ვალენსიას წინააღმდეგ გამართა, სადაც 18 წუთი ითამაშა (1-2 მარცხი). ამ შეხვედრამდე 27 სექტემბერს, სოლდადომ 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა ოლიმპიაკოსს ჯგუფურ ეტაპზე.

ოსასუნაში განათხოვრება[რედაქტირება]

2006-2007 წლებში იგი იჯარით გაასხვივეს ოსასუნაში, სადაც ასევე კარგ შედეგს მიაღწია. მან 19 გოლი გაიტანა (2 პენალტი ) რაც ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის დიდი მიღწევა იყო.

რეალში დაბრუნება[რედაქტირება]

იჯარის შემდეგ იყო ისევ რეალში , მაგრამ ფეხბურთელს ძირითადი დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევდა, რაც არცთუ ისე სახარბიელო შედეგი იყო შარშანდელი სეზონის შემდეგ, იგი რეალში დაბრუნდა 2007 წლის 11 ივნისს და კონტრაქტიც გაახანგრძლივა 2012 წლამდე, იგი ინტერვიუში აცხადებდა რომ მისთვის ოსასუნა დიდი გაკვეთილი იყო, სწორედ ამ გუნდში გაუსინჯა მან გემო გოლების გატანას.

ხეტაფე[რედაქტირება]

2008 წელს სოლდადო 4 მილიონ ევროდ შეიძინა ესპანურმა ხეტაფემ. სადაც როგორც მოგეხსენებათ უნაკლო შედეგი აჩვენა 60 შეხვედრაში 29 გატანილი გოლი და სრულიად დამსახურებულად დაიპყრო ხეტაფეს გულშემატკივართა გულები.

ვალენსია[რედაქტირება]

2010 წლის ივნისში სოლდადომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა და ადგილობრივ გუნდშიც იქნა მიღებული. მასში ვალენსიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. სწორედ სოლდადოა დავიდ ვილიას შემცვლელი და მასზე ვალენსიელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს . პირველი UEFA-ს მატჩი მან ბრწყინვალედ ჩაატარა და გოლის ავტორიც კი გახდა (ბურსასპორი - ვალენსია 0-4). მან პირველივე სეზონში მოასწრო 25 გოლის გატანა, მათ შორის აღსანიშნავია პოკერი თავისი ყოფილი კლუბის, ხეტაფეს წინააღმდეგ.

ის ხუან მატას წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნად და ერთ–ერთ წამყავან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან უკვე 22 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ბომბარდირის გახდა. ის გოლების ხშირად გატანის გამო კლუბის ხელმძრვანელობამ და ლა ლიგამ რამდენიმეჯერ დააჯილდოვეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]