ექტორ რაულ კუპერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექტორ რაულ კუპერი

ექტორ რაულ კუპერი (ესპ. Héctor Raúl Cúper; დაბადებული 1955 წლის 16 ნოემბერს, სანტა-ფეს პროვინციაში, არგენტინაში) იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

კუპერმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1976 წელს დაიწყო, კლუბ ”ფერო კარილ ოსტეში”. ამ კლუბში მან თავისი კარიერი უმეტესი ნაწილი გაატარა. 1977 წელს იგი თამაშობდა კლუბ ”ინდეპენდენტ რივედავიაში”, თუმცა მომავალ წელს კვლავ დაუბრუნდა თავის კლუბს. კუპერი ასევე თამაშობდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატში. 1988 წელს იგი გადავიდა კლუბ ”ატლეტიკო ურაკანში” სადაც 1992 წლამდე, კარიერის დასრულებამდე თამაშობდა.

მოთამაშის კარიერის დასრულებიდან წელიწად ნახევრის შემდეგ კუპერმა თავისი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ურაკანში. სამი წლის შემდეგ იგი გადავიდა კლუბ ”ატლეტიკო ლანისში”, ორი წლის შემდეგ კი კუპერი უკვე ევროპაში აგრძელებს თავის კარიერას. 1997 წელს იგი მეთაურობდა კლუბ მალიორკას, რომელიც კოპა დელ რეის ფინალში გაიყვანა, თუმცა დამარცხდა ბარსელონასთან. მომავალ წელს კლუბმა უეფას თასების მფლობელთა თასის ტურნირზე ფინალში გასვლა მოახერხა თუმცა კვლავ დამარცხდა ლაციოსთან. იმავე წელს კლუბმა მოახერხა ბარსელონასთან რევანშის აღება და ეპანეთის სუპერთასი მოიგო. ამ წელს კლუბმა ეროვნულ ჩემპიონატში, თავის ისტორიაში საუკეთესო, მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

1999 წელს კუპერი ვალენსიაში გადავიდა. ეს კლუბი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. იგი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2000 წელს მადრიდის რეალის წინააღმდეგ, ანგარიშით 2-1, ხოლო 2001 წელს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ პენალტების სერიაში.

2001 წლიდან კუპერი ინტერის მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგაში მისი უიღბლობა ამ კლუბშიც გაგრძელდა. ამჯერად მან მილანთან წააგო ლიგის ნახევარფინალი. კუპერი ამ კლუბიდან 2003 წელს გამოუშვეს როდესაც გუნდა ეროვნულ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა.

2004/05 წლების სეზონში კუპერი მალიორკას ედგა სათავეში. 2006 წელს ეს კლუბიც დატოვა.

2007/08 წლების სეზონი რეალ ბეტისთან ერთად დაიწყო, თუმცა 2007 წლის, 2 დეკემბერს ამ გუნდიდანაც გაუშვეს.

2008 წლის 1 აგვისტოს კუპერი დაინიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, 2009 წლის ნოემბერში იგი კონტრაქტის დასრულებამდე 2 თვით ადრე ამ თანამდებობიდან გადადგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]