გიორგი ლაცაბიძე
| გიორგი ლაცაბიძე | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | გიორგი ლაცაბიძე | |
| ასევე ცნობილი როგორც |
ლაცა | |
| დაიბადა | 15 აპრილი, 1978 თბილისი |
|
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | ფორტეპიანო კომპოზიცია კლასიკა შერეული ჟანრები |
|
| საქმიანობა | პიანისტი კომპოზიტორი დოქტორი პროფესორი |
|
| აქტიური | 1998 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Stereo Classics GLI Naxos |
|
| ვებ-გვერდი | www.latsabidze.com ოფიციალური ვებ-გვერდი | |
გიორგი ლაცაბიძე (დ. 15 აპრილი, 1978, თბილისი) — ქართველი ვირტუოზი [1] [2] პიანისტი, კომპოზიტორი, და მუსიკალური ხელოვნების დოქტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
3 წლისამ გამოავლინა ინტერესი ფორტეპიანოს მიმართ. მისი პირველი საფორტეპიანო მინიატურული კომპოზიციები შექმნილი იქნა როცა ის იყო 6 წლის. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ფრაზირების რელიეფურობით და პოეტურობით, ვირტუოზული ტექნიკითა და ქარიზმატული არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1999 წლიდან კონცერტებს მართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, რუსეთში, აზიის ქვეყნებში, კანადაში და აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტის და კლოდ დებიუსის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად იკვეთება მისი პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.
ლაცაბიძე ერთ-ერთი ახალგაზრდა პიანისტთაგანია რომელმაც ცოცხლად შეასრულა და ჩაწერა ფრედერიკ შოპენის ყველა (24) ეტიუდი, ასევე როგორც 24 პრელუდია (თხზ: 28), ფრანც ლისტის ყველა (12) ტრანცენდენტული ეტიუდი და დებიუსის 12 პრელუდია (II ტომი).
[რედაქტირება] განათლება
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კოსერვატორიის დამთავრების შემდეგ (2002) ლაცაბიძე იმაღლებს საშემსრულებლო დონეს ჰანოვერის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში გერმანია, (2003) და მოგვიანებით კი ზალცბურგში, ავსტრია, (2005). ლაცაბიძე ლოს-ანჯელესი-ში (აშშ) მიემგზავრება 2005 წელს, სადაც ტორტონის მუსიკალურ სკოლაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სადოქტოროზე აგრძელებს მუშაობას და პარალელურად ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას. ამ დროის განმავლობაში ლაცაბიძის პედაგოგები იყვენენ პროფესორები: რუსუდან ხოჯავა, (საქართველო); გერიტ ციტერბარტი, (გერმანია); კლაუს კაუფმანი, (ავსტრია); ლაზარ ბერმანი, (იტალია); და სტუარტ გორდონი, (აშშ).
[რედაქტირება] მოღვაწეობა
5 წლის ასაკში თხზავდა საფორტეპიანო მინიატიურებს.10 წლის ასაკში მან გაიმარჯვა თბილისის საქალაქო კონკურსზე რომელსაც მოჰყვა კონცერტები სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, სადაც მან შეასრულა ედვარდ გრიგის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები. ლაცაბიძე მჭიდროდ თანამშრომლობდა მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან და იყო თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, სადაც გამართული აქვს არაერთი კონცერტი 2001 წლის 9 მარტს კახიძის დირიჟორობით (თბილისის სიმფონიური ორკესტრი ) შეასრულა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. აღსანიშნავია შოპენის 24 ეტიუდი (Op. 10, 25) გამართული თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2002 წლის 20 მარტს. ასევე ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო ცონცერტი, რომელიც ავსტრიის გუბერნატორ ფრანც ვოვესის პირადი პატრონაჟის ქვეშ ჩატარდა. 2008 წლის ივნისში ლაცაბიძემ შეასრულა ფერენც ლისტის ყველა ტრანცენდენტული ეტიუდი ჰავაის Convention Center (ჰონოლულუში) და ცოტა მოგვიანებით იგივე პროგრამით წარსდგა ნიცაში. ამავე წელს მან გამართა კონცერტი ლოს-ანჯელესში რასაც მოჰყვა დოკუმენტური ფილმი გიორგი ლაცაბიძის შესახებ გადაღებული და ტირაჟირებული ჰოლივუდში (2008). 2009 ნოემბერში ჩაწერა ახალი ალბომი (CD/DVD) კლოდ დებიუსის 12 პრელუდიის (წიგნი II).
მისი ბეთჰოვენის მეხუთე კონცერტის შესრულება ავსტრიის პრესამ დაახასიათა როგორც "...ტექნიკურად ბრწყინვალე პიანისტი შერწყმული პოეტური ლირიზმით და ჭეშმარიტი სიღრმით. ”[3] ინგლისის Rhinegold Classical Magazine მის დებიუსის პრელუდიების ალბომზე წერს ", ...არაჩვეულებრივი მუსიკალური ფანტაზიის უნარი და ბგერა იშვიათად მოსმენილი. " [4] 2010 წელს, ლაცაბიძე იყო ტაივანის საერთაშორისო საფორტეპიანო გამოცდების კომიტეტის თავმჯდომარე (ჩინეთის რესპუბლიკა).
2010 წელს შესდგა მისი სადებიუტო გამოსვლა Wigmore_Hall Wigmore Hall-ში ლონდონში, სადაც ის მსოფლიო პრემიერა წარდგა მისი ახალი კომპოზიციით , რომელიც დაიწერა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, და შეკვეთილი იქნა განსაკუთრებით ამ კონერტისთვის. მისი შესრულება ტრანსლირებული იქნა რადიო-ტელევიზიის ეთერში როგორც აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
2011 წელს ლაცაბიძემ შვეიცარიაში მისცა კონცერტები რომელიც მისი უდიდებულესობის პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის პატრონაჟით გაიმართა. მისდამი შერულებულ შოპენის 24 პრელუდია, თხზ. 28 და რ. შუმანის 's Kreisleriana, თხზ. 16. Volksblatt პრესა წერდა: ..."რომანტიული რეპერტუარის ფარგლებში სავსებით მართებული იქნება რომ მას უწოდო უზადო ტექნიკური მონაცემების მქონე გრანდიოზი პიანისტი". [5]
ლაცაბიძე მასტერკლასებს მართავს[6] ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის და შეერთებული შტატების მასშტაბით. მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს ყოფნას როგორც კონცერტ-პიანისტი და კომპოზიტორი, ასევე პროფესორი და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი. 2007-2010 წლებში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა MTNA USC Chapter, Thornton School of Music ლოს-ანჟელესში.
2011 წლიდან არის მუსიკის ხელოვნების დოქტორი. იგი ასწავლიდა University_of_Southern_California University of Southern California, Azusa_Pacific_University Azusa Pacific University, Glendale Community College -ების საფორტეპიანო ფაკულტეტებზე.
ლაცაბიძე არის შეყვანილი 65 წლის გამოცემაში Who is Who in Amercia, და ვინ არის ვინ ამერიკის ხელოვნება-ში 2011.[7] 2011 წლიდან არის საპატიო წევრი Pi Kappa Lambda ამერიკის საპაპატიო საზოგადოების აღიარებული მთელ მსოფლიოში.
2012 წლის ივნისს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ის მის რეზიდენციაში ქართველი პიანისტი ვატიკანში მიიწვია. [8]
[რედაქტირება] ჯილდოები
1998 წელს მოიგო ენიო პორინოს პიანისთა საერთაშორისო კონკურსი კალიარიში, 1999 წელს რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი პარიზში, 2005 წელს ეგუდი მენუჰინის საერთაშორისო კონკურსი ზალცბურგში, 2006 წელს ახალგაზდრა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი ლოს ანჟელესში. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის (1999-2002), ვლადიმერ სპივაკოვის (2001), DAAD (2004), გერმანელი გრაფინია მარიონ დანჰოფის (2003), დოქტ.დოქტ.პროფ. ჰერბერტ ბატლინერის ავსტრია,(2005), მისი აკადემიური მიღწევებისთვის MTNA (Music Teachers National Association, აშშ. 2007), ფილანტროპისტ-მედსენატის კაროლ ჰოგელის აშშ.(2008), მისი უდიდებულესობა პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის (2008) ჯილდოებით. 2007 წლის გაზაფხულზე USC Thornton School of Music-ის საფორტეპიანო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად გიორგი ლაცაბიძე დაჯილდოვებული იქნა საპატიო დიპლომით მისი მიღწეული წარმატებებისათვის და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე შემდგომი თანამშრომლობისთვის. 2011 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
[რედაქტირება] რეპერტუარი
მის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: სკარლატის, ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, შოპენის, ლისტის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, დებიუსის, ნაწარმოებებს.
[რედაქტირება] მუსიკა ფილმებისათვის
- “წყაროს წყალი“ (2000 წ.)
- “ვალს ფანტაზია“ (2001 წ.) დაჯილდოვდა ბოლონიის (იტალია, 2002) საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ნომინაციაში 'საუკეთესო მუსიკა'
- Twilight's Grace (2006 წ.) ნაჩვენები იქნა 12-ზე მეტ საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე, მათ შორის Santa Monica Film Festival 2007, Dances With Films 2007, Moondance International Film Festival 2007, Palm Springs International Film Festival 2007.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- 2005: DVD დოკუმენტური ფილმი: გიორგი ლაცაბიძე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე - (Auf den Spuren von Wolfgang Amadeus Mozart ), გადაღებული ზალცბურგში ავსტრიული ერთერთი წამყვანი ტელეარხის მიერ K-TV Austria. ფილმის დირექტორი: კლაუს ფრუსტორფერი, ოპერატორი: ფრანც განგი.
- 2009: DVD/CD დოკუმენტური ფილმი: ლაცაბიძე - კონცერტზე (Latsabidze: The Recital ) ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჟელესი) ცოცხალი შესრულებით. ფილმის მთავარი პროდიუსერი: ვეინ ადამსი; დირექტორი: ჯერემი ვეივერი. Onward Entertainment, LLC, 2008. ფილმი DVD სახით გამოშვებული იქნა 2009 წლის 26 თებრვალს და მისი CD-ის soundtrack-ი ადვილად არის მისაწვდომი amazon.com-ზე.
- 2008: CD: Johannes Brahms: Piano Quintet (Brahms) The Piano Quintet in F minor, Op.34. Hurb Production Studio
- 2009: CD: Schumann: Frauenliebe und -leben; Debussy: Ariettes oubliées. IG Initiatives LLC
- 2010: CD: Chamber Music by Ignatz Waghalter. Recorded at Naxos Records, UK.
- 2010: DVD/CD კლოდ დებიუსი:12 პრელუდია (II რვეული), ჩაწერილი ცოცხალი შესრულებით (ლოს ანჟელესი, 2009), Onward Ent., LLC.
- 2010: DVD The IG-Duo performs works by Szymanowski, Brahms, Bizet-Waxman, Latsabidze. - Wigmore Hall, London. Red Piranha Films LLC.
- 2011: CD/DVD: Frédéric Chopin: 24 Preludes, Op.28; Robert Schumann: Kreisleriana, Op.16. Goyette Records Co.
[რედაქტირება] მედია
[რედაქტირება] 12 პრელუდია (II რვეული, 1913)
- Transcendental Etude No. 8 in C minor "Wilde Jagd" (ინფორმაცია ფაილზე)
- Transcendental Etude No. 9 in A-flat, "Ricordanza" (Remembrance) (ინფორმაცია ფაილზე)
- Transcendental Etude No. 10 in F minor, "Allegro agitato molto" (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: II. Feuilles Mortes. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: V. Bruyères. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: VI. 'General Lavine' - Excentric. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: VII. La Terrasse Des Audiences Du Clair De Lune. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: XII. Feux D'Artifice. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- ფერენც ლისტი:ტრანცენდენტული ეტიუდი N8; ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჟელესი) ცოცხალი შესრულებით (2008) (ინფორმაცია ფაილზე)
- ბიზე-ჰოროვიცი: „კარმენ-ფანტაზია“; ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჟელესი) ცოცხალი შესრულებით (2008) (ინფორმაცია ფაილზე)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Prishvin, Sasha., On the trail of Wolfgang Amadeus Mozart (2009წ), გვ.108., Le Beau Monde, January Edition., ISSN 1987-510X
- ადამსი ვ., ლაცაბიძე კემბრიჯში, ნიუ-იორკი. 1 ივნისი, 2008 წ.
- ჰელერი ჰ., Osttiroler Bote, გვ.19, 21 ივნისი, 2007 წ.
- Peter, Cosse., Impression and spontaneity (2007), p.31., Salzburger Nachrichten, Salzburg.
- არუთინოვი-ჯინჭარაძე დ., რეზონანსი, გვ.197, 3-9 აგვისტო, 2003 წ.
- თორაძე გ., Вечерний Тбилиси, გვ.16, 29 მარტი 2002 წ.
- თორაძე გ., საქართველოს რესპუბლიკა, გვ.83-84. 8 აპრილი, 2001 წ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- გიორგი ლაცაბიძის ოფიციალური ვებ გვერდი
- www.tbiliselebi.ge
- "ლაცაბიძე - კონცერტზე," თრაილერი
- "გიორგი ლაცაბიძე - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე" თრაილერი
- კაროლ ჰოგელის ჯილდოს ცერემონიალი
- ინტერვიუ გიორგი ლაცაბიძესთან
- IMDb
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Korac, Elma. “Begeisterndes Klavierrezital“ (Newspaper), LIECHTENSTEINER VATERLAND, 9 ივნისი, 2011 წ., p. 25. (გერმანული) „...Virtuos und technisch perfekt war dabei sein Spiel“
- ↑ Piechocki, Wieslaw. “Innige Stimmungsperlen"“ (Newspaper), Volksblatt, 9 ივნისი, 2011 წ., p. 37. (გერმანული) „Virtuosität Der mit vielen hochkarätigen Preisen geehrte junge Georgier Giorgi Latsabidze spielte...“
- ↑ Borchhardt-Birbaumer, Gustav., ’’Verdrängte Erinnerungen’’ (2006 წელი), გ. 49., Wienner Zeitung, ვენა.
- ↑ Rhinegold Publishing Ltd Classical Music Magazine, ტომი. 34, ნ. 2, გ. 183., ნოემბერი 2010 წელი, ლონდონი.
- ↑ Piechocki, Wieslaw., Innige Stimmungsperlen, გ. 37, ლიხტენშტაინი, Volksblatt, 6.9. 2011 წ. Volksblatt.com
- ↑ http://www.nccmusic.org/01Masterclass.html
- ↑ Marquis Who's Who in America, 2011 (65th Edition)
- ↑ მანანა გაბრიჭიძე, ქართველები უცხოეთში. მსოფლიო ტოპპიანისტების სიაში შესული ქართველი პიანისტი რომის პაპმა ვატიკანში მიიწვია, თბილისი, კვირის პალიტრა, 02-02-2012 წ. © გაზეთი კვირის პალიტრა - 2009

