ბარკისიმეტო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბარკისიმეტო
Barquisimeto
ქალაქი ბარკისიმეტო
ქალაქი ბარკისიმეტო
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ვენესუელა
შტატი ლარა
კოორდ. 10°03′49″ ჩ. გ. 69°20′05″ დ. გ. / 
ფართობი 2,760 კმ²
ცენტრის სიმაღლე 564
მოსახლეობა 1 018 900 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 324.6 კაცი/კმ²
ტელ. კოდი 0251
საფოსტო ინდექსი 3001
ოფიციალური საიტი ბმული

ბარკისიმეტო მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

ბარკისიმეტო (ესპ. Barquisimeto) — ქალაქი ვენესუელის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ლარას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 351 კილომეტრით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებული რკინიგზითა და მაგისტრალით. მოსახლეობა 1 018 900 კაცი (2009).[1] მდებარეობს პლატოზე, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე. ფართობი 2,760 კმ². მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 324,6 ადამიანი კმ²-ზე. ქალაქში ძლიერ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა.

დაარსდა 1552 წელს დონ ხუან ვილეგასის მიერ, რომელმაც ქალაქს უწოდა ნუევა-სეგოვია-დე-ბარკისიმეტო. შორეულ წლებში ქალაქი რამდენჯერმე გადადგილებული იყო სხვადასხვა ადგილებში. 1812 წელს მიწისძვრის შედეგად იგი მნიშვნელოვნად დაზარალდა. იანვრის თვეებში ბარკისიმეტოში იმართება მასიური პროცესები, რომელსაც თან ახლავს დივინა პასტორას (Divina Pastora) მანევრული ძეგლის გადატანა ბარკისიმეტოდან მეზობელ ქალაქ სანტა-როსას კათედრალამდე. აღნიშნული ძეგლზე გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი იესოსთან ერთად.

ქალაქის ეკონომიკის პოტენციალი დაკავშირებულია დიდ, საშუალო და მცირე წარმოებასთან, რომელსაც გასასველი გააჩნია რეგიონალურ და ეროვნულ ბაზრებთან. განვითარებულია ინტერნაციონალიზაციის დიდი პერსექტივა, რაც განპირობებულია ზღვასთან ხელსაყრელი კავშირითა და რკინიგზის ხაზით ქალაქ პუერტო-კაბელიოს შორის.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე