ვენესუელის ფედერალური ოლქი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენესუელის ფედერალური ოლქი
Distrito Capital
გერბი
Caracas coat of arms.gif
დროშა
Flag of Caracas-2.png
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
მოიცავს 1 მუნიციპალიტეტს
ადმინ. ცენტრი კარაკასი
შექმნის თარიღი 1999
მშპ US$ 99.376.000
მოსახლეობა (2011) 6 000 000
სიმჭიდროვე 4 871,05 კაცი/კმ²
ფართობი 1 930 კმ²
ვენესუელის ფედერალური ოლქი რუკაზე
დროის სარტყელი
კოდი ISO 3166-2 VE-A
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Distrito Capital (Venezuela)
მწვერვალი სერო-ელ-ავილია

ვენესუელის ფედერალური ოლქი (ესპ. Distrito Capital) — ტერიტორიული ერთეული ვენესუელაში, რომელიც მხოლოდ დედაქალაქ კარაკასს მოიცავს. მისი ფართობი 1 930 კმ²-ია და ადმინისტრაციულად მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისლიბერტადორისგან შედგება, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ კარაკასის დაახლოებით ნახევარს მოიცავს. ოლქში განთავსებულია ფედერალური და სახალხო მთავრობა.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 6 000 000 ადამიანს შეადგენს. ოლქს ესაზღვრება ვარგასისა და მირანდას შტატები.

წარსულში, მას თავისი ადგილობრივი მთავრობა, მათ შორის გუბბერნატორიც ყავდა, მაგრამ 1999 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ის გაუქმდა და შეიქმნა კარაკასის მეტროპოლიური რაიონი. მისი იურისდიქცია ამ ტერიტორიის გარდა დამატებით გავრცელდა მირანდას შტატის ოთხ მუნიციპალიტეტზე (ბარუტა, ჩაკაო, ატილიო და სკურე), რომლებიც კარაკასის შემადგენლობაში შედიან.

2009 წლის 13 აპრილს, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ოლქის მმართველის პოსტი, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს. [1]

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Official Gazette, 14 April 2009, (ესპანური) Official announcement
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე