კუმანა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კუმანა
Cumaná
სან-ლუისის პლაჟი
სან-ლუისის პლაჟი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ვენესუელა
შტატი სუკრე
კოორდ. 10°27′23″ ჩ. გ. 64°10′03″ დ. გ. / 
დაარსდა 1522 წ
ფართობი 591 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
მოსახლეობა 257 821 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 793,3 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 6101
ოფიციალური საიტი ბმული

კუმანა მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

კუმანა (ესპ. Cumaná) — ქალაქი ვენესუელაში, სუკრეს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კარაკასიდან 402 კმ-ით აღმოსავლთით. წრმოადგენს პირველ ევროპულ დასახლებას ამერიკის კონტინენტზე,[1] რომელიც 1501 წელს ფრანცისკანელთა საძმომ დააარსა, მაგრამ ადგილობრივი ხალხის წარმატებული შეტევების გამო იგი მრვალგზის ხელახლა დაარსდა. მაგალითად, 1521 წელს ევროპელთა ჯგუფმა გონსალო დე ოკამპოს მეთაურობით იგი ხელახლა დააარსა, 1569 წელს კი იგი დიეგო ერნანდეს სერპამ კვლავ აღადგინა. როდესაც ინდიელთა შემოტევები ნაკლებ საფრთხის მომტანი გახდა, ქალაქი ამჯერად მიწისძვრებმა დაანგრია რამდენჯერმე. ამიტომაა, რომ კუმანას ყველაზე ძველი ნაწილი გვიანდელ XVII საუკუნესა და XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. თითქმის აღარაფერია გადარჩენილი XVI საუკუნის არქიტექტურიდან.

ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, მდინარე მანსანარესის შესართავთან. აქ მდებარეობს ვენესუელის აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ესპ. Universidad de Oriente Venezuela) ერთი კორპუსი (სულ არსებული ხუთიდან) და დატვირთული საწყლოსნო პორტი, სადაც განლაგაბეულია ვენესეულაში უდიდესი ტუნას (თევზის სახეობა) მჭერი ფლოტი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მოჩიმას ეროვნული პარკი, რომელიც განთქმულია ნავებითა და ვენესუელის ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროები.

კუმანაში დაიბადა ანტონიო ხოსე დე სუკრე — მთელი სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმაღლესი ლიდერი, ასევე ანდრეს ელოი ბლანკო — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვენესუელელი პოეტი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] სქოლიო

  1. [1] Sucre State Government: Cumaná in History (Spanish)
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე