ბარინასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბარინასი
Barinas
ბარინასის ერთ-ერთი მონაკვეთი
ბარინასის ერთ-ერთი მონაკვეთი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბარინასი
კოორდინატები 8°38′00″ ჩ. გ. 70°12′00″ დ. გ. / 8.63333° ჩ. გ. 70.20000° დ. გ. / 8.63333; -70.20000
მოსახლეობა 140,617 კაცი
სატელეფონო კოდი 0273
საფოსტო ინდექსი 5201
ოფიციალური საიტი [http://Página oficial de la Alcaldía. ბმული]

ბარინასი მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

ბარინასი (ესპ. Barinas) — ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ ვენესუელაში. ბარინასის შტატის ადმინისტრაცული ცენტრი. მდებარეობს მდინარე სანტო-დომინგოს ნაპირებზე, დაბლობ ტერიტორიაზე, კორდილიერა-დე-მერიდის მთისძირში, ზღვის დონიდან დაახლოებით 188 მ სიმაღლეზე. ცნობილია როგორც ლიანოსის „დედაქალაქი“. კარაკასიდან დაშორებულია 525 კილომეტრით, ქალაქ მერიდიდან 165 კილომეტრით. 2009 წლის მონაცემებით ქალაქ ბარინასის მოსახლეობა შეადგენს 251,535 ადამიანს.

კათედრალები, მუზეუმები და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობები ქალაქის შუაგულშია განლაგებული. ბარინასი წარმოადგენს მესაქონლეობის რეგიონალურ ცენტრს, ასევე აქ განვითარებულია შინაური საქონლის პროდუქცია. შიდა რაიონებში მოჰყავთ კაკაო და თამბაქო. არის აეროპორტი, რომლის მეშვეობით დაკავშირეულია ქვეყნის დედაქალაქ კარაკასთან.

დაარსდა 1577 წლის 30 ივნისს, როგორც ალტამირა-დე-კასერესი. ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომის მსვლელობის დროს ბარინასი იყო თავდაცვის მნიშვნელოვანი საყრდენი. ქალაქ ბარინასში ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაატარა ვენესუელის პირველმა პრეზიდენტმა კრისტობალ მენდოსამ. ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ადგილობრივი სიტყვიდან, რომელიც იდენტიფიცერებას განიცდის ძლიერ ქართან, რომელიც უბერავს წვიმიანი სეზონის დროს მდინარე სანტო-დომინგოს ხეობიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]