ფალკონის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ფალკონის შტატი
Estado Falcón
დროშა გერბი


Dios y Federación
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სანტა-ანა-დე-კორო
შიდა დაყოფა აკოსტის მუნიციპალიტეტი[1] , ბოლივარის მუნიციპალიტეტი (ფალკონი)[1] , ბუჩივაკოას მუნიციპალიტეტი[1] , კარირუბანის მუნიციპალიტეტი[1] , კოლინას მუნიციპალიტეტი[1] , დაბახუროს მუნიციპალიტეტი[1] , დემოკრასიის მუნიციპალიტეტი[1] , ფალკონის მუნიციპალიტეტი[1] , ფედერასიონის მუნიციპალიტეტი[1] , მონსენიორ-იტურისის მუნიციპალიტეტი[1] , ხაკურის მუნიციპალიტეტი[1] , ლოს-ტაკესის მუნიციპალიტეტი[1] , მაუროას მუნიციპალიტეტი[1] , კასიკე-მანაურეს მუნიციპალიტეტი[1] , მირანდას მუნიციპალიტეტი[1] , პალმასოლის მუნიციპალიტეტი[1] , პეტიტის მუნიციპალიტეტი[1] , პირიტუს მუნიციპალიტეტი[1] , სან-ფრანსისკოს მუნიციპალიტეტი[1] , სილვას მუნიციპალიტეტი[1] , სუკრეს მუნიციპალიტეტი[1] , ტოკოპეროს მუნიციპალიტეტი[1] , უნიონის მუნიციპალიტეტი[1] , ურუმაკოს მუნიციპალიტეტი[1] და სამორის მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 11°10′00″ ჩ. გ. 69°51′00″ დ. გ. / 11.16667° ჩ. გ. 69.85000° დ. გ. / 11.16667; -69.85000
დაარსდა 1864
ფართობი 24 800 კმ²
მოსახლეობა 950 057 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი falcon.gob.ve

ფალკონი (ესპ. Estado Falcón) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია კორო.

დემოგრაფია და გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატის მთლიანი ფართობი 24 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 950 057 ადამიანს შეადგენს.[2] შტატის დანარჩენ ტერიტორიას მედანოსის ყელის საშუალებით უერთება პარაგუანის ნახევარკუნძული.


ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული პარკი მდებარეობს: მედანოს-დე-კორო, კუევას-დე-ლა-კებრადა-დელ-ტორო, მოროკოი და ხუან-კრისოსტომო-ფალკონი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეალი პირველად 1499 წელს ხუან დე ლა კოსამ და ამერიგო ვესპუჩიმ გამოიკვლიეს ალონსო დე ოხედას ექსპედიციისას.[3] შტატს სახელი ეწოდა პრეზიდენტ ხუან კრისოსტომო ფალკონის პატივსაცემად.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თითქმის მთლიანად სანაპირო დაბლობებსა და ანდების ბორცვებს უჭირავს, ამავე დროს საკმაოდ მშრალია, რაც ზღუდავს მიწათმოქმედებას. იგი ძირითადად მდინარეთა ხეობებსა და მთიან არეალებშია გავრცელებული. მოყავთ სიმინდი, ქოქოსი, ქუნჯუთი, ყავა და შაქრის ლერწამი.

შტატის დედაქალაქ კოროსა და პარაგუანის ნახევარკუნძულს ინდუსტრიალიზაციის ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები გააჩნიათ. პარაგუანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნტო-ფიხოში მდებარეობს პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. ვენესუელის ნავთობწარმოების დაახლოებით 2/3 ამ არეალშია განთავსებული, რომელსაც ექსოპრტზე ტანკერებით გზავნიან.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 25 მუნიციპალიტეტად:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2001)
რუკა
აკოსტა სან-ხუან-დე-ლოს-კაიოსი 757 17 078
ბოლივარი სან-ლუისი 295 8 290
ბუჩივაკოა კაპატარიდა 2 657 25 000
კასიკე-მანაურე იარაკალი 190 10 681
კარირუბანა პუნტო-ფიხო 684 203 583
კოლინა ლა-ველა-დე-კორო 582 32 545
დაბახურო დაბახურო 1 144 30 125
დემოკრასია პედრეგალი 2 602 9 107
ფალკონი პუებლო-ნუევო 1 577 40 879
ფედერასიონი ჩურუგუარა 1 084 25 889
ხაკურა ხაკურა 1 842 11 500
ლოს-ტაკესი სანტა-კრუს-დე-ლოს-ტაკესი 231 28 528
მაუროა მენე-დე-მაუროა 1 904 21 468
მირანდა სანტა-ანა-დე-კორო 1 805 173 860
მონსენიორ-იტურისა ჩიჩირივიჩე 907 17 774
პალმასოლა პალმასოლო 194 6 340
პეტიტი კაბურე 1 025 12 078
პირიტუ პირიტუ 1 168 9 929
სან-ფრანსისკო მირიმირე 346 10 000
სილვა ტუკაკასი 537 36 029
სუკრე ლა-კრუს-დე-ტარატარა 840 5 155
ტოკოპერო ტოკოპერო 83 4 475
უნიონი სანტა-კრუს-დე-ბუკარალი 975 14 479
ურუმაკო ურუმაკო 752 6 861
სამორა პუერტო-კუმარებო 619 30 214

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 OpenStreetMap — 2004.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  3. "Falcón". Encyclopedia Britannica. Accessed May 2010.