სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი
San Juan de los Morros
|
სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი (ესპ. San Juan de los Morros) — ქალაქი ცენტრალურ ვენესუელაში. გუარიკოს შტატის დედაქალაქი. ვენესუელის ქალაქებს შორის ფართობით იგი მეოთხე ადგილზეა, თუმცა მოსახლეობის სიმჭიდროვე მეტად დაბალია. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 103 706 კაცს.
წარსულში სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი შედიოდა არაგუის შტატის შემადგენლობაში, შემდეგ შეუერთდა გუარიკოს შტატს, რის შემდეგ გახდა მისი დედაქალაქი.
ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ისტორიული ძეგლი: სან-ხუან-ბაუტისტას მონუმენტი (სიმაღლე 20 მ), ბანდერას მონუმენტი, ბოლივარ-პლასა და სხვა მრავალი. არის სასარგებლო ცხელი წყაროებიც, რის გამოც აქ განვითარებულია ტურიზმი.
სან-ხუან-დე-ლოს-მოროსში ჰაერის ტემპერატურა იცვლება 24°C-იდან 32°C-მდე.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
- კალაბოსო –
ვენესუელა - ვალე-დე-ლა-პასკუა –
ვენესუელა - ალტაგრასია-დე-ორიტუკო –
ვენესუელა - არაუკა –
კოლუმბია - ვილიავისენსიო –
კოლუმბია - პუერტო-კაბეზასი –
ნიკარაგუა - მანისალესი –
კოლუმბია - ვალიადოლიდი –
ესპანეთი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||