ლა-გუაირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლა-გუაირა
La Guaira
ქალაქის სანაპირო
ქალაქის სანაპირო
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ვარგასი
კოორდინატები 10°36′00″ ჩ. გ. 66°55′59″ დ. გ. / 10.60000° ჩ. გ. 66.93306° დ. გ. / 10.60000; -66.93306
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 270.792 კაცი (2009)
სატელეფონო კოდი 212
საფოსტო ინდექსი 1160
ოფიციალური საიტი http://vargas-vargas.gov.ve/

ლა-გუაირა მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

ლა-გუაირა (ესპ. La Guaira) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, ვარგასის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 4 მ სიმაღლეზე. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. ამ უკანასკნელს უკავშირდება სარკინიგზო ხაზითა და საავტომობილო გზებით.

2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 270.792 კაცს. ქალაქი და პორტი ძლიერ დაზარალდა 1999 წლის დეკემბერში მომხდარი ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად, რომელიც შეეხო რეგიონის დიდ ნაწილს. დაზარალდა პორტიც. ექსპორტს შეადგენს კაკაო, ყავა და თამბაქო. ლა-გუაირა წარმოადგენს დიდ საზღვაო ნავსადგურსა და თევზჭერის ცენტრს. განვითარებულია მრეწველობა, ძირითადად მუშავდება საიმპორტო ნედლეული. გაბატონებულია მშრალი, ტროპიკული კლიმატი.

პირველი დასახლება გაჩნდა 1555 წელს. სანაპირო დასახლება XVIII საუკუნეში გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქად. ინგლისელი, ჰოლანდიელი და ფრანგი მეკობრეების შემოსევის დროს ლა-გუაირა გარდაიქმნა ციხე-სიმაგრედ. XVIII საუკუნეში ქალაქთან გაიმართა ბრძოლა, 1812 წელს მის მიდამოებში შედგა საზღვაო ბრძოლა.

დღეისათვის ლა-გუაირა მნიშვნელობით ქვეყნის მეორე პორტია პუერტო-კაბელიოს შემდეგ.

ქალაქ ლა-გუაირას ჰყავს საკუთარი პროფესიონალური ბეისბოლის გუნდი, რომელიც ასპარეზობს ვენესუელის ბეისბოლის ლიგაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]