მერიდა (ვენესუელა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
მერიდა
Mérida
|
სანტიაგო-დე-ლოს-კაბალიეროს-დე-მერიდა — ქალაქი ვენესუელაში, ლიბერტადორის მუნიციპალიტეტის და მერიდის შტატის დედაქალაქი. უდიდესი ქალაქი ვენესუელის ანდებში. იგი დაარსდა 1558 წელს, როგორც ნუევ-გრანადის ნაწილი, თუმცა მალე შეუერთდა ვენესუელის საკაპიტანოს და ითამაშა სერიოზული როლი დამოუკიდებლობისთვის ომში.
მერიდაში ცხოვრობს 200 000 ადამიანი, ხოლო მეტროპოლიურ ტერიტორიაში — 350 000 ადამიანი. მერიდა არის დასავლეთ ვენესუელის ტურიზმისა და განათლების ცენტრი, ადგილი, სადაც განთავსებულია ცნობილი ანდების უნივერსიტეტი.
მერიდა მდებარეობს ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე ჩამას ველზე. მდინარე მიედინება ქალაქის დასაწყისიდან მის ბოლომდე. ქალაქის უკანა ფონზე მოჩანს ვენესუელის უდიდესი მწვერვალი — ბოლივარის სახელობის პიკი.
[რედაქტირება] სქოლიო
- ბიბლიოგრაფია
- Historia de Mérida, Carlos Chalbaud Zerpa, Universidad de Los Andes. 1985, Mérida, Venezuela.
- Enciclopedia de Venezuela. Edición de El Nacional. Caracas, Venezuela.
- Nuevo atlas práctico de Venezuela. Edición de El Nacional. Caracas, Venezuela.
- Enciclopedia Conocer Venezuela. Salvat. Navarra, España. ISBN 84-345-4251-X
- The Trolleybuses of Mérida: description, map, 29 illustrations
- სქოლიო
|
|||||