არაგუის შტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაგუის შტატი
Estado Aragua
დროშა
Flag of Aragua State.svg
გერბი
Coat of arms of Aragua.png
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
შედის ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში
მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი მარაკაი
მოსახლეობა (2007)
1 665 200 კაცი (მე-6 ადგილი)
ფართობი 7 014 კმ² (0,76 %, მე-20 ადგილი)
არაგუის შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-D
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Aragua (state)
არაგუის მუნიციპალიტეტები

არაგუა (ესპ. Estado Aragua) — შტატი ვენესუელაში, ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ვაკეები, ჯუნგლები და კარიბის ზღვის სანაპიროები. აქვე მდებარეობს ვენესუელაში პირველი ეროვნული პარკი ანრი-პიტიე.

შტატიდ დედაქალაქია მარაკაი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა — ტურმერო და ელ-ლიმონი.

არაგუის შტატის მთლიანი ფართობი 7 014 კმ²-ს შეადგენს. 2001 წლის მოსახკლეობის აღწერაზე დაყრდნობით, 2007 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობას 1 665 200 ადამიანისთვის უნდა მიეღწია.

ასევე არაგუა ერქვა ვენესუელურ გამანადგურებელს, რომელიც მესამე გამანადგურებელი დანაყოფის ლიდერი იყო და მისნაირებს შორის პირველი იყო, რაც კი ბრიტანელებმა 1950-იან წლებში ვენესუელის საზღვაო ძალებისთვის შექმნეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

შტატს ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, მის საპირისპიროდ კი ცენტრალური კორდილიერის მასივი, სადაც მდებარეობს 2 400 სიმაღლის მწვერვალი კოდასი. დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ნაყოფიერ ველებს, რომლებიც ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოიყენება, გარდა უკიდურესი სამხრეთ ნაწილისა, სადაც წარმოდგენილია ცენტრალური ლიანოსის რეგიონის დაბლობი. დასავლეთით ესაზღვრება ვალენსიის ტბა.

შტატის მთავარი მდინარეებია არაგუა, გუარიკო, ლიმონი, ტუი, პაო და ტურმერო. ისინი ძირითადად ვალენსიის ტბას, კარიბის ზღვას ან მდინარე ორინოკოს ვრცელ ქსელს ერთვიან. აქვე მდებარეობს კატამაგუის რეზერვუარი — კარაკასის წყალმომარაგების ძირითდი ობიექტი.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]

არაგუის შტატი მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბოლივარი სან-მატეო 58 42 295 Bolivar-aragua.PNG
კატამაგუა კატამაგუა 780 17 674 Camatagua-aragua.PNG
ფრანსისკო-ლინარეს-ალკანტარა სანტა-რიტა 24 135 873 Franciscolinaresalcantara-aragua.PNG
ხირარდოტი მარაკაი 302 439 947 Girardot-aragua.PNG
ხოსე-ანხელ-ლამასი სანტა-კრუსი 20 33 513 Joseangellamas-aragua.PNG
ხოსე-ფელიქს-რიბასი ლა-ვიქტორია 419 156 139 Josefelixribas-aragua.PNG
ხოსე-რაფაელ-რევენგა ელ-კონსეხო 192 49 593 Joserafaelrevenga-aragua.PNG
ლიბერტადორი პალო-ნეგრო 52 87 520 Libertador-aragua.PNG
მარიო-ბრისენიო-ირაგორი ელ-ლიმონი 53 103 269 Mariobricenoiragorry-aragua.PNG
ოკუმარე-დე-ლა-კოსტა-დე-ორო ოკუმარე-დე-ლა-კოსტა 340 9 605 Ocumaredelacostadeoro-aragua.PNG
სან-კასიმირო სან-კასიმირო-სე-გუირიპა 498 26 030 Sancasimiro-aragua.PNG
სან-სებასტიანი სან-სებასტიანი 491 22 906 Sansebastian-aragua.PNG
სანტიაგო-მარინიო ტურმერო 497 191 731 Santiagomarino-aragua.PNG
სანტოს-მიჩელენა ლას-ტეხერიასი 220 44 409 Santosmichelena-aragua.PNG
სუკრე კაგუა 76 120 302 Bolivar-aragua.PNG
ტოვარი კოლონია-ტოვარი 225 17 429 Tovar-aragua.PNG
ურდანეტა ბარბაკოასი 2 024 21 270 Urdaneta-aragua.PNG
სამორა ვილია-დე-კურა 649 145 742 Zamora-aragua.PNG

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]