კარაბობოს შტატი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | შტატი |
| მოიცავს | 14 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ვალენსია |
| შექმნის თარიღი | 1864 |
| მოსახლეობა (2007) |
2 227 000 კაცი (მე-4 ადგილი) |
| ფართობი | 4 650 კმ² (0,51% %, 21-ე ადგილი) |
| დროის სარტყელი | UTC-04:30 |
| კოდი ISO 3166-2 | VE-G |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Carabobo | |
კარაბობო (ესპ. Estado Carabobo) — შტატი ვენესუელაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასიდან დაახლოებით 2 საათის სავალ ნაწილზე. დედაქალაქია ვალენსია, რომელიც ამავე დროს ვენესუელის მთავარი სამრეწველო ცენტრია. შტატის ფართობი 4 650 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2 227 000 ადამიანი (2007).[1]
1821 წლის 24 ივნისს შტატის ტერიტორიაზე გაიმართა კარაბობოს ბრძოლა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო ესპანეთთან ბრძოლაში ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის და მას სიმონ ბოლივარი ხელმძღვანელობდა.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
რეგიონის დაახლოებით 75% მთებითაა დაფარული, რომლებიც ვენესუელის სანაპირო ზოლის მთის მასივს მიეკუთვნება. უმაღლესი მწვერვალები შტატის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე ვალენსიის ტბის სამხრეთით მდებარეობს. მათ შორის უმაღლესია მწვერვალი კაბოლონგო (1990 მ).
ვალენსიის ტბის ირგვლივ გადაჭიმულია ცენტრალური დაბლობის ვაკე და მთისწინები სამხრეთით, სადაც ვენესუელის ლიანოსი იწყება.
ისტორია [რედაქტირება]
როდესაც თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები გამოჩნდნენ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრები ვალენსიის ტბის მიდამოებში მდებარეობდა. ადგილობრივი ინდიელები ძირითადად ნადირობას და შემგროვებლობას, ასევე მეთევზეობას და ფერმერულ მეურნეობას მისდევდნენ. შემორჩენილია ამ პერიოდის მრავალი პეტროგლიფი და კერამიკის ნიმუში.
ვალენსიის რეგიონში აღმოჩენილია ადამიანთა ცხოვრების კვალი, რომელიც ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე აღმოჩენილია სხვა უფრო ადრეული დასახლებები.
ვალენსიის მიდამოებში მნიშვნელოვანი დასახლებები არსებობდა ახ. წ. 200-1000 წლებში.
პირველი ათასწლეულის დასასრულს, ორინოკოს რეგიონიდან ახალი მოსახლეობა მოვიდა, სავარაუდიდ მდინარე ელ-პაოს გამოვლით.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
კარაბობოს შტატი მოიცავს 14 მუნიციპალიტეტს, ესენია:
| მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
|---|---|---|---|---|
| ბეხუმა | ბეხუმა | 469 | 45 306 | |
| კარლოს-არველო | გუიგუე | 835 | 146 598 | |
| დიეგო-იბარა | მარიარა | 79 | 110 131 | |
| გუაკარა | გუაკარა | 165 | 171 123 | |
| ხუან-ხოსე-მორა | მორონი | 453 | 65 239 | |
| ლიბერტადორი | ტოკუიტო | 558 | 175 255 | |
| ლოს-გაიოსი | ლოს-გაიოსი | 64 | 157 787 | |
| მირანდა | მირანდა | 161 | 27 609 | |
| მონტალბანი | მონტალბანი | 107 | 23 712 | |
| ნაგუანაგუა | ნაგუანაგუა | 188 | 143 315 | |
| პუერტო-კაბელიო | პუერტო-კაბელიო | 434 | 194 593 | |
| სან-დიეგო | სან-დიეგო | 106 | 74 941 | |
| სან-ხოაკინი | სან-ხოაკინი | 127 | 60 953 | |
| ვალენსია | ვალენსია | 623 | 830 420 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||