აპურეს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
აპურეს შტატი
Estado Apure
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სან-ფერნანდო-დე-აპურე
შიდა დაყოფა აჩაგუასის მუნიციპალიტეტი[1] , ბირუაკის მუნიციპალიტეტი[1] , პედრო-კამეხოს მუნიციპალიტეტი[1] , მუნიოსის მუნიციპალიტეტი[1] , პაესის მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] და Municipio San Fernando[1]
კოორდინატები 7°08′00″ ჩ. გ. 69°00′00″ დ. გ. / 7.13333° ჩ. გ. 69.00000° დ. გ. / 7.13333; -69.00000
დაარსდა 1909
ფართობი 76,500 კმ²
მოსახლეობა 473,900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 6,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი apure.gob.ve

აპურე (ესპ. Estado Apure) — ვენესუელის 23 შტატიდან სიდიდით მესამე. შტატის დედაქალაქია სან-ფერნანდო-დე-აპურე. ფართობი 76,500 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 473,900 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 6,19 ად/კმ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ველური მიწის დაპყრობა XVII საუკუნის შუაში დაიწყო, როდესაც ის დასახლებული იყო ინდიელთა მრავალი ტომით, მაგალითად მშვიდობიანი არავაკებითა და სახიფათო კარიბებით.თანამედროვე განაშენიანება მხოლოდ XVIII საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო, რასაც ძირითადად წარმართავდა მესაქონლეობის ფერმები, რომლებსაც სხვა ტერიტორიებზე (ძირითადად სან-კარლოსში, ასტურიასა და სხვა ქალაქებში) უკვე გადაჭედილი ფერმების მესაკუთრეები აარსებდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ ხოსე-იგნასიო პუმარი და ჯოსეფ ბლანკო ი სალასარი სხვა ანდალუსიელ ფრანცისკანელ მისიონერებთან და მიწის მესაკუთრეებთან ერთად, რომლებმაც ადგილობრივები „მშვიდობითა“ თუ მახვილით განდევნეს ან ქრისტიანობა მიაღებინეს.

კოლონიურ პერიოდში, აპურე მერიდა-დელ-ესპირიტუ-სანტო-დე-ლა-გრიტას პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. როდესაც ის მარაკაიბოს მიუერთა, მას მარაკაიბოს პროვინცია ეწოდა. 1856 წლეს კი მას შტატის სტატუსი მიეცა.

1864 წლიდან, მას შემდეგ რაც ვენესუელის ტერიტორია მოწყობილ იქნა როგორც ვენესუელის შეერთებული შტატები (ესპ. los Estados Unidos de Venezuela), აპურე დამოუკიდებელი შტატია. 1881 წელს ის გაიანასთან ერთად ბოლივარის შტატის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ 1899 წელს კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელი შტატის კატეგორია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპურეს შტატი მდებარეობს ვენესუელის სამხრეთით, ჩ.გ. 06º03’45’’ და 08º04’22’’-ზე და დასავლეთ გრძედის 66º21’45’’ და 72º22’30’’-ზე. აპურეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტაჩირას, ბარინასის, და გუარიკოს, აღმოსავლეთით და სამხრეთაღმოსავლეთით ბოლივარის და ამასონასის შტატები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით კოლუმბია.

ტაძარი, სან-ფერნანდო-დე-აპურე

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპურეს შტატი მოიცავს 7 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
აჩაგუასი აჩაგუასი 15 754 65 081
ბირუაკა ბირუაკა 1 281 54 233
მუნიოსი ბრუსუალი 7 925 30 197
პაესი გუასდუალიტო 12 820 111 059
პედრო-კამეხო სან-ხუან-დე-პაიარა 20 519 31 187
რომულო-გალიეგოსი ელორსა 12 219 23 839
(2005)
სან-ფერნანდო სან-ფერნანდო-დე-აპურე 5 982 175 056

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 OpenStreetMap — 2004.