ანსოატეგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანსოატეგის შტატი
Estado Anzoátegui
დროშა
Flag of Anzoátegui State.svg
გერბი
Ve Anzoategui.png
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
შედის გაიანის რეგიონში
მოიცავს 21 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ბარსელონა
შექმნის თარიღი 1909
მშპ 20 458 მილიონი დოლარი
მოსახლეობა (2007)
1 477 900 კაცი (8 ადგილი)
სიმჭიდროვე 34,13 კაცი/კმ²
ფართობი 43 300 კმ² (4.72 %, 6 ადგილი)
ანსოატეგის შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-B
ოფიციალური საიტი

ანსოატეგი (ესპ. Estado Anzoátegui) — ვენესუელის 23 შტატიდან სიდიდით მეექვსე. შტატის დედაქალაქია ბარსელონა, ფართობი 43 300 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 1 477 900 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 34,13 ად/კმ².

ისტორია[რედაქტირება]

სახელი ანსოატეგი ეწოდა, დიდი გმირის, ხოსე ანტონიო ანსოატეგის (1789-1819) პატივსაცემად. ქალაქი ბარსელონა, რომელიც ახლა შტატის დედაქალაქი და ინდუსტრიული ცენტრია, დაარსდა 1677 წელს. თავიდან ანსოატეგის შტატი შედიოდა კუმანის პროვინციაში, რომელიც Captaincy General of Venezuela შემადგენლობაში იყო სხვა პროვინციებთან (გუაიანა, მარაკაიბო, კარაკასი, მარგარიტა და ტრინიდადი) ერთად. 1810 წელს გამოეყო კუმანის პროვინციას. დღევანდელი სახით მხოლოდ 1909 წელს მოხდა პოლიტიკური განლაგების ჩამოყალიბება.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ანსოატეგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მონაგასის და სუკრეს შტატები, სამხრეთიდანბოლივარის, დასავლეთიდანგუარიკოს, ჩრდილო-დასავლეთიდან — მირანდის შტატი, ხოლო ჩრდილოეთიდან — კარიბის ზღვა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2007 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, ანსოატეგის შტატის მოსახლეობა 1 477 900 შეადგენს.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ანსოატეგის შტატის ეკონომიკის ძირითადი რესურსია ნავთობი. იგი გაერთიანებულია ლათინურ ამერიკაში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში — „Complejo Petroquímico de Jose“. შტატში ასევე განვითარებულია ტურიზმი და თევზაობა.

Puerto La Cruz Skyline

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]

ანსოატეგის შტატი მოიცავს 21 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანაკო ანაკო 795 124 431 Anaco-anzoategui.PNG
არაგუა არაგუა-დე-ბარსელონა 2 624 32 558 Aragua-anzoategui.PNG
დიეგო-ბაუტისტა-ურბანეხა ლეჩერია 12 26 265 Diegobautistaurbaneja-anzoategui.PNG
ფერნანდო-დე-პენალვერი პუერტო-პირიტუ 643 29 977 Fernandodepenalver-anzoategui.PNG
ფრანსისკო-დელ-კარმენ
-კარვახალი
ვალე-დე-გუანაპე 125 12 936 Franciscodelcarmencarvajal-anzoategui.PNG
ფრანსისკო-დე-მირანდა პარიაგუანი 5 334 42 357 Franciscodemiranda-anzoategui.PNG
გუანტა გუანტა 67 31 629 Guanta-anzoategui.PNG
ინდეპენდენსია სოლედადი 5 929 31 399 Independencia-anzoategui.PNG
ხოსე-გრეგორიო-მონაგასი მარიპე 9 176 18 154 Josegregoriomonagas-anzoategui.PNG
ხუან-ანტონიო-სოტილო პუერტო-ლა-კრუსი 244 247 979 Juanantoniosotillo-anzoategui.PNG
ხუან-მანუელ-კახიგალი ონოტო 1 741 13 747 Juanmanuelcajigal-anzoategui.PNG
ლიბერტადი სან-მატეო 2 043 14 720 Libertad-anzoategui.PNG
მანუელ-ესეკიელ-ბრუსუალი კლარინესი 1 566 32 532 Manuelezequielbruzual-anzoategui.PNG
პედრო-მარია-ფრეიტესი კანტაურა 7 153 76 892 Pedromariafreites-anzoategui.PNG
პირიტუ პირიტუ 225 24 532 Piritu-anzoategui.PNG
სან-ხოსე-დე-გუანიპა სან-ხოსე-დე-გუანიპა
ელ-ტიგრიტო
792 76 914 Sanjosedeguanipa-anzoategui.PNG
სან-ხუან-დე-კაპისტრანო ბოკა-დე-უჩირე 123 8 975 Sanjuancapistrano-anzoategui.PNG
სანტა-ანა სანტა-ანა 1 184 10 919 Santaana-anzoategui.PNG
სიმონ-ბოლივარი ბარსელონა 1 706 428 391 Simonbolivar-anzoategui.PNG
სიმონ-როდრიგესი ელ-ტიგრე 703 183 185 Simonrodriguez-anzoategui.PNG
სერ-არტურ-მაკგრეგორი ელ-ჩაპარო 1 115 9 434 Sirarturmcgregor-anzoategui.PNG

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: