სანტა-ანა-დე-კორო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Street in the historic centre of Coro
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა, ფალკონის შტატი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 658
საფრთხის ქვეშ 2005–დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 658
რუს.ინგლ.ფრ.

კორო იგივე სანტა-ანა-დე-კორო (ესპ. Santa Ana de Coro) — უძველესი ქალაქი დასავლეთ ვენესუელაში, ფალკონის შტატის დედაქალაქი.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქი 1527 წლის 26 ივნისს ესპანელმა კოლონისტებმა დააარსეს. სახელი „კორო“ მომდინარეობს ადგილობრივების ენიდან, რაც ქარს ნიშნავს. კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული, კოროს საკმაოდ რთული და ბრძოლებით აღსავსე წარსული აქვს. მისი დაარსებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ, გერმანელებმა სცადეს ქალაქი სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციისათვის ბრძოლაში მთავარ დასაყრდენად გაეხადათ. კარლოს V-მ ეს ტერიტორია მართლაც ჩააბარა გერმანელებს მიწის სამუშაოების ჩატარების მიზნით, თუმცა მალე კვლავ ესპანელებმა აიღეს მასზე კონტროლი. 1806 წელს, კორო იოლად აიღო ფრანსისკო მირანდამ, ლათინური ამერიკის ესპანელებისაგან გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ, სწორედ კოროს პორტი ლა-ველა იყო პირველი ადგილი ვენესუელაში, სადაც ქვეყნის სამფეროვანი დროშა აღიმართა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი[რედაქტირება]

1950 წელს კორო გამოცხადდა როგორც ვენესუელის ეროვნული ძეგლი, ხოლო 1993 წელს, იგი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2005 წელს, კოროს მიენიჭა საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ქალაქისთვის დამახასიათებელია კოლონიური არქიტექტურა. ამავე დროს ის გამოირჩევა არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობით. ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, ქალაქი ერწყმება მედანოს-დე-კოროს ეროვნულ პარკს — ერთადერთ ქვიშის დიუნებიან უდაბნოს ვენესუელაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: