ლოს-ტეკესი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლოს-ტეკესი
Los Teques
ლოს-ტეკესის კათედრალი
ლოს-ტეკესის კათედრალი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ვენესუელა
შტატი მირანდა
კოორდ. 10°20′34″ ჩ. გ. 67°02′44″ დ. გ. / 
მოსახლეობა 140,617 კაცი
ტელ. კოდი 212
საფოსტო ინდექსი 1201
ოფიციალური საიტი ბმული

ლოს-ტეკესი მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

ლოს-ტეკესი (ესპ. Los Teques) — ქალაქი ვენესეულის ჩრდილოეთ ნაწილში. მირანდას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვენესუელის დედაქალქ კარაკასიდან სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1169 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 140,617 კაცს.

დაარსდა 1777 წელს და სახელი ეწოდა ადგილობრივი ინდიელების პატივსაცემად, სადაც დაბადებული იყო მათი წინამძღოლი გუაიკაიპურო, რომელიც განთქმული იყო ესპანელი კონკისტადორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ესპანელები აქ ახლომდებარე მთებში ოქროს ეძებდნენ. შემდეგ წლებში ქალაქი გახდა საცხოვრებელი ადგილი და კარაკასის საკურორტო მხარე. ჰაერის ტემპერატურა ქალაქში იცვლება 18°C-დან 26°C-მდე.

ლოს-ტეკესში მუშავდება სასოფლო სამეურნეო ნედლეული. განვითარებულია ტექსტილის მრეწველობა. 1927 წლის 13 თებერვალს ქალაქ პეტარედან მირანდის შტატის დედაქალაქი ლოს-ტეკესში გადმოიტანეს. 2006 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ქალაქში გახსნა მეტროპოლიტენი, რომელიც დაუკავშირდა კარაკასის მეტროს.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე