ნუევა-ესპარტა
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | შტატი |
| მოიცავს | 11 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ლა-ასუნსიონი |
| შექმნის თარიღი | 1909 |
| მოსახლეობა (2007) |
436900 კაცი (20 ადგილი) |
| ფართობი | 1 150 კმ² (0,12 %, 23 ადგილი) |
| დროის სარტყელი | UTC-04:30 |
| კოდი ISO 3166-2 | VE-O |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
ნუევა-ესპარტა (ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.
გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.
ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა). თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.
შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას. მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².
შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
ნუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:
| მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ანტოლინ-დელ-კამპო | ლა-პლასა-დე-პარაგუაჩი | 66 | 20 325 | |||||
| არისმენდი | ლა-ასუნსიონი | 55 | 23 097 | |||||
| დიასი | პაროკუია სან-ხუან-ბაუტისტა | 141 | 47 257 | |||||
| გარსია | ელ-ვალე-დელ-ესპირიტუ-სანტო | 89 | 45 606 | |||||
| გომესი | სანტა-ანა | 91 | 30 237 | |||||
| მანეირო | პამპატარი | 38 | 35 400 | |||||
| მარკანო | ხუან-გრიეგო | 43 | 28 256 | |||||
| მარინო | პორლამარი | 39 | 84 534 | |||||
| მაკანაო1) | ბოკა-დე-რიო | 320 | 20 935 | |||||
| ტუბორესი2) | პუენტა-დე-პიედრასი | 207 | 29 962 | |||||
| ვილალბა3) | სან-პედრო-დე-კოჩე | 61 | 8 242 | |||||
| 1) დასავლეთი ნახევარკუნძული | ||||||||
| 2) მათ შორის კუნძული კუბაგუა | ||||||||
| 3) შედგება კუნძულ კოჩესაგან | ||||||||
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- http://www.gobernaciondenuevaesparta.com/ State government page.
- ნუევა-ესპარტა – ენციკლოპედია ბრიტანიკა
|
||||||||||