კოხედესის შტატი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | შტატი |
| შედის | ცენტრალურ-დასავლეთი რეგიონი |
| მოიცავს | 9 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | სან-კარლოსი |
| მოსახლეობა (2007) |
300 300 (22-ე ადგილი) |
| ფართობი | 14 800 კმ² (1,62 %, მე-13 ადგილი) |
| დროის სარტყელი | |
| კოდი ISO 3166-2 | VE-H |
| ოფიციალური საიტი | |
| Cojedes (state) | |
კოხედესი (ესპ. Estado Cojedes) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია სან-კარლოსი. მდებარეობს ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. მისი სახელი მომდინარებობს მდინარისგან, რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „სადაც ყველაფერი ხდება“. შტატის მთლიანი ფართობია 14 800 კმ². 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 300 300 ადამიანს შეადგენს.
ეკონომიკური აქტივობის ძირითად დარგებს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მთავარი კულტურებია სიმინდი, იამი, სორგო, ბარდა, კასავა და მანგო. მეცხოველეობაში ლიდერობს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მეღორეობა.
შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, გადმოსახლდნენ ორინოკოს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელები, მათი მთავარი მიზანი კოლონიზაცია და ტაკარიგუის ტბის გარშემო ტერიტორიებთან ვაჭრობის გაბმა იყო.
1750 წელს ესპანელმა კირილო ბაუტისტამ დააარსა დასახლება სანტა-კლარა-დე-კარამაკატე. არეალის შესახებ ერთ-ერთ პირველ მოხსენებებს 1760 წელს წერს ეპისკოპოსი მარტი.
დამოუკიდებლობის შემდეგ კოხედესი შედიოდა კარაბობოს პროვინციის შემადგენლობაში.
[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები
ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:
| მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
|---|---|---|---|---|
| ანსოატეგი | კოხედესი | 831 | 16 333 | |
| ფალკონი | ტინაკილიო | 714 | 90 773 | |
| ხირარდოტი | ელ-ბაული | 3 468 | 11 579 | |
| ლიმა-ბლანკო | მაკაპო | 127 | 9 161 | |
| პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტა | ელ-პაო | 127 | 9 161 | |
| რიკაურტე | ლიბერტადი | 5 089 | 15 730 | |
| რომულო-გალიეგოსი | ლას-ვეგასი | 905 | 12 340 | |
| სან-კარლოსი | სან-კარლოსი | 1 843 | 97 860 | |
| ტინაკო | ტინაკო | 1 098 | 31 371 |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
||||||||||