პორტუგესის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
პორტუგესის შტატი
Estado Portuguesa
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი გუანარე
შიდა დაყოფა აგუა-ბლანკას მუნიციპალიტეტი, არაურეს მუნიციპალიტეტი, ესტელიერის მუნიციპალიტეტი, გუანარეს მუნიციპალიტეტი, გუანარიტოს მუნიციპალიტეტი, მონსენიორ-ხოსე-ვისენტე-დე-უნდას მუნიციპალიტეტი, ოსპინოს მუნიციპალიტეტი, პაესის მუნიციპალიტეტი, პაპელონის მუნიციპალიტეტი, სან-ხენარო-დე-ბოკონოიტოს მუნიციპალიტეტი, სან-რაფაელ-დე-ონოტოს მუნიციპალიტეტი, სანტა-როსალიას მუნიციპალიტეტი, სუკრეს მუნიციპალიტეტი და ტურენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 9°06′00″ ჩ. გ. 69°16′00″ დ. გ. / 9.10000° ჩ. გ. 69.26667° დ. გ. / 9.10000; -69.26667
მმართველი Rafael Angel Gasperi და Primitivo Cedeño[1]
დაარსდა 1909
ფართობი 15 200 კმ²
მოსახლეობა 1 000 000 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი portuguesa.gob.ve

პორტუგესა (ესპ. Portuguesa) — შტატი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლარას შტატი, აღმოსავლეთით — კოხედესის შტატი, დასავლეთით — ტრუხილიოს შტატი და სამხრეთით — ბარინასის შტატი. დედაქალაქია გუანარე.

მთლიანი ფართობი შეადგენს 15 200 კმ²-ს, მოსახლეობა კი 2008 წლის მონაცემებით 1 000 000 ადამიანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელთა მოსვლამდე ეს ტერიტორია რამდენიმე ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფით იყო დასახლებული. 1530 წელს ის გამოიკვლიეს ესპანურმა და გერმანულმა ძალებმა. 15 დეკემბერს მათ ქალაქი ჰაკარიგუას მიაღწიეს, რომელიც მოგვიანებით ესპანური აკარიგუა გახდა.

1657 წელს რეგიონში გამოჩნდნენ პირველი კათოლიკე მისიონერები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური აქტივობის ძირითადი დარგია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეცხოველეობა. ბოლო დროს, ნავთობის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის ინდუსტრიაც.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგესის შტატი ადმინისტრაციულად იყოფა 14 მუნიციპალიტეტად:

  1. აგუა-ბლანკა (აგუა-ბლანკა)
  2. არაურე (არაურე)
  3. ესტელიერი (პირიტუ)
  4. გუანარე (გუანარე)
  5. გუანარიტო (გუანარიტო)
  6. მონსენიორ-ხოსე-ვისენტე-დე-უნდა (პარაისო-დე-ჩაბასკენი)
  7. ოსპინო (ოსპინო)
  8. პაესი (აკარიგუა)
  9. პაპელონი (პაპელონი)
  10. სან-ხენარო-დე-ბოკონოიტო (ბოკონოიტო)
  11. სან-რაფაელ-დე-ონოტო (სან-რაფაელ-დე-ონოტო)
  12. სანტა-როსალია (ელ-პლაიონი)
  13. სუკრე (ბისკუკუი)
  14. ტურენი (ვილია-ბრუსუალი)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://portuguesa.gob.ve/