იარაკუი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | შტატი |
| მოიცავს | 14 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | სან-ფელიპე |
| შექმნის თარიღი | 1909 |
| მოსახლეობა (2007) |
597 700 კაცი (მე-18 ადგილი) |
| ფართობი | 7 100 კმ² (0,77 %, მე-19 ადგილი) |
| დროის სარტყელი | UTC-04:30 |
| კოდი ISO 3166-2 | VE-U |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Yaracuy | |
იარაკუი (ესპ. Estado Yaracuy) — შტატი ვენესუელაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ფალკონის შტატი, დასავლეთით — ლარას შტატი, სამხრეთით კოხედესისა და პორტუგესის, აღმოსავლეთით კი კოხედესისა და კარაბობოს შტატები. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 7 100 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 597 700 ადამიანია.
შტატი მთიანია, აქ მთავრდება ანდების მასიბი და იწყება სანაპირო ზოლის მასივი. ტერიტორიას გადაკვეთს მთის ორი სისტემა — სიერა-დე-აროა და სიერა-დე-ნირგუა. მათ შორის მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც რწყავს მდინარე იარაკუი. ამავე ხეობაში მდებარეობს შტატის ქალაქებისა და სოფლების უმრავლესობა, მათ შორისაა დედაქალაქი სან-ფელიპე.
ეკონომიკის ძირითადი დარგია აგრარული სექტორი (შაქრის ლერწამი, ხორბალი, მეცხოველეობა), ასევე მცირე მანუფაქტურული წარმოება.
ბოლო წლებში, შტატმა განიცადა შესამჩნევი ეკონომიკური ზრდა და სოციალური განვითარება.[1]
სექციების სია |
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები [რედაქტირება]
ადმინისტარციულად, იარაკუის შტატი იყოფა 14 მუნიციპალიტეტად:
| # | მუნიციპალიტეტი | ცენტრი |
|---|---|---|
| 1 | არისტიდეს-ბასტიდასი | სან-პაბლო |
| 2 | ბოლივარი | აროა |
| 3 | ბრუსუალი | ჩივაკოა |
| 4 | კოკოროტე | კოკოროტე |
| 5 | ინდეპენდენსია | ინდეპენდენსია |
| 6 | ხოსე-ანტონიო-პაესი | საბანა-დე-პარა |
| 7 | ლა-ტრინიდადი | ბორაურე |
| 8 | მანუელ-მონხე | იუმარე |
| 9 | ნირგუა | ნირგუა |
| 10 | პენია | იარიტაგუა |
| 11 | სან-ფელიპე | სან-ფელიპე |
| 12 | სუკრე | გუამა |
| 13 | ურაჩიჩე | ურაჩიჩე |
| 14 | ვეროესი | ფარიარი |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||