ლარას შტატი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | შტატი |
| შედის | ცენტრალური-დასავლეთის რეგიონში |
| მოიცავს | 9 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ბარკისიმეტო |
| შექმნის თარიღი | 1901 |
| მშპ | 19 886 მილიონი დოლარი |
| მოსახლეობა (2011) |
2 700 000 (მე-5 ადგილი) |
| ფართობი | 19 800 კმ² (2.15 %, მე-11 ადგილი) |
| დროის სარტყელი | |
| კოდი ISO 3166-2 | VE-K |
| ოფიციალური საიტი | |
| Lara | |
ლარა (ესპ. Estado Lara) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია ბარკისიმეტო. ფართობი 19 800 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 1 795 100 ადამიანია.
შტატის სამხრეთი ნაწილი მთიანია, ჩრდილოეთი და დასავლეთი — მთლიანად ვაკე. მთავარი მდინარეებია კარიბის ზღვაში ჩამდინარე ტოკუიო და იარაკუი, რომელთა მრავალი პატარა შენაკადიც მარაკაიბოს ტბის ან ორინოკოს სისტემას მიეკუთვნება.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
კოლუმბამდელ პერიოდში შტატის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით. კოლონიალიზმისა და ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში ის კარაკასის პროვინციის შემადგენლობაშ შედიოდა. 1859 წლიდან ის ცნობილი იყო როგორც ბარკისიმეტოს შტატი, მაგრამ 1866 წელს შეუერთეს იარაკუის შტატს. 1879 წელს ფალკონისა და იარაკუის შტატებთან ერთად მან ჩამოაყალიბა ჩრდილო-დასავლეთის დიდი შტატი. 1881 წელს კი მას სახელი შეეცვალა და დამოუკიდებლობსაითვის მებრძოლი გმირის, გენერალ ხასინტო ლარას პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა. 1899 წელს, მან ლარას სახელი დაკარგა, როდესაც გამოეყვნენ ბარკისიმეტოსა და იარაკუის შტატები. 1901 ის კვლავ იბრუნებს სახელს და 1904 წელს კვლავ უერთდება იარაკუის შტატს, ოღნდ ამჯერად ორივეს ერთად ლარას შტატი ეწოდა.
[რედაქტირება] ეკონომიკა
შტატში ფართოდ მისდევენ შაქრის ლერწმის მოყვანას, რისი მიხედვითაც ერთ-ერთი პირველია ვენესუელის სხვა შტატებს შორის. ასევე აწარმოებენ ყავას, კარტოფილს, პომიდორს, ლობიოს, ხორბალსა და ბანანს. განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობაც. ასევე მისდევენ მეცხოველეობას.
ლარას შტატის ინდუსტრიის უმსხვილესი სექტორებია ინჟინერია, კვების მრეწველობა, საფეიქრო მრეწველობა, ტექსტილი.
[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები
შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად, ესენია:
| მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
|---|---|---|---|---|
| ანდრეს-ელოი-ბლანკო | სანარე | 708 | 49 812 | |
| კრესპო | დუაკა | 875 | 49 813 | |
| ირიბარენი | ბარკისიმეტო | 2 760 | 1 027 022 | |
| ხიმენესი | კიბორი | 768 | 97 524 | |
| მორანი | ელ-ტოკუიო | 2 231 | 128 674 | |
| პალავესინო | კაბუდარე | 440 | 155 653 | |
| სიმონ-პლანასი | სარარე | 808 | 35 170 | |
| ტორესი | კარორა | 6 954 | 188 188 | |
| ურდანეტა | სიკისიკე | 4 256 | 63 213 |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Tourism Board Lara State
- LaraTurismo, WebGuide of Tourism in Lara
- Information about Lara State
- Information about Lara State
|
||||||||||