ქუვეითის ეკონომიკა
ქუვეითის ეკონომიკა ნავთობის მოპოვებაზე დაფუძნებული ეკონომიკაა.[1] ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა,[2][3][4] ქუვეითური დინარი კი მსოფლიოში უმაღლესი ღირებულების მქონე ვალუტის ერთეულია.[5] მსოფლიო ბანკის მონაცემებით ქუვეითი მეხუთე უმდიდრესი სახელმწიფოა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.[6] ქუვიეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეოცე უდიდესი ეკონომიკაა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[2] დივერსიფიცირების სხვადასხვა პოლიტიკის შედეგად, დღეისთვის ქუვეითის ეკონომიკაში ნავთობზე მთლიანი შიდა პროდუქტის 43% და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 70% მოდის.[7]ფოლადის წარმოება ქუვეითში მეორე უდიდესი სამრეწველო დარგია.[8] ქუვეითი ფოლადის წარმოების მხრივ თვითკმარი სახელმწიფოა.[9][10][11][12] 2019 წელს ქუვეითის მთავარი საექსპორტო პროდუქტებს შორის იყო საწვავი რესურსები (მათ შორის ნავთობიც, 89.1%), თვითმფრინავები და საფრენი აპარატები (4.3%), ორგანული ქიმიური ნივთიერებები (3.2%), პლასტიკური ნაწარმი (1.2%), რკინა და ფოლადი (0.2%), ძვირფასი ქვები და ლითონები (0.1%), მანქანა-დანადგარები, მათ შორის კომპიუტერები (0.1%), ალუმინი (0.1%), სპილენძი (0.1%), მარილი, გოგირდი, ქვა და ცემენტი (0.1%). 2019 წელს ქუვეითი მსოფლიოში გოგირდისა და ნიტრატებისა ნახშირწყალბადების უდიდესი ექსპორტიორი იყო.[13] 2019 წლის ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსის მიხედვით ქუვეითი მსოფლიოს 157 სახელმწიფოს შორის 63-ე ადგილზე იყო.[13] 2019 წლისთვის ქუვეითის მთავარი საექსპორტო ბაზარს ერაყი წარმოადგენდა, ხოლო მთლიანი ექსპორტის 94.2% სურსათსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მოდიოდა.[14]
ნავთობი და ბუნებრივი აირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს ქუვეითის ემირმა ნავთობის მოპოვებაზე უფლება Kuwait Oil Co.-ს (KOC) გადასცა, რომელსაც ანგლო-სპარსული ნავთობკომპანია (მოგვიანებით BP) და Gulf Oil ერთდროულად ფლობდნენ 1976 წლამდე, რის შემდეგაც ქუვეითის მთავრობამ KOC-ის ნაციონალიზაცია მოახდინა.
ქუვეითის ნავთობის კორპორაცია (KPC), ინტეგრირებული საერთაშორისო ნავთობკომპანია, ნავთობის სექტორში მთავრობის ოპერაციების მშობელი კომპანიაა და მოიცავს: ქუვეითის ნავთობკომპანიას, რომელიც ნავთობსა და ბუნებრივ აირს აწარმოებს; Kuwait National Petroleum Co-ს, რომელიც გადამუშავებასა და შიდა გაყიდვებზეა ორიენტირებული; Petrochemical Industries Co.-ს, რომელიც ამონიუმსა და შარდოვანას აწარმოებს; Kuwait Foreign Petroleum Exploration Co.-ს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში არაერთ კონცესიას ფლობს; Kuwait Oil Tanker Co-ს და Santa Fe International Corp-ს.
ქუვეითის განახლებადი ნავთობის რეზერვების მოცულობა 94 მილიარდ ბარელს უდრის. ომამამდე მიახლოებითი ტევადობა ყოველდღიურად 2.4 მილიონი ბარელი იყო. ერაყის ოკუპაციის დროს, ქუვეითის ნავთობის წარმოება თითქმის მთლიანად შეჩერდა. მას შემდეგ განახლებისა და განვითარებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო. 1992 წლის ბოლოსთვის ყოველდღიურად 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა, ხოლო ომამდელი წარმოების მაჩვენებლები 1993 წლისთვის აღდგა.
მდგრადი განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუვეითის 2035 წლის ხედვის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში ნავთობქიმიური მრეწველობის გლობალურ კერად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.[15][16] Al Zour Refinery ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი[17][18][19] და ქუვეითში გარემოსადმი ყველაზე მეგობრული გადამამუშავებელი საწარმოა.[20][15] Al Zour Refinery ქუვეითისა და ჩინეთის ურთიერთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ამოქმედდა.[21]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუვეითს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 54-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 46-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 30 839 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 1.7%-ს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.23%-ია. უმუშევრობის დონე 2.1%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6-ის ტოლია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ქუვეითი 123-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 65-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 32-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― მე-60, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 42-ე, გამჭვირვალობით ― 66-ე, საკუთრების უფლებებით ― 63-ე, კორპორატიული მმართველობით ― 79-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 117-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ქუვეითი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 79-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 52-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ქუვეითი 37-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია 1-ელ ადგილზეა (32 სახელმწიფოსთან ერთად): ინფლაციის დონე 1.1%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ქუვეითი 51-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 71-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 42-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 101-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 128-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 79-ს.
ქუვეითში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (34-ე ადგილი): სიღრმით 33-ე, ხოლო სტაბილურობით 75-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 54-ე ადგილს იკავებს. ქუვეითში საშუალოდაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (94-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 105-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 58-ს.[22]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kuwait. Central Intelligence Agency (10 April 2015).
- ↑ 2.0 2.1 "GDP per capita, PPP (current international $)", World Development Indicators database, World Bank. Database updated on 14 April 2015.
- ↑ GDP – per capita (PPP), The World Factbook, Central Intelligence Agency.
- ↑ Economic Outlook Database, October 2015, International Monetary Fund. Database updated on 6 October 2015.
- ↑ 10 Most Valuable Currencies in the World (21 March 2012).
- ↑ Grant Suneson. (7 July 2019) These are the 25 richest countries in the world.
- ↑ Foreign Trade in Figures. ციტატა: „Kuwait exports to a wide number of countries, the main ones being India (1.6%), China (1.3%), United Arab Emirates (1.1%), Iraq (0.9%) and Saudi Arabia (0.8%). Kuwait’s largest suppliers are China (16.7%), the United States (8.7%), the UAE (8.6%) and Japan (5.9%).“
- ↑ Faisal Awwad Al Khaldi: Go Big or Go Home. The Business Year (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-02. ციტირების თარიღი: 2022-11-13.
- ↑ KWT Steel: Our ultimate goal is to become a fully-integrated steel manufacturer. Steel Orbis (13 November 2018).
- ↑ United Steel Industries covers Kuwait's demand for steel -- Chairman. Kuwait News Agency (6 February 2007).
- ↑ New rebar capacity coming up in Kuwait. Steel Orbis (19 November 2019).
- ↑ United Steel Industrial Co. (KWTSTEEL). Epicos (19 August 2019).
- ↑ 13.0 13.1 Kuwait.
- ↑ Kuwait: Market Profile (30 April 2021).
- ↑ 15.0 15.1 Ellie Pritchard. (22 June 2021) Al-Zour: Kuwait's vision of becoming an international hub in the Middle East. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
- ↑ KUWAIT: An Introduction.
- ↑ Sinopec completes main unit of the Middle East's largest refinery. Hydrocarbon Processing (16 December 2019).
- ↑ Largest Refinery Project in the Middle East. Process Worldwide (24 August 2016).
- ↑ Start-up of Kuwait's al-Zour refinery still months off. Argus Media (16 March 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
- ↑ Talal Aljiran; Walid Alkandari (13 October 2019). „Site Preparation & Soil remediation for Kuwait's Largest Environmental Friendly oil Refinery, by Utilizing Dredging & Soil Compaction“. OnePetro. doi:10.2118/198101-MS. S2CID 210318313.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Feature: Kuwait's refinery project showcases Chinese concept of "win-win cooperation" (14 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved November 14, 2022. pp. 326-329.
|