შარდოვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარდოვანა
შარდოვანა: ქიმიური ფორმულა
შარდოვანა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაCO(NH2)2
მოლური მასა60.056 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.32 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა133-დან 135 °C

შარდოვანა(შარდოვანა) - ორგანული ნივთიერება მისი ფორმულაა CO(NH2)2. შარდოვანა არის ამიდი რომელიც შეიცავს ორ ამინო(NH2) და ერთ კარბონილის(C=O) ფუნქციონალურ ჯგუფს . ასევე ცნობილია მისი სხვა სახელები კარბამიდი; კარბონილის დიამიდი ;დიამინომეთანალი და დიამინომეთანონი, ხოლო IUPAC-სახელია კარბონილის დიამიდი[1].შარდოვანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველების აზოტის შემცველი ნივთიერებების მეტაბოლიზმში და ძუძუმწოვართა შარდის ძირითადი აზოტ შემცველი ნაერთია. არის უფერო, უსუნო და წყალში კარგად ხსნადი მყარი ნივთიერება რომელიც პრაქტიკულად არ არის მომწამლავი. ის არც მჟავაა და არც ტუტე . მისი სინთეზი ორგანიზმში ხდება ღვიძლში 2 მოლეკულა ამიაკისა და ნახშირბადის დიოქსიდის ურთიერთქმედებით.






მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უწინ როდესაც ქიმიკოსები ნივთიერებებს აჯგუფებდნენ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებად მათ სწამდათ რომ შეუძლებელი იყო არაორგანული ნივთიერებისაგან ორგანული ნივთიერების სინთეზი და ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმთათვის იყო დამახასიათებელი თუმცა 1828-წელს ფრიდრიხ ვიოლერმა ეს შეხედულება გააქარწყლა მან არაორგანული ნივთიერება ამონიუმის ციანატისგან(CH4N2O) შეძლო მიეღო შარდოვანა,ხოლო მეორე ვერსიის თანახმად მან შარდოვანა მიიღო ვერცხლის ციანატისა და ამონიუმის ქლორიდისაგან[2][3][4].

AgNCO + NH4Cl → (NH2)2CO + AgCl

სხვა მიღების ხერხი.

რეაქცია მიმდინარეობს ორ ეტაპად პირველი რეაქციაში ამიაკისა და ნახშირორჟანგით ხდება ამონიუმის ამიდოკარბონატის მიღება[5]NH4[H2NCO2].

1) 2 NH3 + CO2 ⇌ H2N-COONH4 (ΔH= -117კჯ/მოლი at 110 ატმ და 160°C) [6]ეს რექცია ენდოთერმულია და აგრეთვე შექცევადიც.

2) H2N-COONH4 ⇌ (NH2)2CO + H2O (ΔH= +15.5 კჯ/მოლი და 160-180°C) [6] ეს რეაქცია ეგზოთერმულია და შექცევადი.

ხოლო ლაბორატორიაში შარდოვანას ღებულობენ ფოსგენის და ამიაკისაგან.

COCl2 + 4 NH3 → (NH2)2CO + 2 NH4Cl


თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი მოლეკულა შარდოვანა კარგავს ერთ ამიაკის მოლეკულას და მიიღება ბიურეტი[1](Allophanamide)[7]

2 NH2CONH2 → H2NCONHCONH2 + NH3


ამ შემთხვევაში შარდოვანას საბოლოო პროდუქტებია კარბიმიდი[8] და ამიაკი

NH2CONH2 → NH4NCO → HNCO + NH3.


გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარდოვანა გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად მისგან ღებულობენ შარდოვანას ნიტრატს(CH5N3O4) რომელიც გამოყენებული იქნა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისთული თავდასხმის დროს 1993-წელს[9].

ასევე გამოიყენება შარდოვანა-ფორმალდეჰიდური რეზინის და შარდოვანა-მელამინ-ფორმალდეჰიდის წარმოებისათვისათვის.

ლაბორატორიაში გამოიყენება როგორც პროტეინების დენატურანტი.შარდოვანას და ქოლინის ქლორიდის ნარევი გამოიყენება იონური სითხეების ტიპის გამხსნელის მისაღებად.

მედიცინაში გამოიყენება შარდოვანა შემცველ დაავადებული კანის სამკურნალო კრემებში[10] ფსორიაზის, ქსეროდერმას, ფრჩხილების სოკოვანი დაავადების,იქთიოზის,დერმატიტის და კერატოდერმის[11] დროს.

ასევე შედის შამპუნებისა და თხევადი საპონების შემადგენლობაში.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტალი:ქიმია

  1. 1.0 1.1 (2014) Nomenclature of Organic Chemistry : IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 416, 860–861. DOI:10.1039/9781849733069-FP001. ISBN 978-0-85404-182-4. „The compound H2N-CO-NH2 has the retained named ‘urea’, which is the preferred IUPAC name, (…). The systematic name is ‘carbonyl diamide’.“ 
  2. Wöhler, Friedrich (1828) "Ueber künstliche Bildung des Harnstoffs" (On the artificial formation of urea), Annalen der Physik und Chemie, 88 (2) : 253–256. Available in English at: Chem Team.
  3. Nicolaou, Kyriacos Costa (2008). Molecules That Changed The World. Wiley-VCH, გვ. 11. ISBN 978-3-527-30983-2. 
  4. "Teetering towards chaos and complexity". Nature Chemistry 1 (1): 17–8. April 2009. Bibcode 2009NatCh...1...17G. . PMID 21378787.
  5. Inorganic Chemicals » AMMONIUM CARBAMATE. Hillakomem.com (2008-10-02). წაკითხვის თარიღი: 2010-12-28
  6. 6.0 6.1 dadas, dadas. Thermodynamics of the Urea Process. https://www.academia.edu/8373516/Thermodynamics_of_the_Urea_Process.
  7. Scifinder, version 2007.1; Chemical Abstracts Service: Columbus, OH; RN 108-19-0 (accessed June 15, 2012)
  8. Cyanamide also has this name, and for which it is more systematically correct
  9. Aaron Rowe. “Chem Lab: Spray-On Test for Improvised Explosives“, Wired, 18 September 2007. 
  10. Lacura Multi Intensive Serum – Review – Excellent value for money – Lacura Multi Intensive Serum "Aqua complete". Dooyoo.co.uk (2009-06-19). წაკითხვის თარიღი: 2010-12-28
  11. WordNet Search - 3.0