მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრუხილიო (ესპ. Trujillo) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, ტრუხილიოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა დაახლოებით 40 000 კაცი. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის აღმოსავლეთით, ანდების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 834 მ სიმაღლეზე.
ტრუხილიოს საფუძველი ჩაუყარა კონკისტადორმა დიეგო გარსია დე პარედესმა 1557 წლის 9 ოქტომბერს. 1678 წელს ფრანგმა მეკობრემ მიშელ დე გრამონტმა ექვსი გემითა და 700 შეიარაღებული მებრძოლით ტრუხილიოზე იერიში მიიტანა. ტრუხილიო ტრადიციების დამცველი ქალაქია.