მომხმარებლის განხილვა:Arkaitz1974: განსხვავება გადახედვებს შორის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 456: ხაზი 456:
!არასწორია
!არასწორია
|-
|-
|[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=17&t=49139 კარდაკარ] · [[ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი#ერთტომეული|ქეგლ, გვ. 350]]||კარ და კარ
|კარდაკარ||კარ და კარ
|-
|-
|კონცეფცია||კონცეპცია
|კონცეფცია||კონცეპცია

21:41, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

UndDerDie () 23:24, 27 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობა. იქნებ თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე დამიკავშირეთ. ყველა კონტაქტები მითითებული მაქვს პირად გვერდზე - მომხმარებელი:UndDerDie. — UndDerDie () 18:18, 28 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ენის თარგები

გამარჯობა. რესურსები ინტერნეტში - ამ სექციაში არ უნდა მიუთითოთ ისეთი ენის თარგები, როგორებიცაა {{lang-en|}}. არსებობს {{en}} და ა.შ. — UndDerDie () 18:25, 28 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება

გაფრთხილება სექცია რესურსები ინტერნეტში ენის მისათითებლად ვიყენებთ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}} და არა {{lang-en|}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

UndDerDie () 07:54, 29 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება

გაფრთხილება რესურსები ინტერნეტში ნუ წაშლით ენის მისათითებელ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

—--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:28, 30 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

‎ოსვალდო არდილესი

გამარჯობა, Arkaitz1974! მადლობა სტატიის შექმნისთვის. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რაღაც. როცა სტატიას ქმნით, აუცილებელია ენათშორისო ბმულების მითითება, რაც საკმაოდ მარტივია. მარცხნივ, სადაც ჩამოთვლილია მთავარი გვერდი, თემატური ძიება და ა.შ. ქვემოთ წერია ენები, იქვეა ბმულების დამატება. დააჭერთ ბმულების დამატებას, ზედა ველში აარჩევთ ერთ-ერთ ვიკიპედიას (მაგ. enwiki) და ქვედა ველში ჩაწერთ როგორაა ეს სტატია იმ ვიკიპედიაში. სულ ესაა.--Jafara777 განხილვაწვლილი 10:21, 2 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქართული ბრჭყალები

ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულია „...“ (ქვევით– ზევით) და არა “...” (ორივე ზევით). გთხოვთ გაითვალისწინოთ. მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 20:53, 4 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება

გაფრთხილება დაანებეთ თავი არალიცენზირებული ფაილების ჩასმას სტატიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით!!!

Mehman 97 10:45, 7 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ალბერტო ტარანტინი, რადგან ინგლ., გერმანულ, რუსულ ვიკიპედიებში სურათი არ დევს. ავტომატურად ამოაგდებენ სურათს. ამიტომ ვეთანხმები მეჰმანს და გთხოვ სურათებს ნუ დადებ სტატიებში. ხოლო ამ სტატიიდან ამოიღე.--Zangala განხილვაწვლილი 10:04, 12 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 10:15, 12 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამოტოვებები

გამარჯობა. ინფოდაფაში გამოტოვება აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში: [[საპარლამენტო არჩევნები 2008|2008 წლის საპარლამენტო არჩევნები]] — არ არის აუცილებელი. — Mehman 97 20:44, 8 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სახელებთან დაკავშირებით

გამარჯობა! ქართულ ვიკიპედიაში ვწერთ ვლადიმრს, ვლადმირს არ ვწერთ. ამიტომ თქვენი ცვლილება თარგში ვლადმირ დავაბრუნე წინა ვერსიაზე. - OTOGI Messages 12:51, 20 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. თუმცა ყოველთვის გაითვალისწინეთ არსებული რჩევები! გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 18:53, 20 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

ასეთ ჩანაწერებს ქართულ ვიკიპედიაში არ ვაკეთებთ: DWS. ანუ ბმულს ინგლისურ ვიკიპედიაზე ნუ აკეთებთ. - OTOGI Messages 17:55, 22 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა/თხოვნა

ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ან ინფოდაფა ფეხბურთელი — ერკვევი? შეგიძლია გაბრიელ ბატისტუტა გაასწორო.-- ცანგალა 09:25, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

პასუხი შეკითხვა/თხოვნაზე

გაბრიელ ბატისტუტას ინფოდაფა გასწორებულია. - Arkaitz1974 14:42, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

მადლობა. მომავალში როდესაც შემთხვევა შეიძლება, რომ გადმოგიგზავნო და შეასწორო?-- ცანგალა 10:50, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნებისმიერ დროს. - Arkaitz1974 13:00, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

გაიხარე: რობინიო, ანდრე შემბრი, მეთიუ აპსონი, ლუკა ანტონინი , მარკო ბორიელო, მასიმო ამბროზინი, ბოიან კრკიჩი, ბოგდან ლობონტი-- ცანგალა 16:05, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფები გასწორებულია. - Arkaitz1974 09:42, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

გაიხარე და მოგასიო კვლავ?-- ცანგალა 11:44, 3 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფებმა გაგაბრაზეს? - Arkaitz1974 15:53, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

ვერ ვერკვევი და თანაც ფეხბურთელებში ჯუზეპე ფავალი მასიმო ოდო ტომას ჰიცლშპერგერი დომინიკ ადია სკოტ პარკერი გურამ აჯოევი მარკო ამელია როდნი სტრასერი ბრუნო მონტელოგო ალექსანდრ მერკელი-- ცანგალა 11:55, 3 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ინფოდაფების გასწორებისთვის.-- ცანგალა 08:41, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შეიფერე? ორივემ ვიცით, რომ არ გაგიკეთებია.-- ცანგალა 08:31, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

შეფერებული მადლობა
არაკი
უხსოვარ დროს ბოზავანდში ერთი აშუღი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.
დაქონდა თავისი საზი და ბაიათებით ატკბობდა ბოზავანდელთა სმენას.
გამოხდა ხანი.
ერთ დღესაც ერთმა „გულისხმიერმა“ ბოზავანდელმა უთხრა აშუღსა მას:
— დია კეთილხმოვანი ხარ, მადლობა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მარტო საზზე უკრავ, თარზე კი აქამდე არ დაგიკრავს და რაშია საქმე მადლობა შეიფერეო?
აშუღმა მიუგო — გიპასუხებდი, მაგრამ ვეჭვობ ჩემი პასუხი არ მოგეწონებაო.
მიპასუხეო — ჩაეძია ბოზავანდელი.
აშუღმა მიუგო — „მეფე და ავსიტყვა კაცი“ წაიკითხე და მიხვდებიო.
ბოზავანდელს მისი პასუხი არ მოეწონა, ვანდალიზმად ჩაუთვალა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარებინა მის მიმართ.
რა უნდა ექნა აშუღს, ადგა და ბოზავანდიდან ბოზავენდში გადავიდა, იქიდან ბოზახლარში და ისე მოხდა რომ ბაიათებსა და საზზე დაკვრას თავი დაანება და არაკების თხზვას შეუდგა.
გამოხდა ხანი. აშუღის არც ბაიათები ახსოვდა ვინმეს, არც მისი არაკები, არც თვითონ აშუღი და არც მისი შეფერებული მადლობა.
დრომ ყველაფერი დავიწყებას მისცა. თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ ბოზავანდელებს, ბოზავენდელებს და ბოზახლარის მკვიდრთ დღესაც ბუნდოვნად ახსოვთ ეს შორეული ამბავი.
იმ შორეული ამბისგან განსხვავებით ბოზავანდელებს ნამდვილად არ ეცოდინებათ და მითუფრო არც ეხსომებათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით კიდეც და გახსოვთ, რომ თქვენი შეკითხვა/თხოვნის შემდეგ მე გავასწორე გაბრიელ ბატისტუტას, რობინიოს, ანდრე სქემბრის, მეთიუ აპსონის, ლუკა ანტონინის, მარკო ბორიელოს, მასიმო ამბროზინის, ბოიან კრკიჩის, ბოგდან ლობონტის, ჯუზეპე ფავალის და მასიმო ოდოს ინფოდაფები — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება, ასე რომ, ვინც გააკეთებს იმას გადავცემ შენს მადლობას — რომ რომელიმე ამხანაგმა ან მოქალაქე მომხმარებელმა შემთხვევით არ ჩათვალოს რომ შევიფერე (თუმცა ამის გარეშეც ორივემ ვიცით, რომ დაუმსახურებელი კი არა, დამსახურებული შეფერებაც — არავითარ ღირსებას არ მატებს შემფერებელს. უბრალოდ, ძნელად წარმომიდგენია რამდენად სასიამოვნო სანახავი უნდა იყოს იმ ადამიანის სახე ან განცდა, რომელიც რაღაცას იფერებს.
ერთხელ ბაურუელ პელეს კითხეს
— „რას გრძნობთ, როდესაც ფეხბურთის მეფეს გეძახიანო?“
— „ძაან მაგრად ვიფერებო!“ — მიუგო მან, გულისჯიბიდან სარკე ამოიღო და დაამატა:
— „ყოველდღე ამ სარკიდან მეფე მიმზერსო“.
ასე რომ, ჩვენ, უბრალო მომხმარებლებს ნუ დაგვწამებთ დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელ „უცნაურობებს“. „მრავალმნიშვნელოვან“ და „მახვილგონივრულ“ მითითებებს თუ „შეხსენებებს“, როგორც წინასწარი დასკვნების გაკეთებას და იმას თუ ვინ რა ვიცით — არც რუბრიკა გააჩნია, არც ჟანრი და არც არანაირი კლასიფიკაცია. მას, უბრალოდ, გაღიზიანებული მომხმარებლების ქცევის კლასიკას აკუთვნებენ. თუმცა, როგორც ყველა კლასიკას — რასაკვირველია, მასაც აქვს არსებობის უფლება).
სულხან-საბა ორბელიანის — „ხალიფა და არაბი“ კი ასე მთავრდება:
„— ჰე მეფეო, ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, ბედი ყოველსა კაცსა აქვს, თუცა პატრონი არა რისხავს; თუცა მოგეკალ, ჩემი სვე-ბედი ცუდად იყო.
უბრძანა მეფემან:
— ნაღველი შემომეჭიდა და მან მიყო. ნეტამც უნაღვლო ვიყო, ღმერთს ვევედრები.“
საუკეთესო სურვილებით -- Arkaitz1974 10:53, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

როდესაც „დანარჩენ სამუშაოს ბევრად მაღალი კომპეტენცია სჭირდება“ — ამის შესახებ უნდა თქვა.-- ცანგალა 09:18, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

თქვენს მიერ მოყვანილ წინადადებაში ბრჭყალები უნდა იყოს ასე — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება — (იხ. ზემოთ).
რაც შეეხება უნდა თქვა-ს — აქ აქცენტი უნდა-ზე კეთდება, თქვა-ზე თუ სხვა ქვეტექსტი იგულისხმება — ეს, სურვილის შემთხვევაში, „წვრილმანი კინკლაობის მოყვარულთა საზოგადოების“ წევრებმა განსაჯონ „მნიშვნელოვანი საქმეებისაგან“ მოცლის ჟამს.
თქვენი წვლილის მქონე მომხმარებელს სასურველია შეეძლოს „აკადემიური ზომიერების“ დაცვა, მაგალითად , ასეთი ფორმით — ამის შესახებ შეგეძლოთ გეთქვათ ან მხოლობითში — შეგეძლო გეთქვა, ეს — უნდა თქვა — იმავე კლასიკიდანაა.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ აჯობებს დავასრულოთ ეს არაფრისმომცემი „ფსევდოეპისტოლარული“ აბსურდი და „კაზმულსიტყვაობა“. ერთმანეთის მიმართ სანიმუშო თუ არა ცოტა მეტი ადამიანური დამოკიდებულება, გულისხმიერება და ურთიერთპატივისცემა გამოვიჩინოთ.
მადლობას შემდგომი დაყვედრების მიზნით ნურავის გადავუხდით. ასეთი მადლობა არავისგან გვესიამოვნება — არც უცხოსგან, არც შინაურისგან. ინფოდაფების გასწორება-არგასწორების საბაბით უარყოფით ემოციებს ნუ დავუტოვებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვათა სასეიროდ გავიხდით თავს. მითუმეტეს, რომ კომედიანტების დეფიციტს სამყარო არც წარსულში განიცდიდა, არც ახლა განიცდის და როგორც ჩანს, არც მომავალში ემუქრება რაიმე საფრთხე ამ თავისებურ, ვისთვის — მოწოდებას და ვისთვის — პროფესიას.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ ეს არც დამოძღვრაა, არც დიდაქტიკა და არც სხვა რაიმე დამრიგებლობითი შინაარსისა თუ მორალისტური პათოსის გამომხატველი „სააღგდომო ეპისტოლე“. ეს ის რეალობაა, რაც გვაერთიანებს (თუ გვყოფს — ვისთვის როგორ) ყველას, იმის მიუხედავად თუ როგორ ხასიათზე ვართ და დედამიწის რომელ განედში ვიმყოფებით. არაფერი გვაქვს არც ირონიის და არც სარკაზმის საწინააღმდეგო, მაგრამ ვეჭვობ, რომ ლაო-ძის სიბრძნე და ციცერონის შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი რეალობის არათუ უარყოფას, მის ოდნავ კორექტირებასაც კი — ვერც თქვენი ირონიული ღიმილი, ვერც ნიშნის მოგება და ვერც ესა თუ ის კონსტიტუციური, საჯარო-სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ წარმოსახვითი უფლებამოსილება ვერ შეძლებს. კეთილად ბრძანდებოდეთ. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:50, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები

გაუმარჯოს. ვიკიპედიის პრინციპების მიხედვით, სტატიაში ამდენი გარე ბმული დაუშვებელია, სტატია ბმულების საცავი არ არის, სრულად დაირღვა სტრუქტურა. — Mikheil მიწერა 16:59, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. შენიშვნისთვის დიდი მადლობა. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:10, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

შესაბამისად, მოხდება ზედმეტი ბმულების ამოღება, დარჩება მხოლოდ აუცილებელი, რამდენიმე, როგორც სხვა ვიკიპედიებშია და როგორც ამას ვიკიპედია ითვალისწინებს. ამჟამად, ისე ჩანს, თითქოს ტექსტი უმნიშვნელოა და სტატიის მთავარი ნაწილი ბმულების ეს სექციებია. — Mikheil მიწერა 17:13, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენიშვნისთვის. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:21, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:42, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების გადატანა

გამარჯობა, ვნახე თქვენი ცვლილებები კატეგორიები რომ გადაგაქვთ. რა მაინტერესებს იცით? ბარსელონა-ს შემთხვევაშიც ეგრე იქნება? --ჯაბა 1977 15:51, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ეგრე იქნება. მაგას მოგვიანებით გადავიტან, იმიტომ, რომ საჭირო იქნება კატეგორიის ჩასწორება სტატიებში ინდივიდუალურად, რაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით „ბარსელონას“ შემთხვევაში უფრო მეტია. რაც შეეხება უკვე გატანილ კატეგორიებს, დადგენილი წესის მიხედვით, რასაკვირველია, ყველგან ჩავასწორე. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 16:01, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაშინ მინდა ეს წაიკითხოთ დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში და ყურადღება მიაქციოთ მესამე მუხლს. --ჯაბა 1977 16:36, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

3. ბრუნებისას იკვეცება ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა... თუ ამ პუნქტს გულისხმობთ, საქმეც იმაშია, რომ ამ მესამე მუხლში მოყვანილი მაგალითები არათუ მოძველებული, არამედ — მთლიანად მცდარია — და თუ ადრე აღნიშნული გეოგრაფიული სახელები ამ ფორმით იხმარებოდა — არც მაშინ იყო მართებული, რადგან ბრუნების ამგვარი თვითნებური ფორმა უგულებელყოფს ქართულში საკუთარ სახელთა ბრუნების დამკვიდრებულ წესებს, რომლის მიხედვით (ერთეული გამონაკლისების გარდა) აუცილებელია ფუძისა და ბრუნვის ნიშნის განსხვავება (რომ ვიცოდეთ თანხმოვანფუძიანია სახელი თუ ხმოვანფუძიანი) — ასე რომ, უნდა იყოს არა ბარსელონა → ბარსელონისა; არამედ — ბარსელონა → ბარსელონასი; და ა.შ.
შეგიძლიათ სპეციალისტებთან გადაამოწმოთ. შეთანხმების მიღწევამდე კი დარჩეს ყველა კატეგორია ისე როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:05, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს თუ ძველია. მოდით მაშინ 2002 წელს შუქრია აფრიდონიძის წიგნიდან ციტატა წაიკითხეთ ამ განხილვის გვერდზე. --ჯაბა 1977 17:10, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, საჭიროა განვასხვავოთ საზოგადო სახელთა ბრუნების წესი და საკუთარ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, გეოგრაფიულ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, ჩვენში დამკვიდრებული ფორმები და ისიც, რომ არსებითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი (ერთი ფუძისაგან შედგენილი) ან რთული (ორი ან მეტი ფუძისაგან შედგენილი) და ა.შ. საზოგადო სახელებია მაგ.: ცა, მიწა, მთა, გზა და ა.შ. საკუთარი სახელებია მაგ.: ზაზა, ილია, ვაჟა, შორენა და ა.შ. თუ პირველ შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ცის, მიწის, მთის, გზის და ა.შ. მეორე შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ზაზას, ილიას, ვაჟას, შორენას და ა.შ. და არა ზაზის, ილიის, ვაჟის, შორენის და ა.შ. ამ შემთხვევაში, „ბარსელონა“ არის კონკრეტული კლუბის (როგორც ადამიანის) საკუთარი და არა საზოგადო ან გეოგრაფიული სახელი, რომელიც ხმოვანფუძიანი საკუთარი (და არა საზოგადო) სახელის წესის შესაბამისად უნდა ვაბრუნოთ. სწორედ ეს არის პრინციპული განსხვავება აქ მოყვანილი — ევროპა — ევროპის... ; რაჭა — რაჭის... ; ორთაჭალა — ორთაჭალის — ამ მაგალითებისგან. სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება, ფუძეკუმშვად და ფუძეუკუმშველ, თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან, ფუძეკვეცად, ფუძეუკვეცელ და კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება, ასევე, თავისებური საზოგადო სახელების ბრუნება და კიდევ მრავალი ასეთი რამ. თუმცა, საკითხის გართულების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული შეთანხმების მიღწევამდე — იყოს ყველა კატეგორია იმ ფორმით როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:43, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ის რაც შეცვალეთ წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან პარმა, ვიჩენცა, ჩეზენა. გარდა ამისა მინდა იცოდეთ, რომ დაარღვიეთ წესი და განხილვის გარეშე გააკეთეთ სადაო გადატანა. არაფერია შესათანხმებელი. ყველაფერი ცხადია წესების მიხედვით. გთხოვთ დააბრუნოთ ცვლილებები უკან. --ჯაბა 1977 19:45, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ცვლილებები უკან დავაბრუნე. წესის დარღვევისთვის რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდი. დაზუსტებისათვის, რაც შეეხება შემდეგ კატეგორიებს: მონცას ფეხბურთელები, რომას ფეხბურთელები‎, პიაჩენცას ფეხბურთელები‎, ნოვარას ფეხბურთელები‎, ჯენოას ფეხბურთელები‎ — როგორც ჩანს უნდა იყოს — მონცის ფეხბურთელები, რომის ფეხბურთელები‎, პიაჩენცის ფეხბურთელები‎, ნოვარის ფეხბურთელები‎, ჯენოის ფეხბურთელები‎, რადგან მათი სახელწოდებებიც წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან — მონცა, რომი, პიაჩენცა, ნოვარა, გენუა. ამ შემთხვევაში არ ქონია წესის დარღვევას ადგილი, თუ მათი ამ ფორმით წარმოდგენა შეთანხმების საფუძველზე მოხდა? ანდა ამ ფორმით წარმოდგენილ შემდეგ კატეგორიებზე, სადაც კლუბების სახელწოდებები წარმოქმნილია ასევე, გეოგრაფიული სახელებიდან — აროკას ფეხბურთელები (Arouca, Portugal), ბანკა-ბისტრიცის დუკლას ფეხბურთელები (დუკლა)‎, ბასტიას ფეხბურთელები (Bastia), გაბალას ფეხბურთელები (გაბალა)‎, გაგრას ფეხბურთელები (გაგრა),‎ დეპორტივო ლა-კორუნიას ფეხბურთელები (ლა-კორუნია),‎ დორადოს დე სინალოას ფეხბურთელები (სინალოა), ელისტას ურალანის ფეხბურთელები (Элиста), ვალეტას ფეხბურთელები (ვალეტა), ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები‎ (Алания), კერკირას ფეხბურთელები (კერკირა), კოკოლას კპვ-ს ფეხბურთელები‎ (Kokkola), ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები‎ (გურია), ლარნაკას აეკის ფეხბურთელები‎ (ლარნაკა), ნაკ ბრედას ფეხბურთელები (ბრედა),‎ ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგას ფეხბურთელები (ვოლგა), ნოვი-სადის ვოივოდინას ფეხბურთელები‎ (ვოევოდინა), რეალ სარაგოსას ფეხბურთელები (სარაგოსა), სარანსკის მორდოვიას ფეხბურთელები (Мордовия)‎, საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები (ჩიხურა), უელვას რეკრეატივოს ფეხბურთელები (უელვა)‎, უფას ფეხბურთელები (უფა), ხაშურის ივერიას ფეხბურთელები (ივერია)... — ამ შემთხვევებში სხვა წესი მოქმედებს, რაიმე „მომიჯნავე“ ბრუნების წესს ექვემდებარება თუ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე? სასურველი იქნებოდა გარკვეული მითითების, მინიშნების ან რჩევის სახით დაგვხმარებოდით, რომ წარმოდგენილ ნიმუშთა შორის არსებით განსხვავებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება — მომავალში მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს როგორც წესის დარღვევისთვის, ასევე, შექმნილი გარკვეული უხერხულობისთვისაც. იმედია, ამჯერადაც გულისხმიერად და კეთილგანწყობით მოეკიდებით გეოგრაფიული სახელებიდან წარმოქმნილ სახელწოდებებში არსებულ ამ და სხვა — ბრუნების წესებთან დაკავშირებულ ერთგვარ შეუსაბამობათა აღმოფხვრისა და შეძლებისდაგვარად მართებულად გადაჭრის საკითხს. ყოველთვის მადლიერებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და განხილვის გარეშე არცერთ არათუ სადაო, არამედ არასადაო გადატანასაც კი არ გავაკეთებ. ამასთან, საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება აქ წარმოდგენილი კატეგორიების ნიმუშებთან დაკავშირებით. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:45, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, რომ გაგებით მოეკიდეთ ჩემს თხოვნას. მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს ა რჩება იმ შემთხვევაში თუ სახელწოდება ნაწარმოებია ადამიანის სახელისაგან. ეს არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმა და ერთიანად ვრცელდება ყველა საკითხზე. მადლობა კიდევ ერთხელ. --ჯაბა 1977 05:05, 6 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ფაილი

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg უნდა შეავსოთ

{{არათავისუფალი ფაილი
| აღწერა       = 
| წყარო      = 
| თარიღი = 
| ავტორი         = 
| ნაწილი          = 
}}
{{არათავისუფალი ფაილი/სგდ
|სტატია         = სტატია 1
|მიზანი           = 
| ჩანაცვლებადობა   = 
| სხვა         = 
}}

--Melberg განხილვაწვლილი 06:06, 9 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg შესავსები თქვენს მიერ მოწოდებული თარგი:არათავისუფალი ფაილი შევსებულია. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:20, 9 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, ყველაფერი სწორადაა :) მადლობა!--Melberg განხილვაწვლილი 05:02, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურა

გამარჯობა. ლიტერატურაში ვუთითებთ იმ წიგნებს, რომელიც გამოვიყენეთ სტატიაში და არა იმათ, რომლებიც ამ სტატიის შესახებ გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ ისინი არ გამოგვიყენებია. ამისათვის შეიძლება ვიხმაროთ ქვეთავი "რეკომენდირებული (ან "რეკომენდებული" ქართულად რომელიცაა სწორი) ლიტერატურა". გიო ოქრო 21:11, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. როგორც მივხვდი, თქვენი რეკომენდაციის მიხედვით უმჯობესია მივუთითოთ არა ლიტერატურა არამედ ბიბლიოგრაფია — ანუ რეკომენდებული ლიტერატურა, როგორც რაიმე საგანთა თუ საკითხთა შესახებ არსებული ლიტერატურის სია — ალბათ ამას გულისხმობთ. ვფიქრობ მართებული შენიშვნაა. იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი შენიშვნის შინაარსი, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად, დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:39, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Arkaitz1974: ზუსტად მიხვდით, წარმატებები. გიო ოქრო 06:03, 11 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ მე პირადად რეკომენდებული ლიტერატურა უფრო მისაღებად მიმაჩნია, რათა მომავალში არავის არ შეეშალოს და ბიბლიოგრაფია ლიტერატურად არ გადააკეთოს (ასეთი შეიძლება მოხდეს, რა იგულისხმება ბიბლიოგრაფიაში თუ ვერ მიხვდებიან). გიო ოქრო 06:07, 11 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ გვერდიც მიუთითოთ ნელი სალაძე.--ცანგალა 19:57, 13 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინდირა განდი მწერალი?

გამარჯობა, ინდირა განდი მწერალი იყო (ნამდვილად არ ვიცი, ვკითხულობ) {{ინფოდაფა მწერალი}} რომ ჩაუსვით? --Wiki - ჯაბა 05:04, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ან სონია განდი? --Wiki - ჯაბა 05:13, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
აღნიშნული წიგნების ავტორად ინდირა განდია მითითებული — Books by Indira Gandhi და Books by Indira Gandhi, ხოლო აღნიშნული წიგნების ავტორად მითითებულია სონია განდიSonia Gandhi’s Books — თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, მიმანიშნეთ და თარგს ამოვიღებ. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 05:16, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ ინდირა განდის უნდა ჩავუსვათ ინფოდაფა ლიდერი, რადგან საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. --Wiki - ჯაბა 05:22, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მართებული შენიშვნაა ინფოდაფა ლიდერის ჩასმასთან დაკავშირებით — ცხადია, რომ საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:46, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

სონიას მიმიხედე, ინდირას შესახებ მე ვაპირებ სტატიის განვრცობას. --Wiki - ჯაბა 14:32, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

თარგი გასასწორებელია, რამდენიმე მკვდარი ბმულია ხოლმე. --ცანგალა 16:29, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

იხ.ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:ავტორიტეტული წყაროები — თარგს აქვს პრობლემა და გადაწყდა, რომ შეწყდეს მისი გამოყენება, სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება.--ცანგალა 19:03, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მანუჩარ მაჩაიძე

გამარჯობა, Arkaitz1974. ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული სტატიაში. კარგი იქნება რჩეულობაზე თუ წარვადგენთ. თქვენ რას ფიქრობთ? Gobrona განხილვაწვლილი 20:30, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე ვეთანხმები გობრონას--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:57, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: ვფიქრობდი, გარკვეული ინფორმაციის დამატებას, კერძოდ — ქვეყნის პირველობის, სათასო და საერთაშორისო მატჩებში მისი მონაწილეობის, აგრეთვე სპეციალისტების მხრიდან მისი თამაშის სტილისა და ზოგადად, როგორც ფეხბურთელის შეფასების შესახებ. ორიოდე კვირით რომ მოგვეცადა და შემდეგ ერთად გადაგვეხედა ხომ არ აჯობებდა? --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:03, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ შესავსებია სტატია, ეგრე ჯობია. მაშინ დაგელოდებით რამდენიც საჭირო იქნება. Gobrona განხილვაწვლილი 07:26, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: მადლობა, მინდა იცოდეთ რომ ძალიან ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, ყურადღებას და გულისხმიერებას, რასაც უხვად და ულევად გისურვებთ ასევე თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:10, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირიქით მადლობა, რომ ასეთი კარგი და ხარისხიანი სტატიები შემოგაქვთ ვიკიპედიაში. Gobrona განხილვაწვლილი 08:17, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, Arkaitz1974. ეს სურათი წაშლის კანდიდატია ვიკისაწყობში.Gobrona განხილვაწვლილი 16:43, 9 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

აკადემიური წერის სტანდარტი

3. აზრის სრულყოფილად ჩამოყალიბება

დამკვიდრებულია მცდარი მოსაზრება, რომ სამეცნიერო ენა რთული უნდა იყოს. ხშირია მიდრეკილება რთული წინადადების აგებისადმი. პირიქით, ნაშრომის სიმდიდრე ვლინდება აზრის ლაკონიურად გადმოცემაში. მნიშვნელოვანია, აზრი იყოს ღრმა, ხოლო გადმოცემული მაქსიმალურად მარტივი ენით. სამეცნიერო ნაშრომის ავტორი უნდა ერიდოს მაღალფარდოვან ფრაზებს. ავტორმა არ უნდა გამოიყენოს არცერთი ზედმეტი სიტყვა. ზედმეტი სიტყვა ქმნის აზრის არასწორად გაგების საფრთხეს. ის ყურადღებას უდუნებს (უფანტავს) მკითხველს და შესაძლებელია, მისი ყურადღება მნიშვნელოვნიდან უმნიშვნელოზე გადაიტანოს. ხშირად მკითხველი „ნეიტრალური“ სიტყვის მიღმა ეძებს შინაარსს, რომელიც ავტორს არ უგულისხმია. ასევე მაღალფარდოვანი ბუნდოვანი ფრაზა ხანდახან შეუძლებელს ხდის ავტორის სათქმელის გარკვევას. მნიშვნელოვანია სწორი კავშირების გამოყენება. სწორი კავშირი კრავს ტექსტს და საკითხების თანმიმდევრული და სწორი აღქმისათვის შეუცვლელია. ის დამატებითი ბერკეტია სხვადასხვა წინადადების დაწერის მიზნის გასარკვევად. მაგალითად, სიტყვა „უპირველესად“ მიუთითებს მსჯელობის საწყისს, პირველ არგუმენტს, „შემდგომ“ - მომდევნო არგუმენტს, „დაბოლოს“ ასრულებს ტექსტს დამაგვირგვინებელი არგუმენტით. „შემდგომის“ ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია სიტყვების „აგრეთვე“ ან „ასევეს“ გამოყენება. კონტრარგუმენტს ასევე წინ უძღვის ყურადღების გამამახვილებელი სიტყვა, მაგალითად: „ამასთან“, „თუმცა“. როდესაც ავტორს სურს ორი ურთიერთდაკავშირებული არგუმენტის გამოყენება, მკითხველის ყურადღების გამახვილება ხდება „ერთი მხრივ“ და „მეორე მხრივ“ გამოყენებით. უპირატესობა ენიჭება მოკლე წინადადებებს. თუმცა აზრის სიზუსტე ფრაზის სიმარტივის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

ბსუ-ში ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესი

4.გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია რეკომენდებულია შედგეს შემდეგნაირად:

ა) წიგნი ერთი ავტორით — მაგალითი: ზანდუკელი ფიქრია, „წერილები საბავშვო ფოლკლორზე“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი. 1980;

ბ) წიგნი ორი ან მეტი ავტორით — მაგ.: კეკელიძე კორნელი, ბარამიძე ალექსი, „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი. 1975;

გ) წიგნი ავტორის გარეშე — მაგალითი: ანდაზა წიგნში: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება“, თბილისი. 1960;

დ) ჟურნალის/გაზეთის ან სხვა სახის პერიოდული გამოცემის სტატიის აღნიშვნა — მაგალითი: ერთელიშვილი ფარნაოზ, „ანდაზის ცნების საკითხისათვის“, ჟ. „მნათობი“. № 3, თბილისი. 1957;

ე) რედაქტორის ან კომპილატორის მითითება — მაგალითი: დუდუჩავა მამია, (რედაქტორი), „ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი. 1975;

ვ) ენციკლოპედიის ან ლექსიკონის აღნიშვნა (დამოწმება) ხდება ავტორის (ავტორთა გვარების) ან სათაურის მითითებით, ზუსტად ისე, როგორც შიდატექსტური დამოწმების ზემოაღნიშნულ პუნქტებშია მოცემული — მაგალითად: „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, ტ. I, რედაქტორი არაბული ავთანდილ, თბილისი. 2008;

ზ) ბიბლიის დამოწმების შემთხვევაში — ფრჩხილებში ჩაიწერება დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბიბლიური წიგნის შემოკლებული სახელწოდება, სასვენი ნიშანი — წერტილი, შესაბამისი თავის ნომერი, სასვენი ნიშანი — ორწერტილი, ბიბლიის შესაბამისი მუხლი, მაგალითად: (დაბ., 15:21); ან (გამ., 15:16);

თ) გამოუქვეყნებელი ინტერვიუს ან საავტორო ხელნაწერის მითითების შემთხვევაში — მაგალითად: ჩხაიძე ალექსანდრე, „სკოლა-88“. ხელნაწერი, ბათუმი. 1978;

ი) თეზისები ან სადისერტაციო ნაშრომის დასკვნები (დებულებები) მიეთითება — მაგალითად: ჩოხარაძე თამარ, „სახელი სამხრულ კილოებში“, სადოქტორო დისერტაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი. 2017;

კ) პატენტის აღნიშვნის შემთხვევაში უნდა მიეთითოს: გვარი, ინიციალი, სრული სათაური. გამოცემის ადგილი, პატენტის ნომერი, გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი, განაცხადის შეტანის თარიღი — მაგალითად უცხოენოვან ნაშრომში: Cunningham Brian T. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007;

ლ) საარქივო მასალის აღნიშვნის შემთხვევაში — მაგალითად: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე №102. 1949;

მ) ინტერნეტიდან ელექტრონული დოკუმენტის ან მასალის შემთხვევაში მიეთითება ავტორის გვარი, სახელი (ინტერნეტში პუბლიკაციის თარიღი), დოკუმენტის სათაური, ნაშრომის სათაური სრულად, ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი და საიტის მისამართი — მაგალითად:

ინტერნეტ-წიგნი — დიუმა ალექსანდრე. (ოქტომბერი, 2016). „კავკასია“. მოძიებულია 1 მაისი, 2017, https://4love.ge/wignebi/120012-aleqsandre-diuma-kavkasia.html

საგაზეთო სტატია ინტერნეტიდან — ხარშილაძე ირმა. (თებერვალი, 2017). „რუსულ ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა და ქართველ იუნკრებს მტერთან ბრძოლის გასაგრძელებლად გაუხსნა გზა“. მოძიებულია 1 მაისი, 2017, http://www.kvirispalitra.ge/history/33707-qrusul-tyviamfrqvevs-skheulith-gadaefara-da-qarthvel-iunkrebs-mterthan-brdzolis-gasagrdzeleblad-gaukhsna-gzaq.html

ჟურნალის სტატია ინტერნეტიდან — კარელიძე თამარ. (აგვისტო, 2016). „ქიმიური იარაღი დამასკოს გარეუბანში — რა შეეშალა დასავლურ მედიას?“ მოძიებულია 1 მაისი, 2017, https://www.mediachecker.ge/wiki/tendenciebi/article/48955-qimiuri-iaraghi-damaskos-gareubanshi-ra-sheeshala-dasavlur-medias

ნ) ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე ნაშრომი (ცალკე ან თანაავტორობით) ან ერთი და იგივე ნაშრომი (გაგრძელებებით) რამდენიმე ნომერში სამეცნიერო ნაშრომში უნდა მიეთითოს ანბანური განრიგით, მაგალითად: (კაკაბაძეა 1921ა: 21), (კაკაბაძე 1921ბ: 27).

სიტყვათა სწორი და არასწორი ფორმები

განახლდა: 22 ოქტომბერი, 2020[1][2]

წყარო, სადაც არასწორი ფორმა წარმოდგენილია, როგორც სწორი
სწორია არასწორია
აგრემც ასემც
ადეკვატური ადექვატური
ავთენტიკური აუთენტიკური
ავითარებს ანვითარებს
ავითარებდა, ავითარებდეს ანვითარებდა, ანვითარებდეს
ათი წლის წინ ათი წლის უკან
ამა თუ იმ ამათუიმ
ამას წინათ ამასწინათ
ამაღამდელი ამღამინდელი
ამსგავსებს ამგვანებს
ანეკდოტი ანეგდოტი
ან კი ანკი
არ აქვს არა აქვს
არათუ · ქეგლ, გვ. 36 არა თუ
არა მარტო არამარტო
არა მხოლოდ არამხოლოდ
არაოდეს · არაოდეს · ქეგლ, გვ. 36
არასდროს · არასდროს · ქეგლ, გვ. 37
არასოდეს · ქეგლ, გვ. 37
არაერთი არა ერთი
არყოფნა · ქეგლ, გვ. 38 არ ყოფნა
არა ერთი და ორი არაერთი და ორი
არაერთხელ · ქეგლ, გვ. 36 არა ერთხელ
არა ერთხელ და ორჯერ არაერთხელ და ორჯერ
არა მარტო არამარტო
არაუადრეს · არაუადრეს · ქეგლ, გვ. 37 არა უადრეს · არა უადრეს
არაუგვიანეს · ქეგლ, გვ. 37 არა უგვიანეს
არაუმეტეს · არაუმეტეს · არაუმეტეს · ქეგლ, გვ. 37 არა უმეტეს
არა უშავს რა არაუშავს რა
არდადეგები არდადაგები
არც ერთი არცერთი
არცთუ არც თუ
არც ერთხელ არცერთხელ
არც კი არცკი
ასეთი ესეთი
ასეთნაირი ესეთნაირი
ასხვავებს ანსხვავებს
აღვნიშნე ავღნიშნე
აღვნიშნოთ ავღნიშნოთ
ახლა ეხლა
ახლახან ახლახანს

სწორია არასწორია
ბაკქანალია ვაკხანალია, ბაკხანალია
ბაფთა ბაბთა
ბებიაქალი ბებია ქალი
ბეჰემოთი ბეჰემოტი
ბეჭდვა ბეჭვდა
ბიზნესგეგმა ბიზნეს გეგმა
ბიზნესიდეა ბიზნეს იდეა
ბიზნესკლასი ბიზნეს კლასი
ბოდიშის მოხდა ბოდიშის გადახდა
ბრტყელი · ქეგლ, გვ. 64 პრტყელი

სწორია არასწორია
გაათავისუფლა გაანთავისუფლა
გაათავისუფლეს გაანთავისუფლეს
გაგათავისუფლეს გაგანთავისუფლეს
გაუთავისუფლებია გაუნთავისუფლებია
განასახიერებს · ასახიერებს · ქეგლ, გვ. 39 ანსახიერებს
გაათავისუფლებს · ქეგლ, გვ. 68 გაანთავისუფლებს[3]
გაეკეთებინა გაეკეთებია
გაამართვინა გაამართია
გათავისუფლდება · ქეგლ, გვ. 68 განთავისუფლდება
გამიხარდა გამეხარდა
განასახიერა გაასახიერა
განაცვიფრებს გაცვიფრებს
განეახლებინა გაეახლებია
განვასხვაოთ განვასხვავოთ
განვაცალკეოთ განვაცალკევოთ
გათავისუფლება // განთავისუფლება · ქეგლ, გვ. 124
განთავისუფლდება · ქეგლ, გვ. 124
განთავისუფლებული · ქეგლ, გვ. 124
განმათავისუფლებელი, გამათავისუფლებელი განმანთავისუფლებელი, გამანთავისუფლებელი
გაფართოება გაფართოვება
გეგმური გეგმიური

სწორია არასწორია
დაევალებინა დაევალებია
დაგრეხს დაგრეხავს
დაგლეჯს დაგლიჯავს
დათრგუნვილი, დათრგუნული დათრგუნილი, დათრგუნვული
დასჭირდება დაჭირდება
დასჭირდა, დასჭირვებია დაჭირდა, დაჭირვებია
დასხდნენ დაჯდნენ
დაპროექტება პროექტირება
დაფქვილი, დაფქული დაფქილი, დაფქვული
დაცემენტება ცემენტირება
დაწნეხა დაწნეხვა
დაჰკარგვია დაკარგვია
დაჰქონდა დაქონდა
დაჰყვება დაყვება
დროდადრო დრო და დრო

სწორია არასწორია
ეამა იამა
ეგზოტიკა ეკზოტიკა
ეკვივალენტი ექვივალენტი
ევროკონვენცია ევრო კონვენცია
ენაძლევება ენიძლავება
ენჯეომ, ენჯეოს ენჯეო-მ, ენჯეო-ს
ერთადერთი · ქეგლ, გვ. 220 ერთად ერთი, ერთად-ერთი
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი
ესთეტიკური ესთეტიური
ესეი (ესეის) ესე (ესეს)
ესკორტი ექსკორტი
ეტკინა ტკივილი მიადგა
ექსტრადიცია ექსტრადაცია
ექსპრესიულობა ექსპრესულობა
ექსტრაორდინარული ექსტრაორდინალური
ექსტრავაგანტური ექსტრავაგანტული
ეძახის უძახის

სწორია არასწორია
ვმღერი ვმღერივარ

სწორია არასწორია
თქვენ გვერდით თქვენს გვერდით

სწორია არასწორია
ინტერნეტსივრცე ინტერნეტ სივრცე
იყიდება გაყიდვაშია

სწორია არასწორია
კარდაკარ · ქეგლ, გვ. 350 კარ და კარ
კონცეფცია კონცეპცია

სწორია არასწორია
ლაკონიური ლაკონური
ლაიტმოტივი · ლაიტმოტივი ლაითმოტივი, ლეიტმოტივი · ლეიტმოტივი · ლეიტმოტივი · ლეიტმოტივი
ლაკონიური ლაკონური

სწორია არასწორია
მით უფრო მითუფრო
მით უმეტეს · მით უმეტეს მითუმეტეს

სწორია არასწორია
ნათესაური · ქეგლ, გვ. 350 ნათესავური

სწორია არასწორია
პირადად პირადათ

სწორია არასწორია
რამდენიმეწლიანი რამდენიმე წლიანი
რა თქმა უნდა რათქმაუნდა
რეგიონული რეგიონალური
რუკა რუქა

სწორია არასწორია
სჭირდება ჭირდება
სჭირდებოდა, სჭირდებოდეს ჭირდებოდა, ჭირდებოდეს
სიურპრიზი სურპრიზი

სწორია არასწორია
უარვყოფ; უარვყავი; უარმიყვია ვუარყოფ, ვუარყავი, ვუარმიყვია

სწორია არასწორია
ყოველდღე ყოველ დღე

სწორია არასწორია
ჩამოერთმევა // ჩამოერთვა · ქეგლ, გვ. 517 ჩამოერთმია

დანიელ პასარელა‎

დანიელ პასარელა — სტატიებში ენციკლოპედიური ტექსტები უნდა იყოს და არა სპორტული პორტალების მსგავსი. აქ სამწერტილი სრულიად ზედმეტია. გიო ოქრო 08:47, 21 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: გეთანხმებით, ნამდვილად მართებული შენიშვნაა, ენციკლოპედიური ტექსტისთვის სამწერტილი სრულიად ზედმეტია. მადლობას გიხდით, როგორც ყურადღებისთვის, ასევე ამომწურავი განმარტებისთვის. საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 09:07, 21 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

ვინგერი

გამარჯობა, Arkaitz. ვინგერი იგივე გარემარბი არაა? Gobrona განხილვაწვლილი 11:47, 15 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. როგორც ვიცი აქამდე ასე იყო, მაგალითისთვის — გარეთ ბეილი, არიენ რობენი, ედენ აზარი და ანხელ დი მარია სათამაშო პოზიციის მიხედვით ვინგერები (Winger), იგივე გარემარბები არიან.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:33, 16 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, გაიხარე. Gobrona განხილვაწვლილი 13:39, 16 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია

გამარჯობა, Arkaitz, როდესაც კატეგორიას სახელს უცვლით, გადამისამართებას აუცილებლად წაშლის თარგი უნდა ჩაუსვათ. Gobrona განხილვაწვლილი 20:54, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. წაშლის თარგის ჩასმასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიცოდი. მადლობა რომ მითხარი ამის შესახებ, გაიხარე.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 02:21, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბიძინა მახარობლიძე

გამარჯობა, Arkaitz. იქნებ გადახედო სტატიას, ეროვნული ლიგის საიტზე ვნახე მისი პროფილი და იქ საერთოდ არ წერია „ცხინვალში“ რო თამაშობდა. Gobrona განხილვაწვლილი 18:26, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. გადავხედე სტატიას ბიძინა მახარობლიძე, რომლის ინტერნეტ რესურსებში მითითებულია საიტი Soccerway — როგორც ჩანს ამ საიტიდან უნდა იყოს აღებული მისი პროფესიონალური კარიერის შესახებ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია. რაც შეეხება ეროვნული ლიგის საიტს — აქ ბიძინა მახარობლიძის პროფესიონალური კარიერის სრული მონაცემები არ არის წარმოდგენილი.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:41, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამოხატეთ თქვენი აზრი თუ გსურთ

https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:შემოწმება/მოთხოვნა#კენჭისყრა_2 --M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:42, 2 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სქოლიო

  1. intermedia.ge
  2. Media Checker
  3. კომენტარი — გა- ზმნისწინი ზოგ ზმნასთან გამოიყენება მხოლოდ ძველი ფორმით: გან- – განხორციელება, განკურნება, განვითარება, განსახიერება... ზოგ ზმნასთან კი გვხვდება როგორც ძველი, ისე ახალი ფორმით: განთავისუფლება// გათავისუფლება... არ შეიძლება ამ ზმნისწინის გათიშვა და გა-სა და ნ-ს შორის ხმოვნის ან თანხმოვნის ჩასმა: გაანთავისუფლა, გაუნთავისუფლებია... ასევე დაუშვებელია ნ თანხმოვნის გამოყენება გა-ს გარეშე ან მის წინ ხმოვნის ჩართვა: ნკურნავს, ანთავისუფლებს, ანხორციელებს... სწორია: ათავისუფლებს, გაათავისუფლებს, გაათავისუფლა, გაუთავისუფლებია... ახორციელებს ან განახორციელებს, განავითარებს, განასახიერებს და არა: ანთავისუფლებს, გაანთავისუფლებს, გაანთავისუფლა, გაუნთავისუფლებია... ანხორციელებს, ანვითარებს, ანსახიერებს...

სერგო შუდრა

მოგესალმებით. როგორც ვატყობ ფეხბურთის თემით დაინტერესებული ხართ. შეგიძლიათ ამ სტატიას ცოტა ხელი შეავლოთ? მადლობა. გიო ოქრო 10:08, 3 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2017.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:13, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:14, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2018.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:14, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2012.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:15, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. Early Years.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:15, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეტყობინება

გამარჯობა, საავტორო უფლებების შესახებ განზრახულად მცდარი ინფორმაციის განთავსება აკრძალულია ვიკიპედიის წესებით და საქართველოს კანონმდებლობით. --Melberg მიწერა 14:38, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეტყობინებისა და ყურადღებისთვის, ხომ ვერ მიმითითებდით განზრახულად მცდარ ინფორმაციაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 14:44, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავიწყოთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. Early Years.jpg ამ ფოტოთი. თქვენს მიერ გამოყენებულ თარგში წერია: „საავტორო უფლებების მფლობელი ამ სურათის გამოყენების უფლებას იძლევა, იმ პირობით, რომ მასალის გამოყენებისას მითითებული იქნება საიტის მისამართი“. საავტორო უფლებების ფლობის ორი ვარიანტია - ერთი, ფოტოგრაფმა გადაიღო კონკრეტული ადამიანის თხოვნით და არსებობს საავტორო უფლებების გადაცემის დამადასტურებელი საბუთი, ან მეორე - თავად ფოტოგრაფი გამოხატავს თანხმობას, რომ აღნიშნული მედია ფაილი გამოყენებული იქნას ვიკიპედიაში (რაც იგივეა, რომ CC-BY-SA ლიცენზიით გავრცელდეს). რომელი შემთხვევაა ამ ფაილთან დაკავშირებით? --Melberg მიწერა 15:01, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: დიდი მადლობა პასუხისთვის, თქვენი მოსაზრება სავსებით გასაგებია. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით გარკვეული რჩევის სახით ხომ ვერ დამაკვალიანებდით კონკრეტულად ამ ფოტოს გამოყენება ვიკიპედიაში რომელი თარგის გამოყენებით იქნებოდა მართებული. კიდევ ერთხელ წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 15:17, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Arkaitz1974:: მკაცრი მიდგომით, არცერთით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ვიკიპედიაში საქართველოში საავტორო უფლებებისადმი არსებული განვითარებადი და პოსტსაბჭოთა გარდამავალი დამოკიდებულება გათვალისწინებულია და შედარებით ლმობიერი დამოკიდებულებაა ინგლისურ ან სხვაენოვან ვიკიპედიასთან შედარებით, ამ ფაილის (და სხვა ფაილების) არსებობა დასაშვებია მხოლოდ {{არათავისუფალი ფაილი}} სრულად შევსების შემთხვევაში.--Melberg მიწერა 15:39, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: სავსებით გასაგებია. თუ შეიძლება, რომ მომავალში მსგავს ან სხვა, მათ შორის საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან რომ მოგმართოთ ხოლმე თქვენგან ერთგვარი კონსულტაციისა თუ რჩევების მიღების მიზნით? P.S. რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს, რასაკვირველია ბოდიშს ვიხდი თქვენ მიერ მითითებული წესების დარღვევის გამო, გარწმუნებთ ეს განზრახ არ გამიკეთებია. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 15:52, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, რა პრობლემაა - პირიქით.--Melberg მიწერა 18:32, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ფაილი:Olaf Thon with Euro 88 Mascot Rabbit Berni.jpg ეს ფაილის არათავისუფალია.--Melberg მიწერა 18:58, 3 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Olaf Thon with Euro 88 Mascot Rabbit Berni.jpg თარგი:არათავისუფალი ფაილი შევსებულია. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 19:05, 3 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები

ორი ერთნაირი ბგერის თავმოყრა ბრუნებისას

ხმოვნების თავმოყრა

ორი ე იწერება ე ხმოვანით ფუძედაბოლოებულ სახელებთან ებ-იან მრავლობითში:

თვეე + ებ -ი → თვეები დღე + ებ -ი → დღეები შრე + ებ -ი → შრეები

ორი ი იწერება ია-ზე დაბოლოებულ სახელებში ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში:

ია + -ის → იის გეოგრაფია + -ის → გეოგრაფიის ფილოსოფია + -ის → ფილოსოფიის ია + -ით →იით გეოგრაფია + -ით → გეოგრაფიით ფილოსოფია + -ით → ფილოსოფიით

ე ხმოვანი არ იკვეცება (არ იკარგება) უცხოური წარმოშობის სახელებში:

კაფე – კაფე-სი/კაფე-თი და არა კაფ-ის/კაფ-ით ბლომანჟე – ბლომანჟე-სი/ბლომანჟე-თი და არა ბლომანჟ-ის/ბლომანჟ-ით

რაღაცა, ვიღაცა ნაცვალსახელების მრავლობითის ფორმებია: ვიღაც-ები, რაღაც-ები... ეს ნაცვალსახელები – ა ხმოვნით ბოლოვდება და ორი – ე-ს თავმოყრა არ არის სწორი: ვიღაცეები, რაღაცეები...

თანხმოვნების თავმოყრა

მოთხრობით ბრუნვაში ორი მ იწერება, თუ სახელის ფუძე მ თანხმოვანზე ბოლოვდება:

კალამ- მა, მარიამ-მა, გურამ-მა, გემ-მა... მიცემით ბრუნვაში ორი ს იწერება, თუ სახელის ფუძე ს თანხმოვანზე ბოლოვდება:

უელს-ს, ლექს-ს, ეპისკოპოს-ს, სინდის-ს, კლას-ს... -ზე თანდებულის დართვისას ორი ზ იწერება, თუ სახელის ფუძე ზ თანხმოვანზე ბოლოვდება:

ასპარეზ-ზე, ხაზ-ზე, კოვზ-ზე... თუ სახელის ფუძე შ-ზე ბოლოვდება და -ში თანდებული დაერთვის, ორი შ დაიწერება:

თეფშ-ში, ბალიშ-ში, ქარქაშ-ში, ულვაშ-ში... -თან თანდებულის დართვის შემდეგ გვექნება ორი თ, თუ სახელის ფუძე თ თანხმოვანზე ბოლოვდება:

ხალათ-თან, გუმბათ-თან... თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ნ თანხმოვანზე, ნარიან მრავლობითში (სახელობითსა და წოდებითში) დაიწერება ორი ნ: ბრძენ-ნი, ბრძენ-ნო, ხელოსან-ნი, ხელოსან-ნო

თანიან მრავლობითში იწერება ორი თ, თუ სახელის ფუძე ბოლოვდება თ თანხმოვანზე: ბარათ-თა, სურათ-თა.

არსებით სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

ვითარებითი ბრუნვის ნიშანია -დ (ხმოვანფუძიან სახელებში), -ად (თანხმოვანფუძიანებში) და არა – თ: ნოველად, წიგნად, ლექსად, სასწავლებლად, სანახავად...

არასწორია: ნოველათ, წიგნათ, ლექსათ, სასწავლებლათ, სანახავათ...

და კავშირით შეერთებულ სახელთაგან კავშირის წინ მდგომი სახელი დაირთავს ბრუნვის ნიშანს და გავრცობილია ა-თი: დასა და ძმას (და არა: დას და ძმას).

მიცემითსა და ნათესაობითში და კავშირით შეერთებულ სახელთაგან თანდებული მომდევნოს დაერთვის:

ზღვასა და ხმელეთზე (და არა: ზღვაზე და ხმელეთზე), ან ოჯახისა და საზოგადოებისათვის (და არა: ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის). ხოლო თუ და-ს წინ რამდენიმე სახელია, ყველა დაირთავს თანდებულს, გარდა და კავშირის წინ მდგომისა: დეკანი ზრუნავდა პროფესორებზე, სტუდენტებზე, წარმატებასა და მომავალზე.

ზოგჯერ გვხვდება შემდეგი სახის შესიტყვება: სიყვარულის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... სწორი იქნება, თუ სიტყვა "გულს" ამოვიღებთ და დავწერთ / ვიტყვით: სიყვარულისათვის, სამშობლოსათვის..

ხშირად წინ და უკან სიტყვების თანდებულებად გამოყენებისას შეცდომებს ვუშვებთ. ეს შეცდომები რუსულიდან სიტყვასიტყვით თარგმნის შედეგია. სწორია:

ორი წლის წინ, ან ათასი წლის წინ - და არა: ორი წლის უკან, ათასი წლის უკან. კანცელარიულ მეტყველებაში არსებობს ასეთი გამოთქმა - ამა თუ იმ დოკუმენტის უკანა რიცხვით გაფორმება, რაც არასწორია. უნდა ვთქვათ: წინა (ან გასული) რიცხვით // თარიღით გაფორმება...

დაიმახსოვრეთ: არასწორია: კენჭისყრები, შიშები, წნევები, შუქები, პრაქტიკები, მუსიკები... ისინი მხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ: კენჭისყრა, შიში, წნევა, შუქი, პრაქტიკა, მუსიკა...

სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები

თანხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობით, მოქმედებითსა და ვითარებით ბრუნვებში, ასევე, -ებ-იან მრავლობითში იკუმშებიან ხმოვნით დაწყებული ბრუნვის ნიშნის დართვის გამო. ფუძიდან ამოვარდება შემდეგი ხმოვნები: ა, ე და ო (ო ზოგჯერ კვალს ტოვებს ვ-ს სახით: მინდორი - მინდვრის). როგორც წესი, იკუმშება ლ, რ, მ, ნ თანხმოვნებზე დაბოლოებული ფუძეები. ე. ი. -ალ, -ამ, -ან, -არ, -ელ, -ემ, -ენ, -ერ, -ოლ, -ომ, -ონ, -ორ მარცვლებზე დაბოლოებული სიტყვები იკუმშება:

მეზობელი - მეზობლის, მეზობლით, მეზობლად მეომარი - მეომრის, მეომრით, მეომრად რძალი - რძლის, რძლით, რძლად საბანი -საბნის, საბნით, საბნად ზოგიერთ სახელს თავისებურება ახასიათებს კუმშვისას: მაგალითად, სიტყვები: ამბავი, ღმერთი და ხუცესი ხმოვანთან ერთად, ფურძიდან თანხმოვანსაც კარგავენ:

ამბავი- ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად ხუცესი- ხუც-ის, ხუც-ით, ხუც-ად ღმერთი- ღმრთის // ღვთის, ღმრთ-ით // ღვთ-ით ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობითსა და მოქმედებითში მოიკვეცენ ორ ხმოვანს: ა-სა და ე-ს. ებ-იან მრავლობითში კი იკვეცება მხოლოდ –ა:

კატა - კატ-ის, კატ-ით – კატ-ებ-ი დღე - დღ-ის, დღით – მაგრამ დღე-ებ-ი უკვეცელია ი-ზე, ო-სა და უ-ზე დაბოლოებული სიტყვები (ერთადერთი გამონაკლისია ღვინო – ღვინ-ის):

ჩაი – ჩაი-ს – ჩაი-თ ოქრო – ოქრო-ს(ი), ოქრო-თი; წყარო – წყარო-ს(ი), წყარო-თი; ყრუ – ყრუ –ს(ი), ყრუ-თი.. ზოგიერთი -ა მაწარმოებლიანი სახელი და ე-ზე დაბოლოებული ნასესხები სახელებიც არ იკვეცება:

კარატე-ს პროპაგანდა, დედოფალა-ს სამოსი, ნაცარქექია-ს ზღაპარი, ჭრიჭინა-ს ჭრიჭინი, წითელა-ს ვირუსი, კაშნე-ს მოხვევა, კაფე-ს პატრონი, კუპე-ს დაჯავშნა, ტირე-ს გამოყენება... ზოგი სახელი ერთდროულად იკუმშება და იკვეცება კიდეც. კუმშვად-კვეცადი სახელებია:

მოყვარე- მოყვრ-ის, მოყვრ-ით, მოყვრ-ად პეპელა- პეპლ-ის, პეპლ-ით, პეპლ-ად ბეგარა ¬- ბეგრ-ის, ბეგრ-ით, ბეგრ-ად ტომარა- ტომრ-ის, ტომრ-ით, ტომრ-ად ქარხანა- ქარხნ-ის, ქარხნ-ით, ქარხნ-ად ქვეყანა- ქვეყნ-ის, ქვეყნ-ით, ქვეყნ-ად ფანჯარა- ფანჯრ-ის, ფანჯრ-ით, ფანჯრ-ად

საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები

ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები მართლწერის თვალსაზრისით თავისებურებებს წარმოაჩენენ.

ისევე, როგორც საზოგადო სახელები, გეოგრაფიული სახელებიც იკუმშება და იკვეცება.

მაგალითი: ჭიათურა - ჭიათურ-ის საჩხერე -საჩხერ-ის ქსანი - ქსნ-ის მტკვარი - მტკვრ-ის დიღომი - დიღმის წილკანი - წილკნ-ის

ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელების ბრუნებისას მართებულია ა მოკვეცილი ფორმები ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში: უგანდ-ის, ინდიან-ის, ჯორჯი-ის, იუტ-ის, ალაბამ-ის... შტატები, ბარსელონ-ის ფესტივალი და ა. შ. (და არა: ჯორჯიას შტატი...). შესაბამისად: ბარსელონ-იდან, კამბოჯი-იდან... (და არა: კამბოჯადან გვესტუმრა...).

ადამიანის საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც იკვეცება. მაგ. შეცდომაა: რუსუდნის, ფარსადნის... სწორია: რუსუდანის, ფარსადანის სასახლე...

ადამიანის საკუთარი სახელების მოთხრობითში, მიცემითსა და წოდებითში გამოყენებისას ი-ზე დაბოლოებული სახელების ბრუნებისას უნდა გავარკვიოთ, -ი ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანი. მაგ.: ი ფუძისეულია: დიმიტრი, სერგი, აკაკი, გიორგი, გივი, ირაკლი, ლალი, ნანული, მერი... ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია: მერაბ-ი, ვახტანგ-ი, რამაზ-ი, თენგიზ-ი, ლევან-ი, ეთერ-ი, თამარ-ი, მარიამ-ი...

თუ საკუთარ სახელს გვართან ერთად ბრუნებისას ჩამოშორდება -ი, მაშინ ეს -ი ბრუნვის ნიშანია. აქედან გამომდინარე, მოთხრობითში იქნება: დიმიტრი-მ, მერი-მ, მაგრამ: ოთარ-მა, ლევან-მა (და არა: ოთარიმ, ლევანიმ). მიცემითში იქნება: დიმიტრი-ს, მერი-ს, მაგრამ: რამაზ-ს, ნესტანს-ს (და არა: რამაზის, ნესტანის ვუთხარი...).

წოდებითში საკუთარი სახელები ბრუნვის ნიშნის გარეშე უნდა იყოს წარმოდგენილი: აკაკი! ემზარ! დალი! ქეთევან! ნანა! მზია! ელენე! ლეილა! გვარების დაწერილობისას გაითვალისწინეთ შემდეგი: ი-ზე დაბოლოებულ უცხოურ გვარებში თუ -ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია (აინშტაინ-ი, პუტინ-ი, ლერმონტოვ-ი, მან-ი), მოიკვეცება და მოთხრობითსა და მიცემითში იქნება: პუტინ-მა, პუტინ-ს...

თუ -ი ფუძისეულია (უმეტესად, იტალიური და ბერძნული გვარები), იგი არ იკარგება და გვექნება: მასტროიანი, ამფიმიადი, ვერდი, ჩერნიშევსკი, ვივალდი, გარიბალდი, ფელინი, მანიანი, დიმიტრიადი... მანიანიმ, ფელინიმ, ბოტიჩელიმ... (და არა: მანიანმა, ბოტიჩელმა...).

წოდებითში ფუძის სახით იქნება: ამფიმიადი! ვერდი! პაგანინი!

ქართული გვარებიდან -ძე-ზე ან -ე-ზე დაბოლოებულები იკვეცებიან ნათესაობითსა და მოქმედებითში:

ბრეგვაძე - ბრეგვაძ-ის, ბრეგვაძ-ით მენაბდე - მენაბდ-ის, მენაბდ-ით მებუკე - მებუკ-ის, მებუკ-ით -ე-ზე დაბოლოებული უცხოური გვარები უცვლელია:

ეზოპე-ს ენა, გოეთე-ს შემოქმედება, ბროსე-ს იუბილე, ჰაინე-ს ლირიკა. -ია, -უა, -ვა-ზე დაბოლოებული გვარები იკვეცება მხოლოდ მრავლობით რიცხვში:

გუნია - გუნი-ებ-ი გაბუნია - გაბუნი-ებ-ი მზარელუა - მზარელუ-ებ-ი ქარდავა - ქარდავ-ებ-ი მონიავა - მონიავ-ებ-ი თანხმოვანფუძიან გვარებს წოდებითში დაერთვის -ო:

აბრამიშვილ-ო! ბოდაველ-ო! არაბულ-ო! ჯიბუტ-ო! ხმოვანფუძიან გვარებთან ბრუნვის ნიშანი არ იწერება:

მამალაძე! გოგელია! იკუმშება შემდეგი გვარები:

წერეთლ-ის, წერეთლ-ით, წერეთლ-ად მაჩაბლ-ის, მაჩაბლ-ით, მაჩაბლ-ად ცაგარლ-ის, ცაგარლ-ით, ცაგარლად ბოდავლ-ის, ბოდავლ-ით, ბოდავლ-ად

ადამიანის ვინაობის აღნიშვნისას ჯერ სახელი იწერება, შემდეგ მამის სახელი და ბოლოს - გვარი. საერთოდ, მამის სახელი უნდა მოსდევდეს საკუთარ სახელს:

არჩილ ლევანის ძე ავალიანი ან ავალიანი არჩილ ლევანის ძე. სახელისა და გვარის ერთად ბრუნებისას მარტო გვარი იბრუნვის:

გივი ბერიკაშვილ-ი გივი ბერიკაშვილ-მა გივი ბერიკაშვილ-ს გივი ბერიკაშვილ-ის გივი ბერიკაშვილ-ით გივი ბერიკაშვილ-ად გივი ბერიკაშვილ-ო

სიის შედგენისას ჯერ გვარი იწერება, შემდეგ - სახელი. სახელი უნდა იყოს წოდებით ბრუნვაში, რადგან ამ შემთხვევაში იგი მიმართვის ფორმაა:

აბუთიძე მერაბ, ბერძენიშვილი რამაზ, გიგაშვილი ეთერ... და არა: აბუთიძე მერაბი, ბერძენიშვილი რამაზი, გიგაშვილი ეთერი... მაგრამ წინადადებაში იგივე სახელი სათანადო ბრუნვაში იქნება: თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჯორბენაძე გურამი.

დაიმახსოვრეთ:

დაუშვებელია საკუთარ სახელთა შემოკლებანი, სადაც გვარის ნაცვლად გვხვდება წოდება:

დ. გარეჯელი, გ. ხანძთელი, გ. მერჩულე.

არ შეიძლება ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების ან დაწესებულებების სახელწოდებებში გამოყენებულ ქართველ მეფეთა თუ ცნობილ მოღვაწეთა სახელების შემოკლება.

მაგ.: დ. აღმაშენებლის გამზირი, თ. მეფის ხიდი, ვ. ფშაველას გამზირი, თ. მღვდლის ქუჩა... - როცა საკუთარ სახელებს წინ უძღვის წოდება-პროფესიის სახელები (ექიმი, პროფესორი, თავადი, გენერალი....), მხოლოდ სახელობითსა, მოთხრობითსა და წოდებით ბრუნვებში ეთანხმებიან სახელს. თუ გვარს წინ უძღვის ბატონი ან ქალბატონი, ესენი ისევე იბრუნვიან, როგორც ნებისმიერი თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი სახელები, ანუ ნათესაობითსა და მოქმედებითში -ი დაბოლოება აქვთ.

პროფესორი ცისკაძე ბატონ-ი თეიმურაზ-ი
პროფესორ-მა ცისკაძე-მ ბატონ-მა თეიმურაზ-მა
პროფესორ ცისკაძე-ს ბატონ თეიმურაზ-ს
პროფესორ ცისკაძ-ის ბატონ-ი თეიმურაზ-ის
პროფესორ ცისკაძ-ით ბატონ-ი თეიმურაზ-ით
პროფესორ ცისკაძე-დ ბატონ თეიმურაზ-ად
პროფესორ-ო ცისკაძ-ე! ბატონ-ო თეიმურაზ!

მსაზღვრელის ა ხმოვნით გავრცობა აუცილებელია, როცა ნათესაობითში დასმული მსაზღვრელი მოსდევს სახელს: მოთხრობა ქიაჩელისა, სპექტაკლი მარჯანიშვილისა, ლექსი ტაბიძისა...

სასულიერო პირთა მიმართვის დროს პარალელურად იხმარება ფორმები:

მამა საბა! ან მამაო საბა! მაგრამ შეცდომაა მამაო ფორმის გამოყენება იქ, სადაც მიმართვა არ გვაქვს: მამაო საბა საუბრობს. ეს იგივეა, რომ ვთქვათ: ბატონო საბა საუბრობს. ასე რომ, უნდა ვთქვათ და ვწეროთ: მამა საბა საუბრობს, მამა საბამ ბრძანა და ა. შ.

წყარო: ქეთევან გოჩიტაშვილი: ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

შეკითხვა

გამარჯობა! ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გწერთ, ადრე მახსოვს პრობლემა გქონდათ გვერდების დამოწმებასთან დაკავშირებით (გვერდები შეუმოწმებლად ინიშნებოდა), ახლა ისევ ფიქსირდება მსგავსი პრობლემა ?. - OTOGI Messages 14:14, 13 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: გამარჯობა! გვერდების დამოწმებასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობდა პრობლემა 2019 წლის სექტემბრიდან, რის შესახებაც პირველად 2019 წლის 1 ოქტომბერს შეგატყობინეთ. 2020 წლის 8 იანვარს ამ პრობლემასთან დაკავშირებით კვლავ შეგეხმიანეთ. როგორც მახსოვს, პრობლემა კვლავ რჩებოდა ივლისის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც, როგორც ჩანს მოგვარდა. ყოველშემთხვევაში, ამ დროისთვის, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. აქვე მინდა მოგმართოთ სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკვე თვენახევარზე მეტია, რაც ფიქსირდება. როდესაც სტატიაში ლიტერატურის წყაროდ მოყვანის დროს ვიყენებთ თარგს — {{sfn|Kelly|2005|p=96}}, {{sfn|ვაგნერი|2000|p=267}} და ა.შ. — სტატიის კატეგორიებში ჩნდება — კატეგორია: Harv and Sfn no-target errors. მაგალითისთვის იხ. სტატია აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950). სასურველი იქნებოდა აღნიშნული ხარვეზის მოგვარება. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 02:26, 14 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. კატეგორიას რაც შეეხება წმინდა ტექნიკური ხასიათისაა და მიდევნების სახისაა. ამჟამად იგი დამალულია. - OTOGI Messages 15:48, 14 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

We sent you an e-mail

Hello Arkaitz1974,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 14:22, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]