ვოევოდინა
| სერბეთის ავტონომიური მხარე | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ვოევოდინის ავტონომიური მხარე სერბ. Аутономна Покрајина Војводина / Autonomna Pokrajina Vojvodina უნგრ. Vajdaság Autonóm Tartomány ხორ. Autonomna Pokrajina Vojvodina სლოვაკ. Autonómna pokrajina Vojvodina რუმ. Provincia Autonomă Voivodina რუსინ. Автономна Покраїна Войводина | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | ნოვი-სადი | ||||
| შიდა დაყოფა | შუა-ბანატის რაიონი, ჩრდილო-ბაჩის რაიონი, ჩრდილო-ბანატის რაიონი, სამხრეთ-ბაჩის რაიონი, სამხრეთ-ბანატის რაიონი, სრემის რაიონი და დასავლეთ-ბაჩის რაიონი | ||||
| კოორდინატები | 45°15′00″ ჩ. გ. 19°51′00″ ა. გ. / 45.25000° ჩ. გ. 19.85000° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 28 სექტემბერი, 1990 | ||||
| ფართობი | 21 614 კმ² | ||||
| ოფიციალური ენა | სერბული ენა, უნგრული ენა, სლოვაკური ენა, რუმინული ენა, ხორვატული ენა და რუსინული ენა | ||||
| მოსახლეობა | 1 740 230 კაცი (2022) | ||||
| სიმჭიდროვე | 80,51 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+01:00]] | ||||
| სატელეფონო კოდი | +381 | ||||
| საავტომობილო კოდი | SRB | ||||
|
| |||||
ვოევოდინა (სერბ. Војводина / Vojvodina, უნგრ. Vajdaság, სლოვაკ. Vojvodina, რუმ. Voivodina, რუსინ. Войводина, ხორ. Vojvodina) — სერბეთის ავტონომიური მხარე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე დუნაის ნაპირებზე. ფართობი 21,5 ათ. კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნოვი-სადი. ჰავა ზომიერი და კონტინენტურია. ნალექები 550-750 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია: დუნაი, ტისა, ტამიში. ჭარბობს შავმიწა სტეპის ლანდშაფტები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VI საუკუნეში ვოევოდინას ტერიტორიაზე სლავები დასახლდნენ, IX საუკუნის ბოლოდან — უნგრელები. 1526-1918 წლებში უნგრეთის სამეფოსთან ერთად ჰაბსბურგთა მონარქიას ემორჩილებოდა. 1848-1849 წლებში ვოევოდინას ტერიტორიაზე სერბმა გლეხებმა მოაწყვეს ანტიფეოდალური გამოსვლები. 1848 წლის მაისში გამოცხადდა ვოევოდინის ავტონომია, რომელიც არ სცნო უნგრეთის რევოლუციურმა მთავრობამ. XIX საუკუნის შუა წლებში სრემის, ბანატისა და ბაჩკის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ვოევოდინის საჰერცოგო, რომელმაც 1860 წლამდე იარსება. 1918 წელს შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) შემადგენლობაში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა შემდეგია:[1]
| ეთნიკური ჯგუფი | მოსახლეობა | პროცენტი |
| სერბები | 1 190 785 | 68,4 % |
| უნგრელები | 182 321 | 10,5 % |
| ბოშები | 40 938 | 2,3 % |
| სლოვაკები | 39 807 | 2,3 % |
| ხორვატები | 32 684 | 1,9 % |
| რუმინელები | 19 595 | 1,1 % |
| იუგოსლავიელები | 12 438 | 0,7 % |
| მონტენეგროელები | 12 424 | 0,7 % |
| რუსინები | 11 207 | 0,6 % |
| ბუნიეველები | 10 949 | 0,6 % |
| სხვები | 33 325 | 1,9 % |
| რეგიონული იდენტობა | 9985 | 1,5 % |
| გამოუცხადებელი | 70 339 | 4,2 % |
| უცნობი | 73 433 | 4,2 % |
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის ენობრივი სტრუქტურა შემდეგია:
| ენა | მოლაპარაკეთა რაოდენობა |
პროცენტი |
| სერბული | 1 329 899 | 76,4 % |
| უნგრული | 169 518 | 9,7 % |
| სლოვაკური | 37 053 | 2,1 % |
| აწინკნური (ბოშური) | 22 891 | 1,3 % |
| რუმინული | 18 038 | 1,0 % |
| ხორვატული | 9298 | 0,5 % |
| რუსინული | 8605 | 0,5 % |
| სხვა | 37 135 | 2,1 % |
| გამოუცხადებელი | 41 783 | 2,4 % |
| უცნობი | 66 010 | 3,8 % |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა შემდეგია:
| რელიგია | მოსახლეობა | პროცენტი |
|---|---|---|
| მართლმადიდებლები | 1 228 326 | 70,6 % |
| კათოლიკები | 243 587 | 14,0 % |
| პროტესტანტები | 47 568 | 2,7 % |
| მუსლიმები | 15 049 | 0,8 % |
| იუდეველები | 196 | 0,01 % |
| ათეისტები | 25 192 | 1,4 % |
| აგნოსტიკები | 2458 | 0,1 % |
| სხვები | 9601 | 0,5 % |
| გამოუცხადებელი | 84 288 | 4,8 % |
| უცნობი | 83 965 | 4,8 % |
ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოევოდინაში 4 ქალაქია 50 000-ზე მეტი მოსახლით:[2]
- ნოვი-სადი: 325 551
- სუბოტიცა: 94 228
- პანჩევო: 73 401
- ზრენიანინი: 67 129
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერბეთის საიტი(ვოევოდინა) დაარქივებული 2008-05-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Atlas of Vojvodina (Wikimedia Commons)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia. ციტირების თარიღი: 24 September 2016
- ↑ Age and sex - Data by settlements. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-25.