თარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანული თარი

თარი (სპარს. تار‎ — „სიმა“, „ძაფი“[1]) — სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი. ამ გამოგონების ზუსტი წარმოშობის ადგილი უცნობია, სავარაუდოდ ითვლება სპარსეთის იმპერიის ტერიტორია. გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ავღანეთში, ერაყში, ირანში, თურქეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თარი წარმოადგენს საბაზისო ინსტრუმენტს აზერბაიჯანულ და ირანულ ტრადიციულ მუსიკაში, რომელმაც ძირფესვიანი გავლენა მოახდინა ამ ქვეყნების კლასიკური მუსიკის მიმდინარეობის ტენდენციაზე.

2012 წლის 5 დეკემბერს თარზე შესრულების აზერბაიჯანული ოსტატობა შეყვანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებათა ნუსხაში.[2]

აზერბაიჯანული თარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარი მე - XX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული თარი აზერბაიჯანული ხელოვნების გამოფენაზე ფრანგულ ქალაქ კონიაკში, 2012 წლის ნოემბერში.
აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტები (მათ შორის თარიც) 1990 წლის სსრკ-ს საფოსტო მარკებზე

თარის ახალი აღმოცენება ხდება მე - XX საუკუნეში. ასე მაგალითად, თარმა დაიკავა წამყვანი ადგილი პირველ ნოტურ სახალხო მუსიკალურ ორკესტრში, რომელიც შეიქმნა 1931 წელს უზეირ ჰაჯიბეკოვის ინიციატივით. სანოტო შესრულების სკოლამ ეროვნულ ინსტრუმენტებზე, რომელიც დააარსა უზეირ ჰაჯიბეკოვმა, კიდევ უფრო გააფართოვა თარის ტექნიკური და მხატვრული შესაძლებლობები.

თარი — ერთ-ერთი ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტებისთაგანია რომლისთვისათვისაც საგანგებოდ იწერება მუსიკალური ნაწარმოები. მე- XX საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულ მუსიკაში ფართო გავრცელება ჰპოვა „მუღამური ოპერის“ ჟანრმა, რომლის დამფუძნებელიც იყო უზეირ ჯაჯიბეკოვი. ყველა მუღამურ ოპერებში ვოკალური პარტიები მიმდინარეობდნენ თარის თანხლებით.

აზერბაიჯანელმა კომპოზიტორებმა ასევე შექმნეს რიგი მსხვილი ნაწარმოები, მათ შორის, კონცერტები თარისთვის და სიმფონიური ორკესტრისათვის. აზერბაიჯანულ მუსიკაში თარი გამოიყენებოდა, ძირითადად, წამყვანი ინსტრუმენტის სახით მუღამურ ტრიო ჯანენდეში (მომღერალი), რომელიც ასევე მოიცავდა ქიამანჩასა და გავალს. უნდა აღინიშნოს, რომ თარი, როგორც მუღამური ტრიოს, ასევე სოლოს სახით, დღევანდელ დღემდე აგრძელებს გამორჩეული როლის შესრულებას მუღამურ ხელოვნებაში, რომელიც პოპულარული და ტრადიციულია აზერბაიჯანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თარი&oldid=4183880“-დან