შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ღაზის სექტორი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღაზის სექტორი თუ ღაზას სექტორი - შესამოწმებელია. გმადლობთ. Alsandro 16:44, 29 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ, რომ ღაზას სექტორი.Zangala 16:58, 29 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, "ღაზის სექტორი" უნდა იყოს. როგორც მცხეთა > მცხეთის, კუბა > კუბის, ბოლოკიდური "ა" იკვეცება. - Island 13:48, 30 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


მე ვემხრობი ღაზს. მახსოვს, ბიბლიის (უკანასკნელ) თარგმანს, რომელიც, თუ არ ვცდები, 1990–იან წლებში გამოიცა, წიგნის ბოლოს დართული ჰქონდა რუკა, აი, მანდ შეიძლება სწორი ფორმის ნახვა. როგორც მახსოვს, ღაზა ეწერა და ყურადღება მაშინ იმიტომაც მიიპყრო, რომ მაშინდელ "მოამბე"–ში სულ აზას სექტორი მესმოდა, ალბათ იმის გამო რომ საერთაშორისო ინფორმაციებს მაშინ რუსულიდან თარგმნიდნენ. მე მგონია, ბიბლიის მთარგმნელს ქართულის ცუდ ცოდნას ვერ დავწამებთ. --pirtskhalava 21:43, 19 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ღაზას უნდა იყოს ჩემი აზრითაც --გიგა პასუხი 18:39, 20 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ღაზას სექტორი — ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი უკვეცელია. მაგ. ტოროლა, ენძელა, ჭრიჭინა და ა. შ. სწორია: ტოროლას ხმა (და არა ტოროლის ხმა). (წყარო: მართლწერის წესები და სავარჯიშოები; დ. თვალთვაძე, ნ. გაფრინდაშვილი). მართალია კონკრეტულად ღაზაზე არაფერი წერია, თუმცა დარწმუნებული ვარ ესეც გამონაკლისია. რადგან საზოგადოდ გავრცელებულია ღაზას სექტორი. — Mero ® 20:09, 20 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ნამეტანი გრძელი გამოვიდა :) მაგრამ მომავლისთვის მაინც მოვიყვანე ციტატა შუქია აფრიდონიძის წიგნიდან „ჩვენი ენა ქართული“ (თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გვ.72-73, 2002). - Island 09:59, 21 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატა
„ქართულში გვაქვს საზოგადო სახელთა ბრუნების ასეთი წესი: თუ სახელი თავდება ხმოვანზე, მაშინ ორ ბრუნვაში (ნათესაობითსა და მოქმედებითში), რომელთა ნიშნებიც ხმოვნით იწყება, ეს დაბოლოება იკარგება. მაგ.: ცა — ცის, ცით; მიწა — მიწის, მიწით და მისთ. ამავე წესს ემორჩილება უკლებლივ ყველა — დიდი თუ პატარა გეოგრაფიული ობიექტის სახელი, დაწყებული კონტინენტებიდან და დამთავრებული პატარა სოფლებისა თუ მათი უბნების სახელებით: ევროპა — ევროპის, ევროპით... ; რაჭა — რაჭის, რაჭით... ; ორთაჭალა — ორთაჭალის, ორთაჭალით...

ბოლო ხანებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში — პრესაში, რადიო- და ტელეგადაცემებში — ეს საყოველთაო ტრადიციული წესი ირღვევა ხოლმე და სათანადო ფორმები დამახინჯებული სახით გვხვდება. განსაკუთრებით ხშირია ამგვარი დარღვევები ჟურნალისტებისათვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი სახელების ხმარებისას. ეს გეოგრაფიული სახელებია, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ — აფხაზეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფლისა თუ ხეობის სახელები (ორსანტია, ფიჩორა, სიდა, ხურჩა, გიგიდა, ოტობაია, კოხორა, ლათა...), ხოლო, მეორე მხრივ — ამერიკის რამდენიმე შტატის სახელები (ალაბამა, არიზონა, ინდიანა, მინესოტა, იუტა, ჯორჯია), ასევე უცხოეთის ზოგი ქალაქის სახელები (ჰავანა, ბარსელონა, სევილია...).

გვესმის და ვკითხულობთ: ალაბამას, არიზონას, ინდიანას (მინესოტას, იუტას, ჯორჯიას...) შტატები; ორსანტიას, ოტობაიას, სიდას (კოხორას, ხურჩას, გაგიდას, ფიჩორას...) მოსახლეობა; ...

ასეთი ფორმები ქართულში მიუღებელია. უნდა დავიცვათ ტრადიციული წესი: -ზე დაბოლოებულ გეოგრაფიულ სახელთა ბრუნებისას მხოლოდ -მოკვეცილი ფორმები უნდა ვიხმაროთ.

ორსანტიის (ოტობაიის, სიდის, კოხორის, ხურჩის, გაგიდის, ფიჩორის...) მოსახლეობა, ლათის ხეობა...; ჯორჯიის (ალაბამის, ინდიანის, არიზონის, მინესოტი, იუტის) შტატი; ბარსელონის ფესტივალი და მისთ.“

ოხ ეს ჟურნალისტები, სულ გადააგვარებენ ქართულ ენას :)) ერთი კითხვა: მაგ წყაროში უკვეცელ სახელებზე რამე თუა ნახსენები? :) – Mero ® 10:09, 21 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ამ წიგნში არა არის. - Island 10:34, 21 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)

[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 2 გარე ბმულები ღაზის სექტორი. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 07:08, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]