ინაიეთ გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37: ხაზი 37:
მმართველობის დაწყებიდანვე შეეცადა რეფორმების გატარებასა და სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარებას. [[კალგა]]დ და [[ნურედინი|ნურედინად]] დანიშნა ჰუსამი და საადათი. ის აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში. მონაწილეობა მიიღო [[ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639)|ირან-ოსმალეთის ომში]], [[1636]] წელს დაამარცხა [[დონი]]ს [[კაზაკები]], იმავე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებები დადო [[რუსეთის სამეფო]]სთან და [[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა|პოლონეთ-ლიტვა]]სთან.
მმართველობის დაწყებიდანვე შეეცადა რეფორმების გატარებასა და სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარებას. [[კალგა]]დ და [[ნურედინი|ნურედინად]] დანიშნა ჰუსამი და საადათი. ის აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში. მონაწილეობა მიიღო [[ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639)|ირან-ოსმალეთის ომში]], [[1636]] წელს დაამარცხა [[დონი]]ს [[კაზაკები]], იმავე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებები დადო [[რუსეთის სამეფო]]სთან და [[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა|პოლონეთ-ლიტვა]]სთან.


ინაიეთის დროს მაინც ვერ დასტაბილურდა სახანო, რადგან ხანობის პრეტენდენტი გახდა მანსურების კლანის ბელადი, უზ-თემური, რომელმაც სასტიკად დაამარცხა [[ყირიმელი თათრები]]ს არმია და დიდი საფრთხე შეუქმნა [[გირეის დინასტია]]ს. პარალელურად, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[სულთანი]], [[მურად IV]] [[კავკასია]]ში გასალაშქრად. ინაიეთისგან ჯარის გამოყვანას ითხოვდა. ინაიეთ გირეი საგონებელში ჩავარდა. მაშინვე გაემგზავრა [[სტამბოლი|სტამბოლში]] სულთნისთვის პრობლემების ასახსნელად.
ინაიეთის დროს მაინც ვერ დასტაბილურდა სახანო, რადგან ხანობის პრეტენდენტი გახდა მანსურების კლანის ბელადი, უზ-თემური, რომელმაც სასტიკად დაამარცხა [[ყირიმელი თათრები]]ს არმია და დიდი საფრთხე შეუქმნა [[გირეის დინასტია]]ს. პარალელურად, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[სულთანი]], [[მურად IV]] [[კავკასია]]ში გასალაშქრად ინაიეთისგან ჯარის გამოყვანას ითხოვდა. ინაიეთ გირეი საგონებელში ჩავარდა. მაშინვე გაემგზავრა [[სტამბოლი|სტამბოლში]] სულთნისთვის პრობლემების ასახსნელად.


[[1637]] წელს, [[თოფქაფის სასახლე]]ში მისულმა ინაიეთ გირეიმ სულთანს მოთხოვა მეომრებით დახმარება, რის გამოც [[მურად IV]]-მ სიკვდილით დასაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა [[ყირიმის სახანო]]ს ისტორიაში, როდესაც ოსმალთა სულთანმა [[ხანი]] მოაკვლევინა. ამ ფაქტმა დიდი არეულობა გამოიწვია სახანოში, რის გამოც თურქებმა [[ყირიმი]]ს ტახტზე აიყვანეს ოსმალური ორიენტაციის მქონე [[ბაჰადირ I გირეი]].
[[1637]] წელს, [[თოფქაფის სასახლე]]ში მისულმა ინაიეთ გირეიმ სულთანს მოთხოვა მეომრებით დახმარება, რის გამოც [[მურად IV]]-მ სიკვდილით დასაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა [[ყირიმის სახანო]]ს ისტორიაში, როდესაც ოსმალთა სულთანმა [[ხანი]] მოაკვლევინა. ამ ფაქტმა დიდი არეულობა გამოიწვია სახანოში, რის გამოც თურქებმა [[ყირიმი]]ს ტახტზე აიყვანეს ოსმალური ორიენტაციის მქონე [[ბაჰადირ I გირეი]].

==იხილეთ აგრეთვე==
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ყირიმის სახანო]]
* [[ყირიმის სახანო]]

17:23, 25 ივლისი 2020-ის ვერსია

ინაიეთ გირეი
Inayet Giray;
ყირიმის მე-20 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1635
მმართ. დასასრული: 1637
წინამორბედი: ჯანიბექ გირეი
მემკვიდრე: ბაჰადირ I გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1597
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1637
გარდ. ადგილი: ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: გაზი II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ინაიეთ გირეი (ყირიმ. Inayet Geray, عنایت كراى‎‎;‎; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1597ოსმალეთის იმპერია, 1637) — ყირიმის ხანი 1635-1637 წლებში, გაზი II გირეის მე-3 ვაჟი.

ბიოგრაფია

დაიბადა ბახჩისარაიში, მამამისის, გაზი II გირეის მმართველობის პერიოდში. 1608 წელს, მისი უფროსი ძმის, თოხთამიშ გირეისა და სეფერ გირეის ოსმალეთში მკვლელობის შემდეგ აწგარდაცვლილი გაზი II გირეის ერთგულმა მსახურებმა გადამალეს სუდაკში, საიდანაც მალევე ოსმალეთის სულთანს, აჰმედ I-ს გადასცეს მძევლად. ბიძამისმა, ყირმის ახალმა ხანმა, სელამეთ გირეიმ სულთანს ინაიეთისა და მისი 2 უმცროსი ძმის, ჰუსამ და საადათ გირეიების გადაცემა მოთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმები მეჰმედ III გირეი-მ მოკლა, პირადი ინტერესების გამო, 1620-იან წლებში ინაიეთი დაეხმარა მას და შაჰინ გირეის ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლებში. ოსმალეთში აღზრდილი ინაიეთი თავის ძმებთან ერთად, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 1635 წელს გააგზავნა სულთან მურად IV-მ ყირიმში ტახტის დასაკავებლად. მან ბაჰადირ I გირეის დამარცხების შემდეგ მიიღო ხანის ტიტული.

მმართველობის დაწყებიდანვე შეეცადა რეფორმების გატარებასა და სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარებას. კალგად და ნურედინად დანიშნა ჰუსამი და საადათი. ის აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში. მონაწილეობა მიიღო ირან-ოსმალეთის ომში, 1636 წელს დაამარცხა დონის კაზაკები, იმავე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებები დადო რუსეთის სამეფოსთან და პოლონეთ-ლიტვასთან.

ინაიეთის დროს მაინც ვერ დასტაბილურდა სახანო, რადგან ხანობის პრეტენდენტი გახდა მანსურების კლანის ბელადი, უზ-თემური, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ყირიმელი თათრების არმია და დიდი საფრთხე შეუქმნა გირეის დინასტიას. პარალელურად, ოსმალეთის სულთანი, მურად IV კავკასიაში გასალაშქრად ინაიეთისგან ჯარის გამოყვანას ითხოვდა. ინაიეთ გირეი საგონებელში ჩავარდა. მაშინვე გაემგზავრა სტამბოლში სულთნისთვის პრობლემების ასახსნელად.

1637 წელს, თოფქაფის სასახლეში მისულმა ინაიეთ გირეიმ სულთანს მოთხოვა მეომრებით დახმარება, რის გამოც მურად IV-მ სიკვდილით დასაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა ყირიმის სახანოს ისტორიაში, როდესაც ოსმალთა სულთანმა ხანი მოაკვლევინა. ამ ფაქტმა დიდი არეულობა გამოიწვია სახანოში, რის გამოც თურქებმა ყირიმის ტახტზე აიყვანეს ოსმალური ორიენტაციის მქონე ბაჰადირ I გირეი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)