ნურედინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნურედინი (ყირიმ. Nureddin; نور الدين‎) — ტიტული ყირიმის სახანოში, რომლის მატარებელიც ითვლებოდა სახანოში მე-3 პირად და ხანის მეორე მემკვიდრედ. ხანი თავად აირჩევდა თავის კალგასა და ნურედინს. ტიტულის მატარებელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გირეის დინასტიის წარმომადგენელი. ნურედინის ტიტული 1578 წელს დააწესა მეჰმედ II გირეიმ. ნურედინი ძირითადად ერეოდა სამხედრო საქმეებში, აწყობდა ლაშქრობებს. დანარჩენ მოვალეობებს ხანი და კალგა ასრულებდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Халим Герай (историк) «Розовый куст ханов, или история Крыма», Симферополь, 2008 г. ISBN 978-966-8518-91-1