ჟოზეფინ ბოარნე
ჟოზეფინ დე ბოარნე | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 2 დეკემბერი, 1804 |
მმართ. დასაწყისი: | 1804 |
მმართ. დასასრული: | 1810 |
წინამორბედი: | მარია ანტუანეტა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარია ლუიზა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1763, 6 ივნისი |
დაბ. ადგილი: | მარტინიკა |
გარდ. თარიღი: | 1821, 29 მაისი |
გარდ. ადგილი: | ილ-დე-ფრანსი |
მეუღლე: |
1.ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნე, 2.ნაპოლეონ ბონაპარტი |
შვილები: |
ევგენი, იტალიის მეფისნაცვალი ჰორტენზია, ჰოლანდიის დედოფალი |
დინასტია: | ბონაპარტი |
მამა: | ჟოზეფ-გასპარ ტაშე დე ლა პაჟერი |
დედა: | როუზ-კლერ დეს ვერგერს დე სანო |
ჟოზეფინ ბოარნე (მარია ჟოზეფინ როუზ ტაშე დე ლა პაჟერი) (ფრანგ. Marie Josèphe Rose de Tascher de la Pagerie), (დ. 6 ივნისი, 1763 — გ. 29 მაისი, 1814) — საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი როზ ჟოზეფინ ტაშე დე ლა პაჟერი ან როზ (ჟოზეფინის სახელით მისი მოხსენიება დაიწყო ნაპოლეონმა) დაიბადა მარტინიკაში ფრანგი პლანტატორის ჟოზეფ–გასპარ ტაშე დე ლა პაჟერის ოჯახში. მოგვიანებით, ჟოზეფინი იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთმა მოხუცმა შავკანინამა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დროს ის იქნებოდა „უფრო მეტი ვიდრე მეფე“.
1779 წლის 13 დეკემბერს, 16 წლის ასაკში, იგი ცოლად გაჰყვა ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნეს (1760–1794), რომელიც იმ პერიოდში დიდი წარმატებებით სარგებლობდა ქალთა შორის. თავდაპირველად, ჟოზეფინის ოჯახი ფიქრობდა, ბოარნეზე გაეთხოვებინათ უმცროსი ქალიშვილი ქეთრინი. ნათესაური კავშირი ბოარნეს ოჯახთან ძალიან მომგებიანი იყო პლანტატორისთვის, რომლის მამული 1766 წელის ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა ქეთრინი გარდაიცვალა 12 წლის ასაკში. ბოარნეს მეუღლე გახდა მისი უფროსი და ჟოზეფინი. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ჟოზეფინს კი ორი უსაყვარლესი შვილი დარჩა მეუღლისგან: ქალ-ვაჟი — ეჟენ (ევგენი) დე ბოარნე. მოგვიანებით, იტალიის ვიცე-მეფე და ლიხტენშტეინის ჰერცოგი და ორტანს (ჰორტენზია) დე ბოარნე, ნიდერლანდების მეფის ლუდოვიკო ბონაპარტის მეუღლე და ნაპოლეონ III-ის დედა.
1785 წლის მარტში მეუღლეები დაშორდნენ. სამი წელი ჟოზეფინი თავისუფლებით ტკბებოდა. სიამოვნებით ერთობოდა მოდური მაღაზიებითა და არისტოკრატიული სალონებით. როცა მთელი ფინანსური შესაძლებლობები ამოეწურა, იძულებული გახდა მარტინიკაში, საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. 1789 წლის რევოლუციამ მისი ბედი შეცვალა. უწესრიგობამ მოიცვა დასავლეთ ინდოეთის შორეული კუნძულიც. დიდებულთათვის იქ დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო და 1790 წელს ჟოზეფინი კვლავ გაემგზავრა საფრანგეთში. მანამდე, 1789 წელს ალექსანდრე ბოარნე არჩეულ იქნა საფრანგეთის გენერალური შტატების დეპუტატად. მიუხედავად თავისი არისტოკრატიული წარმოშობისა, ის ემხრობოდა საფრანგეთის მესამე წოდების დეპუტატებს მოქალაქეთა თანაბარუფლებიანობის საკითხში. ის შევიდა ეროვნული კრების შემადგენლობაში და დაიკავა კრების მდივნის და თავმჯდომარის პოსტები. ყოფილი მეუღლის მაღალმა თანამდებობებმა შესაძლებლობა მისცა ჟოზეფინს შესულიყო ქალაქის მრავალ სასახლსა და სალონში. პოლიტიკაში ალექსანდრე ბოარნე იცავდა ზომიერ შეხედულებებს. ის არ იწონებდა ღარიბთა აჯანყებებს, რევოლუციონერთა ხრიკებს სამეფო ოჯახის მიმართ და საერთოდ, თავადაზნაურობას მთლიანობაში. ჟირონდისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოარნემ დატოვა პოლიტიკური მოღვაწეობა და შევიდა რევოლუციურ არმიაში ავსტრიელი და პრუსიელი ინტერვენტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
1794 წელს გენერალი ბოარნე დაინიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის რაინის არმიის მთავარსარდლად, მაგრამ იაკობინელთა კონვენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად — არ დაეშვათ თავადაზნაურობა რევოლუციურ არმიაში სამსახურისთვის, თადარიგში წავიდა. მოგვიანებით ის დაადანაშაულეს მაინის დაცვისათვის უმოქმედობაში და ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს. ჟოზეფინის დაბადების დღეს, 1794 წლის 23 ივნისს ის დააპატიმრეს და თავი მოჰკვეთეს გილიოტინაზე. სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა მთელ მის სანათესაოს. დააპატიმრეს ჟოზეფინიც და მიუსაჯეს ჩამოხრჩობა, მაგრამ 9 თერმიდორის გადატრიალების შემდეგ სასიკვდილო განაჩენი შეიცვალა და მალე ჟოზეფინი გაათავისუფლეს.
მეორე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟოზეფინის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. ყოფილი მეუღლის ქონება კონფისკირებული აღმოჩნდა, ხოლო შეტყობინება მარტინიკასა (საიდანაც მას შეეძლო განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის მიღება) და მეტროპოლიას შორის ფაქტობრივად გაწყვეტილი იყო ინგლისთან დაუსრულებელი ომის გამო.
დაქვრივებული ჟოზეფინი ქალაქის ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვა და პოლიტიკურ მოღვაწე ვიკონტ დე ბარასის საყვარელი ხდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟოზეფინი, ანდრე კასტელოტი ISBN 4-87187-853-8
- Lettres de Napoléon à J. pendant la première campagne d’Italie, le Consulat et l’Empirë (1827);
- Lettres de J. à Napoléon et à sa fille (1833);
- Mémoires de M-e de Rémusat (1879–1880);
- Aubenas, "Histoire de l’impératrice J. (1857–1859);
- A. Amand, биография Жозефина (1884);
- Masson, «Napoléon et les femmes» (1893);
- Arthur Lévy, «Napoléon intime»;
- Ж. Бокса. Жозефина, жена Наполеона / Пер. с фр. — М.: Эксмо, 2012. — 672 с., 3000 экз., ISBN 978-5-699-54914-6
- Серебрякова Г. И. Жозефина Богарне / в кн. «Женщины эпохи Французской революции».
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟოზეფინ ბოარნე. (ინგლისურად)
- Château de Malmaison (ფრანგულად).
- [1] This is an informative PBS site with a plethora of translated quotes and letters. (ინგლისურად)
|