შინაარსზე გადასვლა

ლეონ III (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონ III
Λέων Γ΄ ὁ Ἴσαυρος

ლეონ III და კონსტანტინე V
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
კორონაცია: 25 მარტი 717
მმართ. დასაწყისი: 25 მარტი 717
მმართ. დასასრული: 18 ივნისი 741
წინამორბედი: თეოდოსიოს III
მემკვიდრე: კონსტანტინე V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლოებით 685
დაბ. ადგილი: გერმანიკეია
გარდ. თარიღი: 18 ივნისი 741
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: მარია
შვილები: კონსტანტინე V
ანა
ირინა
კოსმო
დინასტია: ისავრიელთა
რელიგია: ქრისტიანობა

ლეონ III ისავრიელი (დ. 675 — გ. 741) — ბიზანტიის იმპერატორი 717-741 წლებში. ისავრიელთა დინასტიის დამაარსებელი. დაწინაურდა იმპერატორი იუსტინიანე II-ის დროს. გამოხატავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს და მმართველობის ცენტრალიზაციისათვის იბრძოდა. მოიგერია არაბთა შემოტევები (717-718 კონსტანტინოპოლთან, 740 აკროინოსთან). 726 წელს გამოსცა კანონთა კრებული ეკლოგა. 730 წლის ედიქტით აკრძალა ხატთაყვანისმცემლობა.