ეკლოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეკლოგა, ბუკოლიკური პოეზიის ჟანრი. ასახავს ყოფითს სცენებს მწყემსთა, მიწის მუშაკთა ცხოვრებიდან, თუმცა არ გამორიცხავს პოლიტიკურ თუ სხვა მოტივებსაც (მაგ. ვერგილიუსის ეკლოგები). ევროპულ ლიტერატურაში ანტიკური პოეზიის გავლენით დამკვიდრდა; გვხვდება როგორც დრამატული (დიალოგი), ისე თხრობითი, ეპიკური ხასიათისა. თუ ანტიკურ ლიტერატურაში მეტწილად ჰეგზამეტრით იყო განწყობილი, ევროპაში ნებისმიერი ზომის ლექსით იწერებოდა. ზოგჯერ თან ახლდა მუსიკის ელემენტი და სცენაზეც სრულდებოდა. პოპულარული იყო იტალიაში; კლასიკურ ნიმუშადაა აღიარებული ე. სპენსერის "მწყემსის კალენდარი". ქართულ ლიტერატურაში ეკლოგური ხასიათისაა დ. გურამიშვილის "ქაცვია მწყემსი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]