შინაარსზე გადასვლა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ლენტეხი
კოორდინატები 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. / 42.78889; 42.72361
გამგებელი ამირან ჯამბურიძე     
ფართობი 1344 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4386 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 3,26 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,91 %
რუსები 0,05 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,02 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://lentekhi.gov.ge/
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი, 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 11 227
2002 8 992
2014 4 386
2021[3] 4 000

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დაბა — 1: ლენტეხი;
  • თემი — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 16 13                        
  ნაციონალური მოძრაობა 2 1  
  სახალხო პარტია 1  
  ლელო 1  
  საქართველოსთვის 1  
  ევროპული საქართველო 1 1  
  მოქალაქეები 1  
  სტრატეგია აღმაშენებელი 1  
  თავისუფალი საქართველო 1 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  დამოუკიდებელი 1
სულ 23 21  

წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.

მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.