მუაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუაში — ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ. მუაშში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, მზის მაღალი რადიაცია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი (მინერალიზაცია — 2,1 გ/ლ; ტემპერატურა 9 °C; დებიტი 13 ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის.

სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებანი. მუაშში არის საკურორტო პოლიკლინიკა, სააბაზანო; სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]